დიდი ხანია ,მძინავს ,სიზმარში სიზმარს ვხედავ , არავინაა ირგვლივ გამღები ხმის და ჩქამის. მხოლოდ შენ მოხვალ ჩემთან ,თმაშევერცხლილო დედა, და მოგიყვები ჩემზე- უკვე მომხდარს და ჩავლილს, მაგრამ ვერ ვიზამ ისე ,რომ შენც დარდისგან დადნე . შევალამაზებ ამბებს , როგორც ნაძვისხის ტოტებს . კი ვტყუი, მაგრამ თავთან ხომ მართალი ვარ ცამდე ? მინდა, სასთუმლად შენი თბილი კალთა რომ მქონდეს. ბარდნის. მარტო ვარ, მცივა .რა შურიანი გავხდი: ფანჯრიდან მოსჩანს ტაძრის ეზო–არც ისე ვრცელი გადავსებულა უკვე უფლის მოშიში ხალხით . თითქოს ერთ ასკეტს მეძებს ათასი მომლოცველი . მე რომ არც ღმერთის მჯერა ,მე რომ არც მოძღვრებს ვუსმენ , ვერ მორევია ჯერაც ყინვა ჩემს შიშველ ქუსლებს . როგორ ვიწამო ვინმე, ჩემი თავის რომ არ მწამს, მე ვერ გავხდები გუბე, მე ვერ მოვიშლი წანწალს: მე გადავლახავ ანდებს , მე გადავლახავ მონბლანს . ეშმაკი ჯოხით დამდევს და სადაცაა მომკლავს . ვიბორიალებ ქარში და ქარებისგან ვნებულს , კანს დამიფარავს ციდან მოსული სიტყვის თოვლი. აი,ამ ლექსით ვიწყებ რიგით მეორე კრებულს, და ჩემი სულის ოთახს ისევ არეულს ვტოვებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე მომეწონა თქვენი "სულის არეული ოთახი", როგორი ემოციებით და ფიქრით სავსეა, კარგი იყო ამ ოთახში სტუმრობა... 5 მე მომეწონა თქვენი "სულის არეული ოთახი", როგორი ემოციებით და ფიქრით სავსეა, კარგი იყო ამ ოთახში სტუმრობა... 5
3. კარგია
5 ჩემგან კარგია
5 ჩემგან
2. მაშ ასე, ვიწყებთ მეორე კრებულისთვის დროის ათვლას :) რამდენიმე ნიუანსია აქ, სადაც აღმომხდა, ღმერთო, შესანიშნავია და ერთი მომენტი ესაა: და მოგიყვები ჩემზე- უკვე მომხდარს და ჩავლილს, მაგრამ ვერ ვიზამ ისე ,რომ შენც დარდისგან დადნე . შევალამაზებ ამბებს , როგორც ნაძვისხის ტოტებს . კი ვტყუი, მაგრამ თავთან ხომ მართალი ვარ ცამდე ? მაშ ასე, ვიწყებთ მეორე კრებულისთვის დროის ათვლას :) რამდენიმე ნიუანსია აქ, სადაც აღმომხდა, ღმერთო, შესანიშნავია და ერთი მომენტი ესაა: და მოგიყვები ჩემზე- უკვე მომხდარს და ჩავლილს, მაგრამ ვერ ვიზამ ისე ,რომ შენც დარდისგან დადნე . შევალამაზებ ამბებს , როგორც ნაძვისხის ტოტებს . კი ვტყუი, მაგრამ თავთან ხომ მართალი ვარ ცამდე ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|