მთელი ღამე ქსოვა თოვლმა თეთრი თექა, დილით ხეებს მხრებზე შემოაცვა. კენწეროდან ნაძვმა ძირს რომ დაიხედა, ეწყო წყვილი თათმანები ნაძვთან. უხდებოდა ტოტებს თეთრი მაქმანები, ყინვამ ჭირხლით სარკმელები ხატა. მთელი ღამის თავის ნაქსოვ-ნაქარგები. თოვლმა მიწას დაუფინა ნატად. ფანტელები მთელი ღამე ვალსს ცეკვავდნენ, მარადიულ კავალერთან, ქართან. წამოეცვა მთვარე ბეჭდად ცას ნეკაზე, დაჰკარგოდა სადღაც, ცისკრის კართან...