ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2023


პიეტა

ჩვენი შეხვედრა ძვირს ფასობს,
ველტვი ჩრდილების მაგნიტებს.
ღამევ, საშინლად ძვირფასო;
დამიტიე და დაგიტევ!

როდის გააღებს პირს ნეტავ,
სიკვდილი - გეში აფთარის.
ღამევ, მზეების პიეტა;
სიბნელითაა გამთბარი.

ფეთქვას ვუპოვნი ნაპირებს,
სინათლეს ვესვრი მე ფეთ ქვას!
სინათლეშივე აპირებს
სიბნელემ ჩემზე მეფე თქვას!

დააკლდა ვენებს დოზები,
სიკვდილი შია ნარკომანს
და ხორცის ანგელოზები
როგორც შიდსი და სარკომა...

მესალმებიან, ცა მყვარობს,
ღამევ, მწყურიხარ მდუმარე;
მიყვარს ეგ ბნელი სამყარო
და გიჟის სიიდუმალე!

სიკვდილს სინათლე უცხონე!
ფეხი Memento Mor - ს  ვკარი.
ჩემს თავში ვგავარ უცხოელს,
შენ, რომ წანწალით მოკალი!

ღამევ, სინათლე არ მშია!
სიგიჟეს ვეტრფი უკურნელს.
ჩემი მთარგმნელი ქვაშია,
ვერ მთარგმნის ეს საუკუნე.

ველტვი ჩრდილების ჩირაღდნებს,
წერა მეძავს ჰგავს - აღაპეს.
დიდებას წლები მინაღდებს,
წლებმა უდროოდ ჩაყლაპეს...

პოეტები და მწერლები
და ჯვარი ქვებზე დაგვწერეს
და სანამ ვცოცხლობთ
ვჭამთ მწერებს,
ვკვდებით და გვჭამენ მწერები.

დროებმა შეგვქმნეს მატლივით
და მაინც ყოფნა გვიზიდავს. .
პეპლებად, დროა მარტივი..
ეშმაკის ბნელ სამიზნიდან.

თმებიდან ჩემს მე - ს ვწყვეტ ტილებს,
ზმნას შევცვლი სულში არაზმნით.
სისხლში დარჩენილ წყვეტილებს
ამოუხეთქავთ მარაზმი!

ჩვენი შეხვედრა ძვირს ფასობს,
ველტვი ჩრდილების მაგნიტებს.
ღამევ, საშინლად ძვირფასო;
დამიტიე და დაგიტევ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები