ნინო დარბაისელი სტრონი
ქვეყნის კიდესთან
(“მინდა მტკვარში თავი დავიხრჩო”- ტ. ტაბიძე)
ახალციხესთან - ქვეყნის კიდესთან მარტო მდგომი დაგცქერი, მტკვარო.
შენ მდინარეო, სამშობლოს გულის გადამსერავო, ვინ იცის, მტკვარო, უცხო ქვეყნიდან ჩვენში რა ჭირს მოეზიდები. პლასტმასისა და პლასტიკატის კონსერვატიულ ჭრელა-ჭრულაში, ამ მოტივტივე ნიაღვარში მეღა გაკლივარ! რომაც გადმოვხტე, ისე მატარებ თვითწმენდამდე, არც გამოჩნდება ქალის პატარა, თეთრი სხეული; თუკი თევზები შემოგრჩენია, ისე მომიწევს შენში ბიოდეგრადაცია, ვინღა გაარკვევს, რაა მიზეზი, ის, რომ სიცოცხლე მომეწყინა თუ ფეხდამცდარი ქიმიურმა ნარჩენებმა, მაგ შხამიანმა წყალმა მომწამლა ან ასფიქსია დამემართა ცურვის არმცოდნეს და ნაპირამდე ვერ გავაღწიე.
აღარ ვარგიხარ, მტკვარო, პოეტი თვითმკვლელებისთვის, შენ თვითონაც ხელში გვაკვდები, არავინ ვიცით, რით გიშველოთ, როგორ გიშველოთ.
ქვეყნის კიდესთან მარტო მდგომი დაგცქერი, მტკვარო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ყველა თქვენგანს წაკითზვისა და საინტერესო კომენტარის დატოვებისთვის. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. უცხოეთის ერთ ძალიან კარგ ქვეყანაში გამოდის ანთოლოგია ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ლექსებისა და იქ მოსახვედრად დავწერე ეს. მადლობა ყველა თქვენგანს წაკითზვისა და საინტერესო კომენტარის დატოვებისთვის. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. უცხოეთის ერთ ძალიან კარგ ქვეყანაში გამოდის ანთოლოგია ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ლექსებისა და იქ მოსახვედრად დავწერე ეს.
10. ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მტანჯველ თემას-გალაკტიონის თვითმკვლელობას, უბის წიგნაკთა ჩანაწერების მიხედვით, პოეტი საამისოდ ემზადებოდა: "დიდი ხნიდან დავეძებ მე ამ სიკვდილს...,". "ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობაზე ფიქრი, რომელიც მეგონა რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე..", "იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია..", "დღეს უნდა გადავვარდე თორემ ცუდ ხასიათზე ვარ, დღეს, დღეს უსათუოდ.." პოეტი თითქოს მშვიდად, მიზანდასახულად, ირონიითაც კი მოემზადა თვითმკვლელობისთვის. იყო თუ არა თვითმკვლელობა გალაკტიონის კრიზისის მხსნელი, ან იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა არსებულის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულება?ბევრი რამ არის აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ვაი, რომ დრო არ არის ყველაფრის ამხსნელი. ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მტანჯველ თემას-გალაკტიონის თვითმკვლელობას, უბის წიგნაკთა ჩანაწერების მიხედვით, პოეტი საამისოდ ემზადებოდა: "დიდი ხნიდან დავეძებ მე ამ სიკვდილს...,". "ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობაზე ფიქრი, რომელიც მეგონა რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე..", "იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილია..", "დღეს უნდა გადავვარდე თორემ ცუდ ხასიათზე ვარ, დღეს, დღეს უსათუოდ.." პოეტი თითქოს მშვიდად, მიზანდასახულად, ირონიითაც კი მოემზადა თვითმკვლელობისთვის. იყო თუ არა თვითმკვლელობა გალაკტიონის კრიზისის მხსნელი, ან იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა არსებულის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულება?ბევრი რამ არის აუხსნელი და ყველა ეპოქის გალაკტიონოლოგი მომავალი დროის მკითხველზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ვაი, რომ დრო არ არის ყველაფრის ამხსნელი.
9. ვაფასებ თქვენს დამსახურებასა და ღვაწლს, ამიტომაც გკითხეთ რჩევა და თქვენი აზრი მაინტერესებდა. ყველაფერი იცვლება, ჩვენც ვიცვლებით, საბედნიეროდ. დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ და თავად მივხვდი რაც ხდებოდა, ამიტომაც სანერვიულო არაფერია, თქვენც გირჩევთ. ჩემი კმაყოფულებისთვის ვდებ აქ ლექსებს, რთული სამსახური მაქვს და სხვა რაღაცაზე მჭირდება ყურადღების გადატანა, მოუცლელობის მიუხედავად ეს მეხმარება. თქვენს ასაკში სიმშვიდე უმნიშვნელოვანესია. ყველგან ასეა, სადაც ვიღაც "გიჯიგრებს" იქ გამოჩნდები, ეს ცირკი უკვე ნანახი მაქვს და ჟონგლიორობას არ ვაპირებ. ვმუშაობ საკუთარ თავზე, თავადვე მაძლევს სულიერებას და ძალას ჩემი შემოქმედება, ამიტომაც არავის აზრი არ შემაცვლევინებს ჩემს მუმართულებასა და შემართებას. მადლობა დიდი, რომ გამომეხმაურეთ, იმედი მაქვს ობიექტუობას მიექცევა ამ გვერძე ყურადღება, ოდესმე მაინც, დრო კი თავის სათქმელს იტყვის!! წარმატებების სურვილით!! :))) ვაფასებ თქვენს დამსახურებასა და ღვაწლს, ამიტომაც გკითხეთ რჩევა და თქვენი აზრი მაინტერესებდა. ყველაფერი იცვლება, ჩვენც ვიცვლებით, საბედნიეროდ. დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ და თავად მივხვდი რაც ხდებოდა, ამიტომაც სანერვიულო არაფერია, თქვენც გირჩევთ. ჩემი კმაყოფულებისთვის ვდებ აქ ლექსებს, რთული სამსახური მაქვს და სხვა რაღაცაზე მჭირდება ყურადღების გადატანა, მოუცლელობის მიუხედავად ეს მეხმარება. თქვენს ასაკში სიმშვიდე უმნიშვნელოვანესია. ყველგან ასეა, სადაც ვიღაც "გიჯიგრებს" იქ გამოჩნდები, ეს ცირკი უკვე ნანახი მაქვს და ჟონგლიორობას არ ვაპირებ. ვმუშაობ საკუთარ თავზე, თავადვე მაძლევს სულიერებას და ძალას ჩემი შემოქმედება, ამიტომაც არავის აზრი არ შემაცვლევინებს ჩემს მუმართულებასა და შემართებას. მადლობა დიდი, რომ გამომეხმაურეთ, იმედი მაქვს ობიექტუობას მიექცევა ამ გვერძე ყურადღება, ოდესმე მაინც, დრო კი თავის სათქმელს იტყვის!! წარმატებების სურვილით!! :)))
8. რაც ეს საიტი არსებიბს, უკვე თხუთმეტი წელია და მე გახლდით ერთ- ერთი ყველაზე აქტიური კომენტატორი. თაობები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მე კი სულ ვიყავი. ახლა ასაკში ვარ და ალბათ დავიღალე. შემიძლია, ხუთ ავტორს მივაქციო ყურადღება. რაც ეს საიტი არსებიბს, უკვე თხუთმეტი წელია და მე გახლდით ერთ- ერთი ყველაზე აქტიური კომენტატორი. თაობები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მე კი სულ ვიყავი. ახლა ასაკში ვარ და ალბათ დავიღალე. შემიძლია, ხუთ ავტორს მივაქციო ყურადღება.
7. ვის უნდა რომ მის ნაწერებს ჩავუჯდეთ და ვაკინტროლოთ?! მგონი არავის!! არიან ცხვრის ტყავში გახვეულები, ერთმამეთს ასიამივნებენ და თვითონაც ქულებს იწერენ, ეს შეთანხმებაა. ჩემთან არც მერე შემოვა ვინმე, იმიტო კი არა, რომ არ მოწონთ, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ და არავის მოვუქონავ თავს, ჩემთვის აქ არავინაა ახლობელი და მეგობარი, ობიექტურობის ხარისხიც მაღალია, რაც არვის ჭირდება. სუბიექტურად ვერავის შევაფასებ, ძალიანაც რომ მოვინდომო, არავის ვიცნობ და არც კლანად გადაქცევა მინდა, რაღაცის გამო არ მინდა რომ მაფასებდნენ, ამიტომაც ვამბობ სიმართლეს და აქ ვარ მარტო. ერთ ბანაკში აღმოვჩნდით რატომღაც, თქვენ უნდა აფასებდეთ აქტიურად, ეხმარებოდეთ, მიმართულებას აძლევდეთ. იშვიათად მინახავს თქვენი კომენტარი. მადლობა. ვის უნდა რომ მის ნაწერებს ჩავუჯდეთ და ვაკინტროლოთ?! მგონი არავის!! არიან ცხვრის ტყავში გახვეულები, ერთმამეთს ასიამივნებენ და თვითონაც ქულებს იწერენ, ეს შეთანხმებაა. ჩემთან არც მერე შემოვა ვინმე, იმიტო კი არა, რომ არ მოწონთ, იმიტომ რომ სიმართლეს ვამბობ და არავის მოვუქონავ თავს, ჩემთვის აქ არავინაა ახლობელი და მეგობარი, ობიექტურობის ხარისხიც მაღალია, რაც არვის ჭირდება. სუბიექტურად ვერავის შევაფასებ, ძალიანაც რომ მოვინდომო, არავის ვიცნობ და არც კლანად გადაქცევა მინდა, რაღაცის გამო არ მინდა რომ მაფასებდნენ, ამიტომაც ვამბობ სიმართლეს და აქ ვარ მარტო. ერთ ბანაკში აღმოვჩნდით რატომღაც, თქვენ უნდა აფასებდეთ აქტიურად, ეხმარებოდეთ, მიმართულებას აძლევდეთ. იშვიათად მინახავს თქვენი კომენტარი. მადლობა.
6. როგორც ვატყობ, ჩაიშლება ეს ამბავი, რადგან საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მე არ შემიძლია. შექმნით ჯგუფს - კი, ბატონო და თან ჯგუფიც მე ვქმნა, თან მევე ამდენი გავისარჯო, ახალგაზრდას იწნებ მეტიც მიკეთებია, მაგრამ უკვე დავბერდი ამისათვის. როგორც ვატყობ, ჩაიშლება ეს ამბავი, რადგან საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მე არ შემიძლია. შექმნით ჯგუფს - კი, ბატონო და თან ჯგუფიც მე ვქმნა, თან მევე ამდენი გავისარჯო, ახალგაზრდას იწნებ მეტიც მიკეთებია, მაგრამ უკვე დავბერდი ამისათვის.
5. ძალიან კარგი აზრია. მივიღებდი თქვენს გმოწვევას, თუ თქვენ მოაგვარებთ საორგანიზაციო საკითხებს, მე ისედაც ვაფასებ ყველას, ვინც მართლა საინტერესოა, კრიტიკას აქ ძალიან მტკივნეულად იღებენ და თავს ვიკავებ, თუმცა თუ ვთვლი,რომ კრიტიკა წაადგება, არც მაგაზე დავიხევ უკან. თუ გახსოვთ, ჩემი იდეა იყო, რჩევები მოგეცათ ჩემთვის, კრიტიკა გაზრდის საწინდარია, თუმც ამ ბოლო დროს აღარც მაგით მანებივრებენ. მედალს ორი მხარე აქვს, ასე რომ მაგაზეც ჩემი აზრი მაქვს. მარგალიტების საბადოა ეს გვერდი ჩემთვის, სხვისი აზრი ნაკლებ საინტერესო გახდა საბედნიეროდ, არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი. მადლობა!! ძალიან კარგი აზრია. მივიღებდი თქვენს გმოწვევას, თუ თქვენ მოაგვარებთ საორგანიზაციო საკითხებს, მე ისედაც ვაფასებ ყველას, ვინც მართლა საინტერესოა, კრიტიკას აქ ძალიან მტკივნეულად იღებენ და თავს ვიკავებ, თუმცა თუ ვთვლი,რომ კრიტიკა წაადგება, არც მაგაზე დავიხევ უკან. თუ გახსოვთ, ჩემი იდეა იყო, რჩევები მოგეცათ ჩემთვის, კრიტიკა გაზრდის საწინდარია, თუმც ამ ბოლო დროს აღარც მაგით მანებივრებენ. მედალს ორი მხარე აქვს, ასე რომ მაგაზეც ჩემი აზრი მაქვს. მარგალიტების საბადოა ეს გვერდი ჩემთვის, სხვისი აზრი ნაკლებ საინტერესო გახდა საბედნიეროდ, არ ვიცი ეს კარგია, თუ ცუდი. მადლობა!!
4. ვანანო, მანანა, მადლობა! რაღაც ხომ არ მოვიფიქროთ? მაგალითად, პირადად თქვენ რომ აარჩიოთ ასე, ხუთი საინტერესო ავტორი, მხოლოდ მათ ნაწერებს წავიკითხავსით, არცერთს არ გამოვტოვებდით, აზრს ვეტყოდით კომენტარებში, თუ მისახმარებელია რამე, მივეხმარებოდით. ერთი თვე ჩაგვეტარებინა ასეთი ექსპერიმენტი, თუ შწდეგიანი მოგვეჩვენებოდა და სურვილი გვექნებოდა გაგრძელებისა, რაღაც ვადით კიდევ გაგვეგრძელებინა. სიას თუ შეადგენთ, პირდაპირ აქ ნუ დადებთ, პირადში გამომიგზავნეთ ჯერ ცოტა მეტკანდიდატიანი, საბოლოოდ შევჯერდეთ და მერე გამოვაცხადოთ. თუ გინდათ, ჯგუფის სახელიც შეარჩიეთ, მეც ვეცდები. კლანები აქ ყოველთვის არსებობდა. პირადად მე არასდროს არცერთში არ ვყოფილვარ და რატომ უნდა მოვიკლო ეს რამ , თუ კარგია. ჩვენც შევქმნათ კლანი… ურაკლანი ხომ არ დავირქვათ? ურაკისა და კლანის შეერთებით მიღებული კონტამინაციური ფორმა? რა ვიცი , იფიქრეთ ვანანო, მანანა, მადლობა! რაღაც ხომ არ მოვიფიქროთ? მაგალითად, პირადად თქვენ რომ აარჩიოთ ასე, ხუთი საინტერესო ავტორი, მხოლოდ მათ ნაწერებს წავიკითხავსით, არცერთს არ გამოვტოვებდით, აზრს ვეტყოდით კომენტარებში, თუ მისახმარებელია რამე, მივეხმარებოდით. ერთი თვე ჩაგვეტარებინა ასეთი ექსპერიმენტი, თუ შწდეგიანი მოგვეჩვენებოდა და სურვილი გვექნებოდა გაგრძელებისა, რაღაც ვადით კიდევ გაგვეგრძელებინა. სიას თუ შეადგენთ, პირდაპირ აქ ნუ დადებთ, პირადში გამომიგზავნეთ ჯერ ცოტა მეტკანდიდატიანი, საბოლოოდ შევჯერდეთ და მერე გამოვაცხადოთ. თუ გინდათ, ჯგუფის სახელიც შეარჩიეთ, მეც ვეცდები. კლანები აქ ყოველთვის არსებობდა. პირადად მე არასდროს არცერთში არ ვყოფილვარ და რატომ უნდა მოვიკლო ეს რამ , თუ კარგია. ჩვენც შევქმნათ კლანი… ურაკლანი ხომ არ დავირქვათ? ურაკისა და კლანის შეერთებით მიღებული კონტამინაციური ფორმა? რა ვიცი , იფიქრეთ
3. ცოტა მძიმეა, მაგრამ აქტუალური და საინტერესო. არც თქვენს ლექსებს აფასებენ? :)) კითხულობენ, მე ასე მგონია და ეგეც კარგია. პატივისცემით!! ცოტა მძიმეა, მაგრამ აქტუალური და საინტერესო. არც თქვენს ლექსებს აფასებენ? :)) კითხულობენ, მე ასე მგონია და ეგეც კარგია. პატივისცემით!!
2. აღარ ვარგიხარ, მტკვარო, პოეტი თვითმკვლელებისთვის, შენ თვითონაც ხელში გვაკვდები, არავინ ვიცით, რით გიშველოთ, როგორ გიშველოთ.
სამწუხაროდ :(
არ წაკითხვა კი ... მე არ მიკვირს. მხოლოდ ერტეულებს წყალობენ :) აღარ ვარგიხარ, მტკვარო, პოეტი თვითმკვლელებისთვის, შენ თვითონაც ხელში გვაკვდები, არავინ ვიცით, რით გიშველოთ, როგორ გიშველოთ.
სამწუხაროდ :(
არ წაკითხვა კი ... მე არ მიკვირს. მხოლოდ ერტეულებს წყალობენ :)
1. ეს უკვე მეხუთე რამეა და არავის წაუკითხავს. ჩემი საკითხი გარკვეულია, ნაწერებს სხვაგან ( ფეისბუქზე) ვდებ და პარალელურად აქაც - კაბინეტში ვინახავ და ვცდილობ, ლიმიტი რის საშუალებასაც მაძლევს დავდო. მაგრამ ვშიშობ, სხვა ავტორების წაუკითხავი ტექსტების გრძელ სიას რომ ვხედავ, ხომ არ არის ეს უკვე რაიმე გარდაუვალი ნიშანი… ღმერთმა ქნას, ვცდებოდე! ეს უკვე მეხუთე რამეა და არავის წაუკითხავს. ჩემი საკითხი გარკვეულია, ნაწერებს სხვაგან ( ფეისბუქზე) ვდებ და პარალელურად აქაც - კაბინეტში ვინახავ და ვცდილობ, ლიმიტი რის საშუალებასაც მაძლევს დავდო. მაგრამ ვშიშობ, სხვა ავტორების წაუკითხავი ტექსტების გრძელ სიას რომ ვხედავ, ხომ არ არის ეს უკვე რაიმე გარდაუვალი ნიშანი… ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|