ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2023


ლაო ძის

მითხარი, ბრძენო,
ეს საწუთრო როდისაა უფრო იოლი:
ბრძენი იყო და გავდე ენაბლუს,
თუ - უგუნური და ცნობილი სიტყვაუხვობით?
კვანძის  კვანძვიდან დავიწყეთ და
ვეფხის და მოყმის აბმავი ვწერეთ.
მერე კი სულაც ჯადოსნური სარკის შესახებ 
საიდუმლოც წარვტაცეთ ღმერთებს.
მაინც ვერ დავთმეთ მოძმეთ გვამებზე
მაძღრისად დგომის ავი ინსტიქტი.
ვერც უდიდეს წრეს (წრფედ რომ მივიღეთ)
ვუპოვეთ გული,
ბრძენო, ვაი, რომ
ამოულეველ დაოს, ერთხელაც
დიდი შეცდომა - ადამიანი ამოუვლინდა.
და ამიტომაც ეს სამყარო ქვიშისგან შექმნილ
ტილოს წააგავს.
ერთი მარტივი ხელისმოსმაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები