#ლექსები
ნინო დარბაისელი
ერთი კლასელი (თ. ქ.- ს)
მას ეს ცხოვრება ჯერ არ ენახა და არაფერი გაეგონა ჩვენი ბავშვური ვერაგობისა. გოგო იყო და აწოწილი, ბებრის ჩაცმული. გულდახურულსაც ვერ იტყოდი, პირიქით, უცხოდ, სისულელემდე გულღია იყო, უცებ რაღაცას, ისეთს გკითხავდა, თან ხშირთმიან თავს მკლავებშუა ისე მალავდა, ქვეშიდან ისე გიყურებდა, თითქოს-და ჩარტყმის მოლოდინში, სიცილისაგან დავარდებოდი და შემადგენელ ნაწილებად დაიშლებოდი.
გულღია იყო, რადგან ის სივრცე, საიდანაც გამოიყვანეს, არ იძლეოდა უფლებას გულის დახურვისათვის, მუდმივად ღია უნდა გქონოდა, გადასავლელი ეზოსავით, ანდა ჭერიდან ჩამომავალი წვიმისათვის შედგმულ ტაშტივით, რათა აღმზრდელებს თვალის ზერელე გადავლებით, მოსარკული ზედაპირების ერთი დანახვით, უცებ გაეგოთ, რამე, საშიში და საფრთხილო ხომ არ ხდებოდა.
ბავშვთა სახლიდან გამოიყვანეს. მოხუც წყვილს ასე გადაეწყვიტა, მთლად სიბერეში წყლის მომწოდებლად გვეყოლებაო, ჩვენ კი დიდები ვიყავით უკვე. უკვე მხეცები, ისეთ ასაკში, სიტყვა ბულინგი არასდროს რომ არ გაგვეგონა, მაგრამ სუსტსა და განსხვავებულს წარმატებით და ხალისით რომ ვაბულინგებდით.
უცებ ჩააცვეს, დაახურეს, მიმოატარეს, დაბადების დღეც გადაუხადეს და მთელი კლასი დაგვპატიჟეს, ვჭამეთ, ვსვით, ვწიეთ სიგარეტები ჩაბნელებულში და ჭიპხახუნა ცეკვა-ცეკვაში კიდევაც ბევრი ვიკოცნავეთ და შინ წავედით.
მეორე დღიდან მთლად გაჩუმდა. იჯდა თავისთვის უთქმელი და ურეაქციო, მხოლოდ ხანდახან რაღაცნაირად, გულსგარეთიდან უმისამართოდ გაიღიმებდა…
გინდათ, გიამბოთ, დაცინვებით გაბეზრებულმა უეცრად როგორ მოიკლა თავი? დიახ, მოიკლა დიახ თავი, გაბეზრებულმა, მაგრამ არა, უეცრად - არა, უბრალოდ, მალე. მიმოიხედა, ჩუმად მყოფმა ყველა დაგვზომა, გასწორდა მხრებში მობუზული, ჩვენი იერი, ჩვენი ენა უცებ აიკრო, აირეკლა მოსარკული ზედაპირივით და მალე ერთი ჩვენგანი გახდა და ჩვენზე კიდევ უარესი. თავისთავში კი ალბათ ისევ ბაჭიად დარჩა გზისკენ მაცქერლად, სიბნელეში ფრჩხილისმკვნეტელად.
,, დესტინი ბიჩზე” იმის წყვილურ ფოტოს წავაწყდი. რა ტანი, ანდა რა ფეხები, ბრტყელი მუცელი, თითქოს შვილები არც გაეჩინოს! მე კი თვალები გავუდიდე. იმ ბავშვს ვეძებდი, უეცრად, შუა გაკვეთილზე, ხელისაწევით რომ იკითხავდა, “მასწავლებელო, შეიძლება ჩანთა გავხსნა და ცხვირსახოცი ამოვიღოო”.
ასეთი იყო ეს ამბავი, ერთი ამბავი. ჩვენ ხომ ყველანი - ამბები ვართ, მოუყოლელნი, დაუწერელნი, წაუკითხავნი და თუ არავინ გამოგვიჩნდა, ჩვენ მომთხრობელი, ვინმე ცოცხლის ხსოვნის კუნჭულში მოურიდებლად თუ მორიდებით მოუყოლელ ამბად ვიდებით, მერე ერთ დღესაც უამბობლად დავიბრიდებით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა, ჩემო კარგებო! ისე გადავსჩვიე სფუმრიანობას ჩემს გვერდზე, რომ ამაღელვა თქვენმა ყურადღებამ. დესტინ ბიჩი - ადგილია ფლორიდაში, ალაბამასთან ახლოს. ნაკლებად ცნობილი შევარჩიე, რათა ნამეტანი ,, მაიამი ბიჩური” არ გამომსვლოდა. ლექსის ბოლო სიტყვას რაც შეეხება, განგებ ვამთავრებ სლენგით, ძალიან ტრივიალურად რომ არ ჩამშაქრებოდა, ჩავთვალე მკითხველის გემოვნების გაღიზიანება სჯობდა. ისწღნაირადაა რითმების მდინარება აგებული, ტონობით სხვა ,, უწყინარი” ვერსიის გაკეთება შეიძლება მის ნაცვლად. მადლობა, ჩემო კარგებო! ისე გადავსჩვიე სფუმრიანობას ჩემს გვერდზე, რომ ამაღელვა თქვენმა ყურადღებამ. დესტინ ბიჩი - ადგილია ფლორიდაში, ალაბამასთან ახლოს. ნაკლებად ცნობილი შევარჩიე, რათა ნამეტანი ,, მაიამი ბიჩური” არ გამომსვლოდა. ლექსის ბოლო სიტყვას რაც შეეხება, განგებ ვამთავრებ სლენგით, ძალიან ტრივიალურად რომ არ ჩამშაქრებოდა, ჩავთვალე მკითხველის გემოვნების გაღიზიანება სჯობდა. ისწღნაირადაა რითმების მდინარება აგებული, ტონობით სხვა ,, უწყინარი” ვერსიის გაკეთება შეიძლება მის ნაცვლად.
4. მიყვარს ასეთი ლექსები, სადაც პერსონაჟიც და ავტორიც თანაბრად იკითხება. 5. მიყვარს ასეთი ლექსები, სადაც პერსონაჟიც და ავტორიც თანაბრად იკითხება. 5.
3. დასანანია, არადა ხშირად ხდებოდა და ხდება ასე
დასანანია, არადა ხშირად ხდებოდა და ხდება ასე
2. ასეთი თვითმკვლელობებიც როგორი შემზარავია.
"მემუარული პოეზია"- მგონი ახალი ჟანრი შექმენით :)
ასეთი თვითმკვლელობებიც როგორი შემზარავია.
"მემუარული პოეზია"- მგონი ახალი ჟანრი შექმენით :)
1. მოგესალმებით ქალბატონო ნინო პირველ რიგში გილოცავთ ყველა გასულ დღესასწაულებს მეორე რიგში მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ლექსებს, ამბებს და კრიტიკულ თუ პუბლიცისტურ ნაწერებს და ბევრს ვიგებ თქვენ შესახებაც ამ ნაწერებით მოკლედ გკითხულობთ, მხოლოდ გარედან და შესაბამისად კომენტარის გარეშე მრჩება. დარწმუნებული ვარ ბევრი კითხულობს თქვენს საინტერესო ნაწერებს ზოგი გარედან, ზოგი ავტორიზებით, მაგრამ კომენტარს ვერ ან არ წერენ სხვადასხვა მიზეზების გამო მთავარია ბევრი კითხულობს. მენდეთ თუმცა კი გეთანხმებით, ავტორისთვის მნიშვნელოვანია მკითხველის აზრი და რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ ეს უკომენტარობა შევცვალოთ.
აქ ძალიან საინტერესოდ გაქვთ გადმოცემული ამ გოგონას სახე თუმცა ეს ვერ გავიგე ,,დესტინი ბიჩი” რა არის? რაიმე ფეისბუკივითაა?
მე კი თვალები გავუდიდე. იმ ბავშვს ვეძებდი, უეცრად, შუა გაკვეთილზე, ხელისაწევით რომ იკითხავდა, “მასწავლებელო, შეიძლება ჩანთა გავხსნა და ცხვირსახოცი ამოვიღოო”. საინტერესო შტრიხია
“მერე ერთ დღესაც უამბობლად დავიბრიდებით.“ აქ “დავიბრიდებით“ არ მოუხდა თითქოს ამ გოგონას ხსოვნას
5 ქულა და მოკითხვებიც ცხადია მოგესალმებით ქალბატონო ნინო პირველ რიგში გილოცავთ ყველა გასულ დღესასწაულებს მეორე რიგში მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ლექსებს, ამბებს და კრიტიკულ თუ პუბლიცისტურ ნაწერებს და ბევრს ვიგებ თქვენ შესახებაც ამ ნაწერებით მოკლედ გკითხულობთ, მხოლოდ გარედან და შესაბამისად კომენტარის გარეშე მრჩება. დარწმუნებული ვარ ბევრი კითხულობს თქვენს საინტერესო ნაწერებს ზოგი გარედან, ზოგი ავტორიზებით, მაგრამ კომენტარს ვერ ან არ წერენ სხვადასხვა მიზეზების გამო მთავარია ბევრი კითხულობს. მენდეთ თუმცა კი გეთანხმებით, ავტორისთვის მნიშვნელოვანია მკითხველის აზრი და რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ ეს უკომენტარობა შევცვალოთ.
აქ ძალიან საინტერესოდ გაქვთ გადმოცემული ამ გოგონას სახე თუმცა ეს ვერ გავიგე ,,დესტინი ბიჩი” რა არის? რაიმე ფეისბუკივითაა?
მე კი თვალები გავუდიდე. იმ ბავშვს ვეძებდი, უეცრად, შუა გაკვეთილზე, ხელისაწევით რომ იკითხავდა, “მასწავლებელო, შეიძლება ჩანთა გავხსნა და ცხვირსახოცი ამოვიღოო”. საინტერესო შტრიხია
“მერე ერთ დღესაც უამბობლად დავიბრიდებით.“ აქ “დავიბრიდებით“ არ მოუხდა თითქოს ამ გოგონას ხსოვნას
5 ქულა და მოკითხვებიც ცხადია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|