ანა ახმატოვა - მუშტს მიფარავდა მუქი მანდილი...
მუშტს მიფარავდა მუქი მანდილი ... „რატომ ხარ ასე მკრთალი, დამფრთხალი?“ - გამეპასუხა ჩხუბის წადილის მწარე ნაღველით ჩემგან დამთვრალი.
რა დამავიწყებს არდარიდებით, რისხვით, ტორტმანით გასულს ბინიდან, კიბის მოაჯირს ხელს არ ვკიდებდი, ვსდევდი, ჭიშკრამდე ვიდრე მივიდა.
„გეხუმრე, ჟინმა წამომიარა, თუ წახვალ, მომკლავ“ - ვიძახდი ქშინვით, მითხრა საზარლად, მშვიდად მღიმარმა: „შინ შედი, გავნებს გამჭოლი ქსინი“.
16 იანვარი, 2023 წ.
Анна Ахматова - Сжала руки под темной вуалью…
Сжала руки под темной вуалью… «Отчего ты сегодня бледна?» — Оттого, что я терпкой печалью Напоила его допьяна.
Как забуду? Он вышел, шатаясь, Искривился мучительно рот… Я сбежала, перил не касаясь, Я бежала за ним до ворот.
Задыхаясь, я крикнула: «Шутка Все, что было. Уйдешь, я умру». Улыбнулся спокойно и жутко И сказал мне: «Не стой на ветру».
8 января 1911, Киев
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|