ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 იანვარი, 2023


George Gordon Byron - Lines To A Lady Weeping

ჯორჯ გორდონ ბაირონი - მტირალ ქალბატონს

გამოიტირე, ქალიშვილო სამეფო მოდგმის,
მშობლის შერცხვენა, სახელმწიფოს დანაკლულება,
ნეტარ იქნები, თუ წარხოცავ დროული მოთქმით
მამის ცოდვებს და გააქარწყლებ ქვეყნის კრულებას!

იტირე, რადგან შეიწირავს შენს ცრემლებს ღმერთი,
ტანჯულ კუნძულებს წაადგება სათნო სიგლოვე
და მომავალში საზღაურად ყოველი წვეთის -
ხალხი გულწრფელი გაღიმებით დაგაჯილდოებს!

17 იანვარი, 2023 წ.


George Gordon Byron  - Lines To A Lady Weeping

Weep, daughter of a royal line,
A Sire's disgrace, a realm's decay;
Ah! happy if each tear of thine
Could wash a father's fault away!

Weep--for thy tears are Virtue's tears¬
Auspicious to these suffering isles;
And be each drop in future years
Repaid thee by thy people's smiles!

1812

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს