ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 იანვარი, 2023


George Gordon Byron - STANZAS

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სტანსები

მძინარ სამშობლოს თავგანწირვა თუ არ სჭირდება,
თავისუფლება გამოსჭედე ძვირფას მეზობლის
და გაიხსენე ელადის და რომის დიდება,
დაიდაფნები შეწირული გმირი მებრძოლი.

არ შეეპუო სხვისი ნების ბოროტ ჩამხშობელს,
თავისუფლების შემაწევარ ხმას ნუ გაკმინდავ,
თუ გადაურჩი ბრმა ტყვიას და თოკის სახრჩობელს,
სიცოცხლეშივე შეგრაცხავენ მამაც რაინდად.

17 იანვარი, 2023 წ.


George Gordon Byron - STANZAS

When a man hath no freedom to fight for at home,
Let him combat for that of his neighbours;
Let him think of the glories of Greece and of Rome,
And get knocked on his head for his labours.

To do good to mankind is the chivalrous plan,
And is always as nobly requited;
Then battle for freedom wherever you can,
And, if not shot or hanged, you'll get knighted.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები