მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2023
საიუბილეო ლექსი
მისრულდება ოცდაექვსი
გარეთ ქარის შიშინია
ნაცნობი ხმა რომ ჩამესმის
ვხვდები რჩეულიშვილია.
არ ვარ მრავალფეროვანი
და სიკვდილის მეშინია.
ჩემში მოკვდა ხელოვანი.
მაგრამ გოგო ქერა თმებით
როცა მხვდება, გელოვანი
მახსენდება. მელანდებით.
ეს ბავშვობის პათოსია.
ხელში დნება კელაპტრები.
მათოვს მე და ათოვს იას
და სიცოცხლეს რაც ეძღვნება
ყველა ლექსი ლადოსია.
მე მძულს კაცი რომ ვერ ძღება,
თან სიცოცხლე ისე მინდა
რომ ვერ დავთმობ. მომეზღვება
ყველაფერი მე ჩემითაც.
თუთიყუში ავა მხარზე
და ვიცხოვრებ შერჩევითად.
ამ ხორცს ბევრი დავახარჯე
და წამზომი ჩართულია,
როგორც ვახტანგ ჯავახაძემ
და ტარიელ ჭანტურიამ
მეც მსურს ბევრი რომ ვიცოცხლო
ვიდრე არ შემჭამს დუნია.
თუ დაიწვა რომი ცეცხლით
ისე გაქრა როგორც ხიწვი
მინდა ვნახო (დრო ისეც ღირს
ძვირი) კრემლი როგორ იწვის.
მისრულდება ჩემი ლექსი.
ვგავარ გზააბნეულ წიწილს.
მისრულდება ოცდაექვსი...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
უკეთესი ლექსი ეკუთვნოდა იუბილარს. გილოცავ ასჯერ უცდაექვსს.
უკეთესი ლექსი ეკუთვნოდა იუბილარს. გილოცავ ასჯერ უცდაექვსს.
მუხა.
2023-01-18 19:00:30
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
03.02.2023 12:04:38