მიშა მესხის ტექნიკა აქვს, მხედველობა არწივის, ქართველია! - ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის ნაწილი.
გადარია ნეაპოლი, იტალიის ალპები, ხან პასით და ხანაც გოლით... მიქარწყლდება დარდები.
დაილოცოს ქვეყანაზე ნიჭი, გარჯა, უნარი, მეგობრობა, სიყვარული, წრფელი, გაუხუნარი.
ლექსით ვაქებ ნიჭიერებს, არასოდეს მწყინდება, როცა გადის კვარა - გოლი, აღმაფრენა მინდება.
ჯიხვის ყანწით ვადღეგრძელოთ ეროვნული ღირსება, გული - გარდა სიხარულის, სიამაყით ივსება.
მსურს დავლოცოთ მშობლის კერა, როგორც კალთა ჩოხისა... შევსვათ ხვიჩას სადღეგრძელო, ჭეშმარიტი კოლხისა.
მეც კოლხი ვარ, სისხლი მიდუღს, მმართებს არდავიწყება... მე თუ მკითხავთ, საქართველო კოლხეთიდან იწყება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჯერ მარტო იმიტომაა კარგი რომ კვარაზეა ჯერ მარტო იმიტომაა კარგი რომ კვარაზეა
1. მაგარია კვარა
ოთარს მოკითხვა და წარმატებების სურვილი
ვერ დაგეთანხმები რომ კოლხეთიდან იწყება იქნებ თელავიდან? :) მაგარია კვარა
ოთარს მოკითხვა და წარმატებების სურვილი
ვერ დაგეთანხმები რომ კოლხეთიდან იწყება იქნებ თელავიდან? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|