ანა ახმატოვა - კვლავ გვთენთავდა გაზაფხული იდუმალი...
კვლავ გვთენთავდა გაზაფხული იდუმალი, გამჭვირვალე ქარი ბორცვებს შეესია და მუქლურჯად დაიფერა ღრმა ტბის წყალი - ნათლისმცემლის ხელთუქმნელი ეკლესია.
ერთმანეთთან პირველ შეყრას შეუშინდი, მე მეორე შეხვედრისთვის წარვთქვი ლოცვა, საღამოა, როგორც მაშინ - ცხელი, მშვიდი, რა ახლოა ჩამავალი მზე იმ ბორცვთან!
თუმც აქ არ ხარ, ეს არაა განშორება, ყველა წამი საზეიმო ამბავს იტევს, ისიც ვიცი, სატანჯველი არ გშორდება და დუმილი გირჩევნია ახლა სიტყვებს.
18 იანვარი, 2023 წ.
Анна Ахматова - Еще весна таинственная млела...
Еще весна таинственная млела, Блуждал прозрачный ветер по горам И озеро глубокое синело — Крестителя нерукотворный храм.
Ты был испуган нашей первой встречей, А я уже молилась о второй, — И вот сегодня снова жаркий вечер… Как низко солнце стало над горой…
Ты не со мной, но это не разлука, Мне каждый миг — торжественная весть. Я знаю, что в тебе такая мука, Что ты не можешь слова произнесть.
Summer 1914
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|