ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
19 იანვარი, 2023


Анна Ахматова - Обман

ანა ახმატოვა - მოტყუება

მ.ა.ზმუნჩილა

I.

გაზაფხულის მზით  დამთვრალა დილა,
ტერასას ვარდის სურნელი ავსებს,
ცა ლურჯ ქაშანურს აჭარბებს ნათლით,
ტყავისყდიან წიგნს ავიღებ ფრთხილად,
ვკითხულობ ელეგიებს და სტანსებს,
დაწერილს სათნო ბებიის ხათრით. 

ვხედავ ჭიშკრამდე გზას და ქათქათა
ბოძების წყებას ზურმუხტის კორდში,
ბრმა სიყვარულით გულია ლაღი!
ყვავილთა კლუმბი ნათობს ათასფრად,
ყრანტალებს ყვავი და მოჩანს სწორი
ხეივნის ბოლოს აკლდამის თაღი. 

2 ნოემბერი, 1910, კიევი

II.

ხორშაკი დაქრის, თაკარა მზეა,
შიშველ მკლავებზე დამეტყო რუჯი,
ლაჟვარდოვანი ბრდღვიალა ზეცა,
თითქოს კამკამა მინაა ლურჯი.

მინდვრად იგრძნობა საკმაოდ მძაფრად
ოქროდაფერილ უკვდავას სუნი,
დაბრეცილ ნაძვის ღეროზე შარას
შევამჩნევ ჭიანჭველათა გუნდის.

ტბორს მზე მოვერცხლავს  სხივმომფინარე...
სულს ჯერ იტაცებს ფრთონა, თამაში...
ნეტავ ვის ვნახავ სიზმრად მძინარე,
წამოწოლილი ჩემს ჭრელ ჰამაკში?

იანვარი, 1910, კიევი

III.

ლურჯი საღამო, ქარს დარი აქრობს,
შინისკენ მიხმობს ნათელი შუქი
და ვმარჩიელობ,  დამხვდება საქმრო,
დამხვდება საქმრო, თუ ვიღაც უქმი...

პარმაღზე ნაცნობ სილუეტს ვლანდავ,
სმენას ძლივს სწვდება ბაასი მშვიდი,
მოთენთილობის საამო განცდა
არცროს მქონია ესოდენ დიდი.

აშარიშურდნენ ალვები შფოთვით,
ნაზი სიზმრები მოჰგვრიდათ ცახცახს,
ცამ მარცვლისფერი მიიღო შოთხვის
და აციმციმდნენ  ვარსკვლავნი ბაცად.

ლევკოიონის თაიგულს სპეტაკს
ვირჩევ, მგზნებარეს იდუმალ ცეცხლით,
ვინ გამომართმევს ყვავილებს ნეტავ
და შემეხება თბილ ნებზე ხელით.

სექტემბერი, 1910, ცარსკოე სელო

IV.

ვერ გავბედავდი რის თქმასაც ბაგით,
ხვაშიადები მივანდე წერილს,
თავი ყრუდ მტკივა, უეცარ თანგვით
გამიშეშდება დროდადრო წელი.

მიწყდა საყვირის ხმები სახლს იქით,
თავსატეხები გულს კვლავ არ ინდობს
და შემოდგომის პირველი ფიფქი
დაეფინება კროკეტის მინდორს.

ბოლო ფოთლების შრიალი ისმის,
ბოლო ფიქრებსაც წუხილი ქენჯნის,
მე არ მინდოდა ხელშეშლა მისთვის,
ვინც დაჩვეულა ცხოვრებას ლხენით.

მე ძვირფას ბაგეს შევუნდე მალე
მისი ნათქვამი ხუმრობა ბასრი,
მსურს უცილობლად გვეწვიოთ ხვალე,
გადათეთრდება როცა გზა ბარდნით.

სანთლებს დაგინთებთ, დავაგზნებთ ბუხარს,
დღისით ნაზია სანთელთა ფრთონა
და მოგართმევენ სასურველ სტუმარს
ორანჟერეის ვარდების კონას.

აგვისტო, 1910, ცარსკოე სელო.

მ.ა.ზმუნჩილა,
ანა ახმატოვას რძალი


19 იანვარი, ნათლისღება, 2023 წ.


Анна Ахматова - Обман

‎М. А. Змунчилла

I.

Весенним солнцем это утро пьяно,
И на террасе запах роз слышней,
А небо ярче синего фаянса.
Тетрадь в обложке мягкого сафьяна;
Читаю в ней элегии и стансы,
Написанные бабушке моей.

Дорогу вижу до ворот, и тумбы
Белеют четко в изумрудном дерне.
О, сердце любит сладостно и слепо!
И радуют пестреющие клумбы,
И резкий крик вороны в небе черной,
И в глубине аллеи арка склепа.

2 ноября 1910
Киев

II.

Жарко веет ветер душный,
Солнце руки обожгло,
Надо мною свод воздушный,
Словно синее стекло;

Сухо пахнут иммортели
В разметавшейся косе.
На стволе корявой ели
Муравьиное шоссе.

Пруд лениво серебрится,
Жизнь по новому легка…
Кто сегодня мне присниться
В пёстрой сетке гамака?

Январь 1910
Киев

III.

Синий вечер. Ветры кротко стихли,
Яркий свет зовёт меня домой.
Я гадаю. Кто там? — не жених ли,
Не жених ли это мой?..

На террасе силуэт знакомый,
Еле слышен тихий разговор.
О, такой пленительной истомы
Я не знала до сих пор.

Тополя тревожно прошуршали,
Нежные их посетили сны,
Небо цвета воронёной стали,
Звезды матово-бледны.

Я несу букет левкоев белых.
Для того в них тайный скрыт огонь,
Кто, беря цветы из рук несмелых,
Тронет теплую ладонь.

Сентябрь 1910
Царское Село

IV.

Я написала слова,
Что долго сказать не смела.
Тупо болит голова,
Странно немеет тело.

Смолк отдалённый рожок,
В сердце всё те же загадки,
Лёгкий осенний снежок
Лёг на крокетной площадке.

Листьям последним шуршать!
Мыслям последним томиться!
Я не хотела мешать
Тому, кто привык веселиться.

Милым простила губам
Я их жестокую шутку…
О, вы приедете к нам
Завтра по первопутку.

Свечи в гостинной зажгут,
Днём их мерцанье нежнее,
Целый букет принесут
Роз из оранжереи.

Август 1910
Царское Село

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები