 | ავტორი: ვანანო ჟანრი: საბავშვო 19 იანვარი, 2023 |
ზამთრის დასაწყისი იყო, მშრალი და მოღუშული ამინდებით შეციებული, ჯერ ისევ თბილი. დათვი ბუნაგს ამზადებდა საზამთროდ, ხმელი ფიჩხი და ფოთოლი მოეზიდა, ჩიტის ბუმბულშერეული, მიმჯდარიყო იქვე, ბალანს ივარცხნიდა და ღრუბლებს ბრჭყალებზე ითვლიდა. ციყვი ჩამოხტა ხიდან, დათვის დანახვამ გაახარა, ბეწვზე მოვუსწარიო, იფიქრა. შესთავაზა, წამო, თხილი, წაბლი და კაკალი შევაგროვოთ გამოსაზამთრებლადო. დათვმა შუბლი შეიჭმუხნა, უკვე აცივდა, ძილის მეტი არაფერი მინდა მეგობარო, ისეთი ბუნაგი მოვიმზადე, მგელსაც კი შეშურდებაო. ჭამას მერეც მოვასწრებ, ისე როგორ იქნება, საკვები ვერ ვნახოვო. ციყვი გაბრუნდა უკან ხეებზე. დათვი მუცლის ტკივილმა შეაწუხა, დამბალი და ჩამომდნარ თათი პირიდან გამოიღო, გამოვარდა ბუნაგიდან და საკვებს დაუწყო ძებნა.გაძარცვულ ხეებზე ჭიანი თხილიც ვერ იპოვა. სკები ცარიელი და გაყინული დაუხვდა, თავში შემოიკრა ხელი, მუცელი კიდევ უფრო აუყმუვლდა, ხელი ჩაიქნია და ისევ ძილს მისცა თავი. გაზაფხულზე ისევ შეხვდნენ დათვი და ციყვი. ციყვი გამოძინებული და მოსუქებული მოეჩვენა დათვს, ბეწვი საოცრად უბზინავდა. თვითონ კი ჩამომხმარიყო და ახალი ბეწვი არსად უჩანდა. ახია ჩემზეო, იფიქრა. ამ ამბის შემდეგ დათვმა ჭკუა იხმარა, ყოველთვის ნაადრევად ემზადება ზამთრისთვის, საკვებს იმარაგებს, ხშირად იღვიძებს და გემრიელადაც მიირთმევს. მავნე ჩვევა გადააგდო,. სამეზობლოში კი მაინც მძინარა თათილოკიას სახელი აქვს. როგორც იტყვიან, გადადებული საქმე გადაგდებულიაო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ნიკი და მასაც, ვინც ჩაასწორა :)) მადლობა ნიკი და მასაც, ვინც ჩაასწორა :))
3. დაგეხმარნენ უკვე როგორც ვხედავ :) დაგეხმარნენ უკვე როგორც ვხედავ :)
2. მადლობა ნიკი :)) ლაფსუს კალამუს- ჩავასწორებ!! შინაარს რაც შეეხება, იგავია, მაგრამ მგონი აჯობებს საბავშვოში გადავიტანო, თუ დამეხმარებით. :) მადლობა ნიკი :)) ლაფსუს კალამუს- ჩავასწორებ!! შინაარს რაც შეეხება, იგავია, მაგრამ მგონი აჯობებს საბავშვოში გადავიტანო, თუ დამეხმარებით. :)
1. "ჩიტის ბუმბულის ორფრთაშერეული" ეს რას ნიშნავს? პრჭყალები მგონი ბრჭყალებია
იგავის მორალი გასაგებია, მაგრამ დათვი არა მგონია გარეთ გამოდიოდეს ზამთრის ძილის დროს, თუმცა ვინ იცის, ვინ დაადასტურებს.
წარმატებებს გისურვებთ "ჩიტის ბუმბულის ორფრთაშერეული" ეს რას ნიშნავს? პრჭყალები მგონი ბრჭყალებია
იგავის მორალი გასაგებია, მაგრამ დათვი არა მგონია გარეთ გამოდიოდეს ზამთრის ძილის დროს, თუმცა ვინ იცის, ვინ დაადასტურებს.
წარმატებებს გისურვებთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|