ჯორჯ გორდონ ბაირონი - გაქარწყლდა გრძნება წუთისოფლით მოჯადოების!
გაქარწყლდა გრძნება წუთისოფლით მოჯადოების! ცხადი შეიქნა წარმავალი ყოფის ცხროება: სულელებივით ვიღიმებით, ნაცვლად გოდების და გაგვაბრიყვებს სიშლეგე და ამაოება.
გონს შეამეცნებს ფიქრის ნათლის შუალედები, ბუნების მიერ დაწესებულ სრულ სინამდვილეს: სულისკვეთებით ბრძენკაცს მხოლოდ მაშინ ედრები, თუ წმინდანივით მოიღვაწებ და იმარტვილებ.
20 იანვარი, 2023 წ.
George Gordon Byron - The Spell Is Broke, The Charm Is Flown!
The spell is broke; the charm is flown! Thus is it with life's fitful fever: We madly smile when we should groan: Delirium is our best deceiver.
Each lucid interval of thought Recalls the woes of Nature's charter; And he that acts as wise men ought, But lives, as saints have died, a martyr.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|