ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2023


უძილობა

ყველა ვარსკვლავი სიმსივნეა.
ცასთან შეზრდილი მეჭეჭები.
სუნთქვის სიმფონია ოთახიდან.
ვიწრო კედელთა აკუსტიკა.
მე კი - გადამკიდეს ინსომნიის
მხოლოდ გათენება მეეჭვება.
ჩემი მუშთარი და ოტარიდი.
ჩემი ეკლიანი კაქტუსები.
ჩემი კრემისფერი დავიდოვი.
ჩემი მარტოსული ღამეები.
მალე ყველაფერი გახუნდება.
მალე ყველაფერი გადაივლის.
შენგან არაფერი დავიტოვე,
გარდა უმწიფესი ბაგეების,
გარდა ერთადერთი ჩახუტების,
გარდა გადამშრალი მარმარისის,
სადაც მოწყენილი ჟაკ ივ კუსტო
ხმელთაშუა ზღვაში იმზირება.
მუღლას პროვინცია აღმოსავლით.
უფრო ჩრდილოეთით დენიზლია.
რუხი ჩაიდანიც ისე უსტვენს.
სახელს ივიწყებენ გამზირები.
ვეღარ მივაკვლიე გამოსავალს.
მხოლოდ უძილობა შემიძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები