პერსი ბიში შელი - ინდური სერენადა
გამოვფხიზლდები მაშინ უეცრად, დამესიზმრები როცა მთვლემარეს, სასიამოვნო სიო უბერავს, ცაზე ვარსკვლავთა დასი ელვარებს. ძილგატეხილი ვტოვებ სარეცელს, მღრღნის უშენობის სასოწარკვეთა, რათა მოწოლილ სევდას გავექცე, მოვდივარ შენი სახლის სარკმელთან!
ნიავის ქროლა ცხრება წყვდიადში, მდუმარ ნაკადში აღარ მოისმის, ქრება ჩამპაკის ნაზი ფშვიადი, ვით ტკბილი ფიქრი ძილისშორისის. წყდება ბულბულის სტვენა-ჩივილიც, კვდება საყვარლის მკერდზე მიკრული, მეც მიწერია მსგავსი სიკვდილი, რადგან შენა ხარ ჩემი მიჯნური!
წამომაყენე, თორემ სამარეს მიმაბარებენ მალე უთუოდ! ამური წვიმად გადმომაღვარე, მოელამუნოს ტუჩს და ქუთუთოს. გამიცივდება ლოყა ფერმკრთალი, მიძლიერდება გულის ფრიალი, მკერდზე მიირქვი, შეგთხოვ, შემკრთალი და აღესრულოს შენთან ტრფიალით!
21 იანვარი, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/45124/the-indian-serenade
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|