ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2023


Fraxinus exelsior

დღეები მცვივა ფოთლებივით. მე ვარ იფანი.
მო, გამოიხმე ჩემი სული. დავთმო ასტრალი.
სადაც ირჩევა სამყოფელი ცრუთა. მართალთა.
ნუ დამიტირებ. წამიმღერე. მოვალ. ლიფანალ.
მოვალ მწუხრიდან. მოწითალო შუქით მოსილი.
ქარის მუქარას გავექცევი-ფოთლებს მაცლიდეს.
დავიბადები შენს ხელებში, მომცრო ვარცლიდან.
სველი თიხისგან გამომძერწე ანუ მომზილე.
არ დაგავიწყდეს ჩემი სახე. დიდი. კეთილი.
მწვანე თვალების გამოყვანა. ზეთისხილების.
არ დაგავიწყდეს. მე ხომ ჯერაც ვერ ვიხილები.
შენს სიზმარსა და ორომს შიგნით გამოკეტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები