ამინდები ჯავრისგან ახლა გულზე სკდებიან, ამინდები უცხოა, შორი, უკიდეგანო, და რაც მიუღებელად უფრო მისაღებია, სისხლით ტუჩებ მოსვრილი, და შეშლილი ვეგანი
ებრძვის ამინდს ქარიანს _ სამყაროში სიზმართა, გადმონაშთი წარსულის, თუ მომავლის ვენდეტა, ვინაც ჩემი ფიქრებიც დროის მიღმა მიმართა, ვინაც შიში აქცია არსებულზე ზედმეტად
ვინაც შიში უფრო და უარესად აქცია, ვისაც ქვეცნობიერი ჩემი ეარემარა, როგორც მთვარის შუქი და ხმა შეშლილი მაქცია როგორც ღამის ლოდები და მეტყველი სამარე.
როგორც მეტი სათქმელი როცა არაფერია, სანამ სიზმრის დემონად მეგულე და მებადე, დროა ქუჩებს გავხედო, უკაცრიელს, მტვერიანს, ვწუხვარ, ვერ შეგიყვარე ვერც ამ გაღვიძებამდე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
1. ეარემარა ვერ გავიგე რას ნიშნავს ეარემარა ვერ გავიგე რას ნიშნავს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|