ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 თებერვალი, 2023


უცხოურად თარგმნის მოწადინე ავტორებისთვის

#ოპუსები

უცხოურად თარგმნის მოწადინე ავტორებისთვის

რაკი ბევრჯერ მეკითხებიან, ესე იგი, ბევრ ქართველ ავტორსაც აინტერესებს:
“რა არის საჭირო უცხოურ ბეჭდვით სივრცეში გზის გასაკვალად?”

    ეს საგარეო ტანისამოსივით არის.
უნდა შეარჩიოთ თქვენი პოეტური ტექსტებიდან:

1.  ფორმით - თავისუფალი ლექსი;
2.  შინაარსით - პრობლემა, რომელიც მათთვისაა აქტუალური;
3.  შიგ აუცილებლად უნდა იყოს მათთვის უცხო, ქართული  ეგზოტიკური ინფორმაცია, იმ აქტუალურ თემაზე;
4. ეს ყველაფერი - მოწვდილი უნდა იყოს არამეტაფორულად, სწორხაზოვნად, არართული პოეტური სახეებით.
5.  ერიდეთ ძალიან ,, ქართულ სიტყვებს”! ეს როგორღა შეამოწმოთ?!
- უმარტივესად.  “ფეისბუქ ტრანსლეიტერი” რასაც  ინგლისურად ვერ თარგმნის თქვენი ტექსტიდან, ან ამოიღეთ ან ისეთი მარტივი სინონიმით შეცვალეთ, როგორსაც თარგმნის ტესტირებისას.
7. ერიდეთ ქართულ იდიომატიკას!
არსებობს საფრთხე, რომ მისი შემცველი წინადადება არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით იქნეს გადატანილი ბწკარედში ან გააზრებული იყოს მთარგმნელის მიერ, ან თარგმანის ენაში ადეკვატი  ადვილად ან საერთოდ არ ეძებნებოდეს;
6. ინტონაციაზე ნუ მოცდებით, ინვერსიულ წყობებზე, აქცენტებზე და ა.შ, მაინც ვერ გადავა თარგმანში.
7. ასეთი არა გაქვთ?
  თუ სხვაფრივ  ყველაფერი რიგზეა და გზა ხსნილი თუ გაქვთ,
ასეთის დაწერას რაღა უნდა!
მაინც თუ არ გამოგდით, არც ესაა დაუძლეველი პრობლემა.
    თქვენი მზა ტექსტის გადაყვანა  ასეთში ანუ  სათარგმნელად ადაპტაცია შეუძლია თითქმის ყველა პროფესიონალს. ცხადია, საზღაურის ფასად.
8. რა ღირს?
მორიგებითაა.
ეს - სამუშაოა და უმორჩილესად გთხოვთ, რაკი მე დაგაკვალიანეთ, ჩემი მეგობრები უფასოდ არ შეაწუხოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები