ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელ.ზ
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2023


ცას ვხატავ

მოხვედი, გაზაფხულო.
მარტი ხარ!
მე კი უცისფრეს ცას ვხატავ.
მარტმა გული არ დამწყვიტა,
უღმერთოდ ავად გამხადა..
ტილოა თეთრი სარკმელი.
ჩემი შვებაა ეს ტილო.
(სიზმარი ღია დამრჩება-
ნაზარეველო, მესიზმრე..)
ჩამოიბინდა ცის ხედზე.
ჯიუტად ნათელ ცას ვხატავ..
მერე მოწყენით ვიხსენებ-
ისიც დაღლილი გადახტა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები