ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე მიქაელი ვარ
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2023


მიცუკი (13) თავი 1

            სხვა დასასრულია, დარწმუნებული დასაწყისი
                                (საბედისწერო რიცხვი)
                   
   
                                          შესავალი



  და ჩამოპირქუშებულ დღეს ჩვეულებისამებრ კუნძულ ჰონსიუზე სენდაის პორტში უკრავდა მდუმარე მუსიკოსი. ეს იყო გასაცოდავებული მოხუცი, ერთდროს მშვენიერი ჭაბუკი, რომელსაც აღარაფერი ახსოვდა თავის სევდიანი ცხოვრებიდან. ქალივით ლამაზმა და ამ სილამაზით გაამპარტავნებულმა, ასაკის მატება ტრაგედიად მიიღო, მისი ბავშვური იერი და სიცელქე ნაოჭებთან შესაბამისობაში ვეღარ მოვიდა. დაკარგა ყველა და ყველაფერი. საკუთარი სხეული შეზიზღდა, მისი კანის სიყვითლე მკვდრის ფერად მოინათლა, მისი ნაზი კანი კი – მორბილებულ ქსოვილად. მოხუცს თითები უკანკალებდა სიცივისგან და იმ მუსიკას უკრავდა, რომელიც არც კი ახსოვდა სად მოესმინა, ეს ფრაგმენტები წიგნივით გადაიშალა, როგორც - მოხუცი და ზღვა. იჯდა მოხუცი, იჯდა და თვალებით ყვიროდა!

............................................................................................
 
  და იტყვი მკითხველო; 1 აბზაცი " და " კავშირით იწყება. არ შეიძლება წინადადების კავშირით დაწყება, ეს დადგენილი წესია, მაგრამ მე გეტყვით; ეს იყო დადგენილი წესი. წინადადების კავშირით დაწყება მას გამორჩეულს ხდის და სწორედ ეს არის რასაც მწერლები აკეთებენ. ისინი რისკავენ გადამლაშებას, ეს დამაბნეველია და შეიძლება ახალი აბზაცი გამორჩეთ. წესი რომ " და " ან " მაგრამ " არ შეიძლება წინადადების დასაწყისში იყოს სუსტი წესია, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი პროფესორი ასწავლის. დიდი მწერლები ამ წესს დიდი ხანია არღვევენ. თითოეულ ავტორს უნებურად მოაქვს საკუთარი შიში, შფოთვა, საკუთარი წარმოშობა. მე, როგორც მხატვარს, მაინტერესებს, რას ხედავენ სხვები ჩემს ნახატებში, რას ნიშნავს ისინი მათთვის. ვფიქრობ, ჩემი ხელოვნება უნივერსალური ვიზუალური ენაა. თავს ჭეშმარიტების მაძიებლად ვთვლი. მე მიზიდავს სინათლის გაგება, ვცდილობ ობიექტის არსს მივხვდე. მე ვგრძნობ, რომ ჩემს ნახატს მომენტი მიუძღვის. ვგრძნობ გარკვეულ მიზანს, როდესაც ჩემს ხელოვნებას ვიყენებ იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვერაფრით ვერ ვაკონტროლებ, ვერ გავაკეთებ მსოფლიოს უკეთეს ადგილად, მაგრამ როდესაც ჩემი ნახატები საუბრობს უსამართლობის შესახებ, ზედმეტი ტანჯვის შესახებ, ვგრძნობ, რომ, სულ მცირე, ჩემს მცირე ნაწილს ვაკეთებ.


  კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანის აღსარებებზე, თავდაჯერებული ღიმილისკენ, შეხვედრამდე და გამოსასყიდად მკვლელების სისწორეზე, მოგესალმებით, მოგესალმებით ინფექციურ პოემაში. უყურეთ წიგნს, რომელსაც დასაწყისი აქვს ბოლოს. საოცარი სამყარო სიტყვის მიღმაა როგორც მზის სიხარულით მისალმებული თოვლი. თვალებით წიგნს ვამზადებ. ყოველთვის თვალის კოცნა ითარგმნება სიტყვების წამყვანად. სამყაროს ვაჭრი სურათს, რომელიც ჩემს სახელს ატარებს. მე ვარ წისქვილი და ყველა პეიზაჟს სიტყვებად ვაქცევ. მე გლოვის ტილოზე მივცურავ და ჩემი მისიისკენ მივემართები. მე ყოველდღიურად წარმოვაჩენ თავს, როდესაც მე ვარ იქ, სადაც არასდროს შეიძლება ვიყო. ნახევრად გაგიჟებული მკვდარი აზალიას სურნელი შემოვხაზე, რომელიც ჩარჩოში ჩასმულია, ქალის ძვლებისგან და კანისგან დამზადებულ ჩარჩოში. ქალის ცხიმისა და ოფლისგან  დამზადებულ ცხებულ ზეთს მივაშტერდი. ჩემი სისხლიანი წიგნი, ჩემი პატარა დედამიწის შემრევი, რომელიც პლაცენტაში მოჩანს, საოცრებაა!


  მე ვცდილობ, ვიყო სამართლიანი ქალების მიმართ, მაგრამ არ შემიძლია, ეს იმიტომ, რომ ისინი სრულებით აღარ შეესატყვისებიან ჩემს ბიჭურ წარმოსახვას. ქალში განსხეულებული მშვენიერება მშვენიერების იდეალს ენაცვლება, მაგრამ ხელშესახები აქ უკვე ქალის სხეულია, რომელიც საფეხურებით ბიოლოგიისაკენ, ცხოველურისაკენ ეშვება. მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო, არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა, ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ ამიტომ… მინდა მოგითხროთ ეს ამბავი მაგრამ უკვე ვხვდები, რომ მძლევს ზოგიერთი წვრილმანის ხაზგასმის მწერლისეული ჟინი. ეს ამბავი მიზნად ისახავს შეგვიყვანოს წმინდა ხელოვნებისა და ცხოვრებისგან განზე მდგარ სილამაზის სამყაროში. ცხოვრების მახინჯ სინამდვილეს ვუპირისპირებ სილამაზეს და თვითონ ვხვდები ჩემს უმწეობას. ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის, ის მხოლოდ მაყურებელს ირეკლავს.

  ალბათ გეცნობით, მე მიცუკი ვარ! უხვი და ვნებიანი. ჩემი სახელი სხვაგან მომხდარმა მიწისძვრიდან გამოყოლილმა რყევებმა გამოიწვია. ჩემი თვალები მზის შუქში წაქცეული სვეტებია, თმების სიუხვის გამო, კეფასა და საფეთქლებზე ყოველთვის მრავლად მაყრია ურჩი კულულები, მთელი ჩემი არსებიდან გამოსჭვივის ჯანმრთელი სინორჩე და ჩემს ქორფა კანსაც უძვირფასესი საკურას სურნელი ასდის. საკურა -  არის მცენარე, რომელსაც აქვს მრავალი მუტაცია და ახალი მახასიათებლები, როგორიცაა ხის ფორმა. ( ადამიანს, რომელიც საკურას სილამაზით არის მოხიბლული და ტოტებს მოტეხავს, „ყვავილების ქურდს“ უწოდებენ და ეს ცოდვად ითვლება) საკურა არ განიკურნება და შეიძლება ჭრილობისგან დალპეს ან გახმეს და ერთბაშად მოკვდეს. საკურა - ხშირად გზის პირას ირგვება. მჟავური წვიმა ასევე ასუსტებს, მისი ქერქი ჰორიზონტალური მიმართულებით „იფრცქვნება“, ხოლო ზედაპირი მონაცრისფრო, პრიალა და ლამაზია. ამბობენ: მეორე მსოფლიო ომის დროს სენდაიდან ხალხი გაიხიზნა და როცა დაბრუნდნენ ყველა სახლი დანგრეული, ხეები კი ტოტებდამტვრეული დახვდათ. პირველი რაც სენდაის მაცხოვრებლებმა ქნეს ის იყო, რომ საკუთარ ხეებს ჩაეხუტნენ. " არაფერი ქრება უკვალოდ " არც შეხების სითბო!


  მე სენდაიში დავიბადე, რაც ხეების ქალაქს ნიშნავს. ჩემს ქალაქში ყველა სახლის წინ თითო ხე დგას და ამ ხეებს საკუთარი სახელები აქვთ. რაც კი გვიყვარს ყველაფერს აქვს საკუთარი სახელი. ჩემი წარმოშობა წარმოადგენდა " ბიაკოტაი" ს ; ახალგაზრდა სამურაების ჯგუფს აიძუს საგრაფოში.რომელიც მონაწილეობას იღებდა " ბოსინის ომში " მასში გაწევრიანებულები იყვნენ 16 - 17 წლის სამურაების ვაჟები. მათი რაოდენობა საერთო ჯამში 305 მებრძოლისგან შედგებოდა. 1868 წლის 8 ოქტომბერს, მაშინ როდესაც სრულდებოდა ტონოგუტიჰარეს ბრძოლა, ოცი მებრძოლი " ბიატოკაის" დაჯგუფებისა, სახელწოდებით - " სიტიუ ", დაშორდა თავის ძალებს. რის შემდეგაც ისინი ავიდნენ იიმორის ქედზე, საიდანაც დაინახეს მშობლიური აიძუ - ვაკამაცუს ციხე- სიმაგრე ცეცხლის კვამლში გახვეული, რაც მარცხის მაცნედ მიიჩნიეს. შესაბამისად ჩათვალეს, რომ ქალაქთან ერთად განადგურდა მათი ოჯახებიც, რის გამოც ოცივე " ბიაკოტაის " ახალგაზრდა სამურაიმ მუცლის - ჭრა ანუ ჰარაკირი ჩაიტარა. მათგან მხოლოდ ერთადერთი გადაურჩა სიკვდილს, დანარჩენი ცხრამეტი კი დაიღუპა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალგაზრდა სამურაებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, რადგან მათმა ჯარმა საბოლოო ჯამში გამარჯვებას მიაღწია. გარდა ამისა, ქალაქში ავარდნილი ცეცხლის კვამლი არ წარმოადგენდა ქალაქის საბოლოო დაცემას და მათი ოჯახების განადგურებას. გადარჩენილმა ახალგაზრდა სამურაიმ - იინუმა სადაკიტიმაც სხვა თანამებრძოლთა მსგავსად ჩაიტარა ჰარაკირი, თუმცა მისი ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა გადარჩენილი. მოგვიანებით იმ ქედზე სადაც " ბიაკოტაის " ახალგაზრდა სამურაებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, აღიმართა მემორიალი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. გმირ სამურაებზე მოგვიანებით შეიქმნა მრავალი სიმღერა და დაიწერა მრავალი ლექსი. დღევანდელ დღემდე " ბიაკოტაის " სამურაების რაზმის მიერ ჩადენილი ქმედება ჩვენი ხალხისთის თავგანწირვისა და გმირობის უნიკალურ მაგალითადაა მიჩნეული და მათ ხსოვნას ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში საკადრის პატივს მიაგებენ. ოცი ვაჟიდან იმ ერთადერთი გადარჩენილის შთამომავლობა ვარ,  მიცუკი სადაკიტი!
უკანასკნელი სამურაი!


  სიტყვა “სამურაი” წარმოიშვა იაპონური ზმნისგან – “საბურაუ”, რაც ბატონის მიმართ სამსახურს ნიშნავს. სამურაების ერთადერთი საქმიანობა სამხედრო საქმე იყო, რაც საუკუნეთა განვმალობაში ხელოვნების დონემდე იქნა აყვანილი. ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ (武士道 ბუში-მეომარი დო-გზა ) ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“ (切腹), რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს. ბუშიდო (სიტყვ. „მეომრის გზა“) წარმოადგენს მოძღვრებას რაინდულ ქცევაზე. ბუშიდო, ერთი მხრივ, სამურაების მორალური კოდექსია, მეორე მხრივ კი იაპონელი ერის საწყისი სული - დროთა განმავლობაში ტრადიციად ქცეული.

  ბუშიდოს, როგორც სამურაების კოდექსის სისტემატიზაცია სახელმძღვანელოდ, წესების კრებულად ან კანონთა კოდექსად არასოდეს მოუხდენიათ. და მაინც, ბუშიდოს გავლენა იაპონელის ცხოვრებაზე ამით არ შემცირებულა. იგი იაპონელთა გულებში მყარად დაფუძნდა.


  როცა არ იცი შენი სახელის მნიშვნელობა ეს უკვე ონგაკუა! ონგაკუ - შესრულებული სწრაფი ფუნჯია. ჩემი ჰაიკუები ჩემი აზრით, გახდა გზა იმისა, თუ რას ვაძლევ ჩემს მუსიკას. ჩემი ხელოვნება გაუწაფავი ადამიანის ხელოვნებაა, მაგრამ მე არ ვაპირებ სხვა ადამიანთა სმენის დატკბობას. მე ჩემთვის ვმღერი და ვუკრავ ბამბუკის ფლეიტაზე რომელსაც ვუწოდებთ იამატო - ბუ - ს. იაპონიის მუსიკა მოიცავს შემსრულებლების ფართო სპექტრს სხვადასხვა სტილში, როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე. სიტყვა "მუსიკა" იაპონურად იწერება, როგორც 音楽 (ონგაკუ) და აერთიანებს ბგერის და სიამოვნების მანიშნებელ იეროგლიფებს.


უკვე სამი წელია, ჩემს ნაცვლად ჩემი ბაგეებით სხვა ლაპარაკობს, ისე მივდივარ სანაპიროზე, რომ არარსებულ ხეებს ვითვლი და ქალებს მაგნიტური ძალით ვიზიდავ, ისინი ამას ეძახიან ფლირტს! მათ არაფერი იციან, არ იციან რა არის ქალი! ჩვენ ვცოცხლობთ, ვარსებობთ და ვიხოცებით ისე, რომ შორს ვართ ერთმანეთისგან. სივრცეები კი, ისევე როგორც ადამიანები, უმუშევრები რჩებიან, ხოლო შემოქმედება ადამიანებს მარტვილებად აქცევს, ხშირად კი მსხვერპლად იწირავს. ჩემს გასაღიმებლად უცხოს ერთი შეხედვაც კი საკმარისია, ამ ღარიბული სანაპიროს კვალობაზე, სადაც ქალს ჯაფა და მოუვლელობა უღებს ბოლოს, აქ ხშირად დაინახავთ, გამომძალველებს, ლოთებსა თუ მეძავებს. მეძავი - თქვენ გგონიათ მას ეს სიამოვნებს? არა მეგობრებო, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების გამო ის იძულებულია თავი დაიმციროს და გაიხადოს, გაშიშვლდეს ფიზიკურად, მაგრამ არა სულიერად, რადგანაც ის ადამიანია, ხოლო ადამიანი სიკეთის იპოსტასია. ახალგაზრდობაში სექსზე ნამდვილად მხოლოდ ერთი რამ მინდოდა მცოდნოდა: სექსით სად შეიძლება დაკავდე? და რამდენად მალე? ამ საკითხზე მეტი არაფერი მაინტერესებდა - სად და რამდენჯერ. სექსს ხშირად იყენებენ ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად ან დაუცველობისგან ყურადღების გადასატანად. ტანტრაში, ჰოროსის ალქიმიასა და ისიდას კულტში, სექსის ძალაა ჩვენი ამაღლება და გაძლიერება, ჩვენი ეთეროვანი სხეულების ექსტაზით დამუხტვა. სექსუალური კავშირი, რომელიც ხდება სიყვარულის დროს, იწვევს დანებების მდგომარეობას, რომელიც ქმნის სამკურნალო ელექტრომაგნიტურ ველს, რომელსაც ეწოდება მიკროსკოსმიური ორბიტა, რომელიც გარს გვიკრავს და გვამკვრივებს, ხოლო საყვარლის მიერ დატოვებული ცარიელი ადგილი არის სულის უსასრულო შესაძლებლობის მონახაზი. სექსი ღრმად ცვლის სამყაროს. როგორ ვიყენებთ ამას აქვს მნიშვნელობა. სექსი ისე მეპყრობა, როგორც ავადმყოფი პაციენტი. ქალის გულისაკენ გზა, მოულოდნელ დროს, გაკეთებულ მოულოდნელ საჩუქარზე გადის. ნებისმიერი შეხვედრა ქალთან, იქნება ეს ცოლი, შემთხვევითი ნაცნობი თუ მეძავი, შეიძლება ამან უფრო მეტი რამ გასწავლოთ მსოფლიოს შესახებ, ვიდრე ბალზაკის კითხვამ. ვფიქრობ, რომ ცხოვრების ყველა აღტაცება იმალება ქალში. მას აქვს სილამაზე, ზიზღი, უხამსობა, სიწმინდე - ბევრად მეტი, ვიდრე ბუნებაში გვხვდება. ქალში არის ცა და ზღვა, ქალი არის ყვავილი და კვირტი. ქალის სხეულს ვუკავშირებ, რადგან არ შემიძლია მისი გულის შეკვრა. მხოლოდ მისი ფიზიკური ნაწილების დაკავშირებაა შესაძლებელი.


  მეძავები ყოველდღე იტანჯებიან, მაგრამ მათი ყვირილი რომც გაიგონოს ვინმემ, გაუპატიურება აქ ყველასთვის უბრალოდ სავაჭრო ობიექტს ნიშნავს, ქალების ყვირილი საბითუმო წარმოებას ჰგავს, ეს ყიდვის და გაყიდვის ხმებია, მათი ხმები სისხლით და სპერმით არის გასვრილი, მაჯები ტყავით აქვთ შემოსილი, რომელსაც რკინის ლურსმნები უკეთია შიგნიდან, ამ ადგილას მეძავებს სახელები არ აქვთ, ისეთივე ამოუცნობები არიან როგორც ბავშვის სათამაშო თოჯინები, არანაირი ადამიანური კვალი აღარ აქვთ,  რაში სჭირდებათ კაცებს სხვების გაუპატიურება სურვილების დასაკმაყოფილებლად, განა საკმარისი არ არის სიტყვებით რომ ამცირებენ მათ? ეს სადიზმია, მუდმივი ტკივილის წყურვილი, ეს მეძავებმაც კარგად იციან, ალბათ სწორედ ამიტომაც კვდებიან პედანტურად.


  მე ვიგებ, რომ ბორდელში წესები არ არსებობს, თუ შიშველი ქალის ცემა მოგინდება შეგიძლია სცემო, შეგიძლია ჭერზე ჩამოკიდო, ეს პრობლემა არ არის სანამ გოგოს ბოლომდე არ მოკლავ. შეგიძლია ბოლომდე იხმარო თუმცა მაკიაჟიანი გვამი არც ისე კარგად გამოიყურება. დააკვირდი მეძავებს, ისინი აშვებულ ძაღლებს ჰგვანან, კარგად ეტყობათ, რომ სექსისთვის მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით კავდებიან, როგორც კი მათ თვალებს დაინახავ მიხვდები, რომ მათ სექსის აღარანაირი სურვილი აღარ აქვთ, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ნაშოვნ ფულს როგორ დახარჯავენ, ან იმაზე თუ როგორ ძალიან სტკივათ ფეხები, სწორედ ეს ამოძრავებს ადამიანთა უმეტესობას, მათ თვითგამოხატვა კი არა ფული უნდათ, მათი ფიქრები რომ ერთად შეკრიბო რაღაც საშინელებას მიიღებ, ისინი ჟიმაობენ, ლოკავენ და წოვენ ისე რომ ირონიის არანაირი კვალი არ რჩებათ, თუმცა ჯილდოს ყოველთვის სერიოზულად იღებენ. რატომ გვიყვარდება? მე მჯერა ეს სათნოება არის მაგნიტი, ჩირაღდანი, რომელსაც ვიღებთ დაბადებისთანავე, ჩვენ ვუბრუნდებით ისევ ღვთის წვეთს, ძვირფასი ქვასავით. შეიძლება ყველაზე ბრწყინავს, ყველაზე პატარა ფანტელში. ცოდვილთათვის უცნობი; მეძავში, მონაზონში, ქველმოქმედში და ეს ანათებს მათთვის, ვისაც უყვარს. კანონი ყველაზე მაღლა დგას მაგრამ რა უნდა გააკეთო როცა მოწყალება კანონზე მაღლა აღმოჩნდება.   


  მე მიცუკი ვარ, სენდაელი ჯამბაზი. ჩემს ნაცვლად ჩემი ბაგეებით სხვა ლაპარაკობს და ვხვდები რა განსხვავებაა მეძავსა და ჯამბაზს შორის, ჩვენ ორივე  დიდი ინცესტის ნაწილი ვართ, ის ჩემი დაა და ორივე ჩვენგანი ვაცინებთ ამ ამაზრზენ ცოდვილ სამყაროს. მე მოცინარი ვარ, წინ ყოველთვის ქუდივით მიგდია სული, ჩაყარეთ ცოტაოდენი სითბო და უყურეთ თქვენი ყოველი დარტყმით ჩემს სახეზე ამოჭრილ ღიმილს. ჰაჰაჰა, ჰაჰაჰა, როგორი ირონიაა.... იუმორი იცინის იმაზე, რაც არ გაქვთ, როდესაც ის უნდა გქონდეთ. მე ვარ ყავის მოყვარული იმ ქვეყანაში სადაც ყველა ჩაის სვამს.


  ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან ბევრი რამ დასაშვებია, ჩვენ სულიერი საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან ერთმანეთს ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საზოგადოება ზოგიერთ პიროვნებას არ იღებს ისეთს, როგორიც არის იგი ბუნებით. ისინი ცდილობენ მისი ინდივიდუალური შინაგანი სამყარო მოარგონ მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ სტანდარტულ თვისებებს. აკრძალული შინაგანი ბუნება აშინებს ადამიანს და აქედან იწყება არასრულფასოვნების კომპლექსი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შინაგანი არსის დათრგუნვა ან დაკაბალება ადიდებულ მდინარის შეკავებას ჰგავს, რომელსაც კალაპოტი მოუშალეს. ღვთაებრივი არსი ადამიანზე მოქმედებს ნდობის მეშვეობით. რაც უფრო მეტად ვენდობით ერთმანეთს, მით უფრო ღრმა რწმენით და სიყვარულით ვწვდებით სიკეთეს, რომელიც 3 საფეხურისგან შედგება: სიბრძნე, სიყვარული და რწმენა.
სიბრძნის გარეშე სიყვარული ფანატიზმია, ხოლო სიბრძნე სიყარულს გარეშე ბოროტებაა. თუ სიყვარული და სიბრძნე ჰარმონიულია,მაშინ რწმენა თავისთავად შემოდის მასში და ამ ძალით შენდება სიცოცხლის კანონზომიერება სამყაროში. დაისვენეთ თქვენს უვარგის კალთებზე და შეხედულება გქონდეთ დედამიწაზე, როგორც ღია წიგნზე.


  საზოგადოებაში ყოველთვის სრულ სიჩუმეს ვიცავ, რადგან ჩემში პოეტის ყველა ცოდვას ვგრძნობ, აღგზნებულობას, ეფექტის სიყვარულს, უპირატესობას ჩრდილში დიდებას ვანიჭებ, მე მიცუკი ვარ და რომ ვყოფილიყავი გაჩენილი პირველობისათვის, ძალზედ გამიხარდებოდა, მაგრამ რადგან არა ვარ, მთელს ჩემს სულს უკანასკნელს ვუკავშირებ. თან მახსოვს და თან ბუნდოვნად მესახება, ამ გიჟური სვლის სულ უმნიშვნელო დეტალებიც კი, მე ვიდექი სენდაის პორტში, თმაზე ზამბაზის ზეთს ვისვამდი და თან თამბაქოს ვეწეოდი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მოქაჩავს _ თამბაქო მწეველს თუ მწეველი თამბაქოს? ურთიერთკავშირია მთავარი.


  მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე ძალიან 13 რიცხვის? რატომ მიიჩნევენ ამ რიცხვს დაწყევლილად, უიღბლოდ, პრობლემებისა და წარუმატებლობის მომტანად? ცამეტი ნუმეროლოგიური პრინციპებით არაჰარმონიული რიცხვების კატეგორიაში გადის. დუჟინს (12) და ერთს შორის ჰარმონია ვერასოდეს მიიღწევა. აქედან გამომდინარე, თავად 13-ის არსი და რაობაა ქაოსის შექმნა. ნუმეროლოგები ამ რიცხვს სხვაგვარად "შავ მასწავლებელს" უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ 13 ნებისმიერი სახის ილუზიას ხდის ფარდას და მისი გავლენით არაფერი რჩება სტაბილური, მუდმივი ან უცვლელი. ძალიან ხშირად, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა „მიღებული“, მაგრამ  მათი ისტორიების ან მიზეზების შესახებ, არაფერი ვიცით და ვერც ვხვდებით…  13 – პარასკევი, სავარაუდოდ საწყისს ძველი აღთქმიდან იღებს. ითვლება, რომ ამ დღეს, კაენმა მოკლა თავისი ძმა – აბელი. საუკუნეების შემდეგ, ამ ლეგენდის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებები ამოიზარდა და გავრცელდა, რომლებმაც 13 რიცხვს უბედურების და ხიფათის აურა მიაწერა. მაგალითად, საიდუმლო სერობაში 13 მონაწილე იყო. იუდას ღალატი კი სახარების მეცამეტე თავშია ნახსენები. 13 რიცხვის შიში, ხშირად პანიკურ ხასიათს ატარებს. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც ცამეტი ბავშვი დაიბადება, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გახდება დამნაშავე.


13 მარტი. პარასკევი.
როდის შემოვიდა ჩემს სხეულში საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა და საიდან?
შენ ქვითინებდი, შენ ჩემს წინ იჯექი ეტლში, იჯექი და ქვითინებდი უცნაურო გოგონავ! ძალიან თხელი მაჯები, წვრილი თითები, პატარა და ლამაზი მკერდი, თხელი მუცელი, ტანთან შედარებით ოდნავ დიდი თეძოები და წვრილი ფეხები გქონდა, თვალს ვერ მოაშორებდი, რა დამავიწყებს შენი თმების ვარდისფერ ჩირაღდანს, ანდა შენი ყელის საუცხოოდ ლამაზ მიმოხვრას ფიფქივით უნაზესს, ნიავის სუნთქვით დარხეული შროშანის როკვას რომ წააგავდა. წვრილ ღეროზე გაშლილ წითელ ყვავილს ჰგავდი, არა, ეს უფრო ცითმოვლენილი სული იყო, ღვთაება. ასეთი ამაღლებული სილამაზე მიწიერი ვერ იქნება. მოვლენათა შემდგომი განვითარების მიხედვით მივხვდი, დიდხანს არ ვყოფილვარ გონწასული, თიხიან კედელზე მიკრული გამოვფხიზლდი თუ არა, ვიგრძენი, რომ სიცივეს მხოლოდ შენი სურნელით ვძლიე და აი, წარსდგა ჩემს წინ ბედნიერების გრადაცია - სიამოვნების ერთგვარი თერმომეტრი. შენ განაგრძობდი ქვითინს, მე კი როგორ მიჭირდა შენთან მოსვლა, აქვე ახლოს ერთმანეთში ირეოდნენ, პატარა ონავრები, ეს უკანასკნელნი ერთმანეთს ისე ესროდნენ თოვლის გუნდას თითქოს ახალწვეულ ჯარისკაცებს ჰგავდნენ, ომი რომ ჯერ არ უნახავთ და ამიტომ უგუნურად მამაცობდენ, მე კი უბრალოდ ვფიქრობდი.


ყველაფერი კარგად იქნება! - ყოჩაღ, ამაზე ბანალურს ვეღარაფერს მოიფიქრებდი! შეგიძლია ამის გარანტია მისცე? ასეთ დროს არავის შველის იმის მოსმენა, რომ ხვალ ახალი დღე გათენდება და მზე ისევ ამობრწყინდება.


დამშვიდდი! - აი, ნამდვილი აფეთქება, ალბათ, ამ ფრაზის შემდეგ დაიწყება: "ვის ამშვიდებ"? "რა მჭირს დასამშვიდებელი"? "ანუ უკვე შეწუხდი"?


მე მესმის შენი! -  ჰო, შევთანხმდით, რომ თქვენ არ გესმით პანიკაში მყოფი ადამიანის?! ამის ნაცვლად ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ დაეხმაროთ?


მარტო არ ხარ! - ეს არც ისე ცუდია, მაგრამ დიდი ვერაფერი შვებაა. სამწუხაროდ, თქვენი პრობლემები არსად წავა, თუ ის კიდევ ასობით ადამიანს ექნება. 


შენ ძლიერი ხარ! - ვის სჭირდება? ემოციები სისუსტე არ არის. თანაც პანიკაში მყოფი ადამიანი თავს ძლიერად ნამდვილად არ გრძნობს.


ყოყმანის შემდეგ მოგიახლოვდი და გითხარი:

გამარჯობა!  მე მიცუკი ვარ.
სიტყვები ჭრელია, ფერადები არიან ადამიანებიც, მოდი და ვანუგეშოთ ერთმანეთი, ნუ შემოვიფარგლებით გაატარე, გაატარეთი... როცა შეგვიძლია მართალი სიტყვებით ლაპარაკი, რატომ ვაყრუოთ და ვაბრმავოთ ერთიმეორე, სიმართლე ჰო, თვალის სინათლეა და სინათლე სიკეთეა..... სიკეთის იდეა მზის ანალოგიით შეიძლება გავიგოთ. ის, რომ მზე სინათლეს ასხივებს, მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერი რაღაცის დანახვა შეგვიძლია. სინათლე რომ არა, შეუძლებელი იქნებოდა ხედვა. თანაც, მზე არა მხოლოდ ხილულობისა და ხედვის მიზეზია, არამედ იმისაც, რომ ცოცხალი არსებები არსებობენ და ცოცხლობენ.

ამ დროს ტკბილი მუსიკასავით ისე წარმოთქვი შენი სახელი:

– ჰარუ. ( რაც მზეს ნიშნავს. )
თითქოს თაფლზე კიდევ უტკბეს სანუკვარ ნუგბარს დასწრაფოდნენ შენი ბაგის ვარდისფერი ფურცელნი. 13 წუთი ვუცქერდით ერთმანეთს, ბედნიერების 13 წუთი, ტუჩების ბოლოები ძირს თავისით იწეოდა, შენი წვრილი ნაწნავი კი კეფაზე თრთოდა. შემდეგ ჩემს ბაგეს ისევ დასცდა რამოდენიმე სიტყვა:
- სანამ თქვენ მზე არ უარგყოფთ არც მე უარგყოფთ.


  შენი მზერა წამიერად ჩემს კისერზე შეჩერდა, რომელიც თითქოს ჯანსა და ღონეს აფრქვევდა. და მიუხედავად იმისა, რომ ასე დაბნეული და დარცხვენილი იჯექი, დაგაახლოვა გულმა ჩემთან. თავში ისეთმა ახირებულმა აზრმა გაგიელვა, რომ თვითონვე გაგიკვირდა: ახლა, ამ კისერს რომ ხელები შემოვაჭდო, მთელი მისი ძალა და ენერგია ჩემს სხეულში გადმოიღვრებაო. ერთბაშად შეგაკრთო ამ ფიქრმა. გაოგნებული იყავი - კისერზე ხელის მოხვევა რამ მაფიქრებინაო. საქმე ის იყო, რომ, თვითონ სუსტსა და უღონოს, ძალა და ღონე გიზიდავდა, ის, რაც შენს სხეულს აკლდა. გრძნობდი, რომ ჯერ არც ერთ მამაკაცს ასეთი ძალით არ ემოქმედა შენზე, როგორც მე. გსურდა ლოყის შემოთავაზება დახუჭული თვალებით, მანამდე სუნთქვა შეგეკრა ჩაყვინთვის მწარე სუნამოში, ჩემი კლდის ნაპრალების ქვეშ სიღრმეში. ფარულად მოიწმინდე ჩემი ქედების ქაფი. იმავე ფორმაში დარჩენილი ღრუბლები გადაადგილდებიან კოცნისთვის, ჰოდა მეც ვეღარ მოვითმინე, ჩემკენ მოგიზიდე და მოულოდნელად ტუჩზე გაკოცე, შემდეგ ღაწვებზე ოდნავი სიწითლე მოგერია, თუმცა ისე აგეწვა სახე, თითქოს საქვაბე ოთახში მდგარიყავი, ღია ღუმელთან. გატაცებით დაგიკოცნე ტუჩები, საფეთქლები, მკერდი, მხრები, 1 წამს იმის გაცნობიერებაც მოვახერხე რა ბედნიერი ვიყავი. მერე კი ბევრზე აღარაფერზე მიფიქრია. ნათლად მესახება ყოველი წამი. საოცრად წვიმდა, ეტლი კი მიდიოდა და მიყვებოდა ჩვენი სურვილები, რომელიც ერთად წავიკითხეთ. ჩვენ ვეძიებდით ხალხმრავალი ქალაქის უცნაურ სინათლეებსა და ჩრდილებში ისეთ უსაზღვრო გონებრივ აღგზნებას, რომელიც წყნარი დაკვირვებისა და ჭვრეტის შედეგად მიიღება. გახსოვს? თუ როგორ ვშლიდით ხელებს შენს ეზოში, თითებს ქვიშაში ვყოფდით და ვტკბებოდით მისი ნაზი, ცოცხალი სითბოთი. შემომიშვი! კიდევ ერთხელ შემომიშვი შენში და აღარ გამიშვა! რა კარგი იყო შენს გვერდით ბუხართან ჯდომა, იმის შეგრძნება, რომ ორნი ვიყავით, მივენდეთ სიჩუმეს, მაშინ გამომიტყდი, რომ სიმღერა შენი განუყოფელი ნაწილი იყო, მღეროდი და წამდაუწუმ იცვლებოდი, ხან ნაზი და დაფიქრებული, ხან ბობოქარი და მხიარული, ხან ირონიული და ტრაგიკული იჯექი ჩემს წინ, დღესაც, რომ მკითხონ, ვერ ვიტყვი როგორი ხმა გქონდა - სოპრანო, მეცო თუ კონტრალტო. შენ ყველა რეგისტრს თავისუფლად და საოცრად გამომსახველად ფლობდი, არასდროს მინახავს ერთ ადამიანში ასეთი იდიალური შერწყმა, შენ ერთი ჟანრის ჩარჩოებში ვერ ეტეოდი, გიყურებდი შენ, პატარა ქალბატონს, ეს - ეს არის, რომ იხილე მზის შუქი, სისხლს რაღაც უეცარი სიხარული გიმოძრავებდა, ყელს კი სიმღერის წყურვილი მოიცავდა. ზოგჯერ რაღაც მობერვა, მზის ქვეშ გაწოლილი ჰაერის სუსტი თრთოლვა, მათხოვრის სიმღერა, ოდნავი სურნელი, ან სულაც არაფერი საკმარისი იყო, რაღაცნაირი გარინდება მოეგვარა მთელი შენი სხეულისათვის, რომელზედაც შენ თითქოს მწიფე და ხაოიანი ნაყოფის ალერსიან გადასმას გრძნობდი. კარგად გისმენდი, როგორ გამოხატავდი შენს აზრებს, როგორ აღმოგხდა ერთი ბეწო მკერდიდან ღამის დიდებული საგალობელი! ის ღამეები მხოლოდ მე მიმღეროდი, ასე არასდროს გიმღერია, მაგრამ თან რაღაც უძლურების გრძნობა გაწამებდა, მე კი ვცდილობდი, მღელვარების ამ შესანიშნავი წუთების საზღაურად ჩემებურად გადამეხადა შენთვის მადლობა. ხელოვანმა ძვირფასო შეიძლება ალალბედზე შეაღოს საიდუმლო კარი და ვერასდროს ვერ მიხვდეს, რომ მის მიღმა მთელი სამყარო იმალება. ჩემი თვალები შენი შეუდარებელი სხეულის ჰარმონიასა და მარადიულ სიმშვენიერს ეწაფებოდა, შენი სურნელი სამუდამოდ გადმოვიდა ჩემზე, ქალიშვილიდან დაუოკებელ საყვარლად იქეცი - ორგაზმს ითხოვდი, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდი, მე კი მთელი ღამე ვცდილობდი შენთვის ეს სიამოვნება მომენიჭებინა. ენით ვლოკავდი შენს ძუძუსთავებს და ჩემი ნერწყვით ნაფერებ მკერდში რძე ისევ გქონდა. შენი სხეულის საოცარი სურნელი და უბიწოება შევიგრძენი, ვგრძნობდი შენს გულისცემას, ყურს ვუგდებდი თუ რამდენჯერ ფეთქავდა წუთში უეცარი სისწრაფით. აღარაფერი გესმოდა, შენს თვალწინ რაღაც მოყვითალო მირაჟი ალივლივდა. აი, შენ ათრთოლდი და სიცოცხლეში პირველი ორგაზმისაგან აკვნესდი. მოგეჩვენა, რომ მაღლა ცაში აფრინდი, მერე კი ნელ-ნელა დაეშვი. მთელ ტანზე ოფლმა დაგასხა და ძალის საოცარ მოზღვავებასთან ერთად უცნაური ნეტარება განიცადე, — თითქოს რაღაც განხორციელდა, შედგა, აღსრულდა. მე მომწონს ჩემი სხეული, როდესაც ის შენს სხეულშია. ეს ყველაფერი საკმაოდ ახალია. კუნთები უკეთესად მოქმედებს და ნერვები უფრო მეტს. ეს შენ ხარ ის, რომელიც ჩემგან იცვამს ლოგინს. ჩვენი სხეულები სამუდამოდ ერთმანეთს შეერწყა. შენი გული ჩემი გულის ახლო ძგერდა, გარკვევით და რიტმულად, “ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, ყველაფერი თავისით მოვა” გაკოცე პატარა, ნიჟარის შიგნითა ზედაპირივით გლუვ ჩაღრმავებას ყელთან, აქაც სცემდა პულსი. მე ღრმად შემოვედი სისხლიან დაბნეულობაში და ნებისმიერი ღმერთი, რომელიც ოდესმე მიგრძვნია ეკლესიაში, შენთან მოვიყვანე, ავანთეთ წვრილი თეთრი სანთლები რომლებიც წელზე შუადღისას იკეცებიან. ჩვენს საწოლს შური უყურებდა, როდესაც ჩვენ ერთმანეთში ვიწექით. როგორი მეოცნებენი და ახალგაზრდები ვიყავით.


  ( რეალური სამყარო მღვიმეა, სადაც ადამიანები არიან ჯაჭვებით დაბმულნი. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩრდილების დანახვა შეუძლიათ, რომლებსაც მათ წინ კედელზე ტოვებენ მათ უკან არსებული საგნები, ასევე უკან მოგიზგიზე ცეცხლის სინათლის წყალობით. როგორც ამ მღვიმეში გამოკეტილ ადამიანებს, მთელი რეალობა კედელზე არეკლილი ჩრდილები ეგონებათ, ისე გვგონია ჩვენ, რომ მთელი რეალობა გრძნობით საწვდომი საგნებისგან შედგება, მაგრამ თუ ერთ-ერთი ამ მღვიმის მაცხოვრებელთაგან განთავისუფლდება ჯაჭვებისგან და ზედაპირზე ამოვა, ის დაინახავს ნამდვილ საგნებს, რომელთაც ხილულს ხდის მზის სინათლე და ბოლოს შეეძლება, თვით მზეც აღიქვას.  )


  13- მა დისონანსი უნდა შეიტანოს აქამდე არსებულ კოსმიურ წესრიგში. სწორედ მას მიაწერენ ნებისმიერი სამყაროს სიტუაციის, მიღებულ-დაკანონებული წესრიგის და რეალობის რღვევის უნარს.


  13 აპრილი. პარასკევი.


  მას მერე გონება ფხიზლობს და მოგონებები ერთმანეთს ცვლიან, მე ვსწავლობ და ვითავისებ სხვათა ფიქრებს, შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას, არ არიან სიტყვები გრძნობისათვის, ჩანს მე მეძებდი როცა ესალმებოდი სიცოცხლეს, ნეტავ მცოდნოდა რისთვის ტიროდი იმ ღამით. შენ აღმოგიჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო) – ამის თქმა ვერ შეძელი, ნეტავ მე თუ მაინც შევძელი ბედნიერების ჩუქება?! ღამის წყვდიადი მოსწოლოდა დაგმანულ დარაბებს, შენ პირაღმა იწექი სამარეში და სანთლის შუქზე კარგად გავარჩიე ესოდენ ახლობელი კანის ფერი, რომელსაც ასე სუნთქვაშეკრული ველტვოდი, სიფერმკრთალე შეჰპარვოდა ცვილისფერ სხეულს. თითქოს ფსალმუნებიდან კითხულობდი შენს ხველას ცხვირსახოცში და ფრჩხილებიდან ამოიღე ხველების ცალი შენი უფორმო სისხლი. მე უკანასკნელად მიგიხუტე მკერდზე, ისევ ვიგრძენი მიმზიდველი სითბო, უკანასკნელად ვიწექით ასე ერთად, სინდისი მქენჯნიდა, როგორ გადამემალა გამოუთქმელი დანაშაული, მე შენ გაგიშვი! ჩემი ღარიბი  გარეგანი გული შიგნით ხელთათმანივით გაშრა. შენს გარეშე რა უმნიშვნელო გავხდი უცებ.


  სხეულში ხრწნის ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. ვარ ცოცხალი მკვდარი და ვამბობ: რომ წვიმა აღარ არის ისე ლამაზი როგორც ის სახლი რომელშიც მე დავიბადე, არაფერი ისე არ განმიცდია, როგორც გვამის უჩვეულო სუნი, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, ჩემში მძლავრობდა ყნოსვის მგრძნობელობა და მატებასთან ერთად იბუდებდა გაუსაძლისი შიში. დეკემბრის უმთვარო ღამეს, ძლივს მივიკვლევდი წვიმიან გზაზე, აღარ თავდებოდა წვიმა, მაგრამ რაღაცის იმედით ვუცქერდი ცას, ვტკბებოდი მისი ცქერით, მზე ბედნიერებასავით სადღაც მიმალულიყო, მაგრამ იგი არსებობდა,
გამოფუტუროებულ, ბეხრეკ ხეებს ორიოდე შტოღა შერჩენოდათ, ხშირად მოვდიოდი სასაფლაოზე, დრო გადიოდა, ვხედავდი როგორ ეყრებოდა კუბოს ყვავილები, უსიხარულო მეზღვაურებს ჰგავდნენ ფოთლები, ახლა მე ვიცი, რა არის სასაფლაო, ისე როგორც სხვებმა და იმედი მაქვს ყოველთა უბედურების საწყისი და სულთა მესაფლავე ჩემამდეც მოვა, უცილოდ მომაკითხავს სიკვდილის ლანდი, მჭლე ხორცს შემომაცლის და სული გაეყრება ჩონჩხის გალიას.  შენ გააკეთე შენი საწოლი ჩემთან ერთად, როგორც გრძელი მატარებელი, ურწმუნო ნდობით მიუდექი შენს საფლავს როგორც ის, ვინც თავის დივანზე დრტვინავს და წევს სასიამოვნო ოცნებებზე. მთელ მშვიდობიან სამყაროზე ცის ღიმილი იტყუება.  სამყარო სულების სიცრუეა. სიბნელე, რომლიდანაც თვალები დახუჭე. ბევრი წითელი ეშმაკი მირბის ჩემი გულიდან და გვერდზე, ისინი ძალიან პატარები არიან, კალამს შეუძლია მათი გზების მოხვევა, ბევრი იბრძოდა მელნით და ძალიან უცნაურია, რომ დაწერო ამ წითელ მუწუკში ჩემი გულიდან ყველაფერი.

    დაიწყო ცხოვრება უშენოდ. მარტო ვიყავი; და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა აუტანელია ეს მარტო ყოფნა კი არა, უშენოდ ყოფნა. იქნებ ვინმემ მანიშნოს, ღირს კი, რომ ხელახლა დავდგე ფეხზე, მიმოვიხედო და ჩემს თავს ვუთხრა: ისევ ისა ვარ... ჩემგან მხოლოდ ფასადიღა დარჩა, მაგრამ იყო წუთები, რომ შეიძლებოდა ეს ფასადიც დანგრეულიყო, ყოველთვის მეგონა, რომ რაღაცის გახსენება ტვინის საქმე იყო, მაგრამ ამჯერად ჩემი სხეულის ნაწილებიც გიხსენებდნენ. მზე ისეთი ფერმკრთალი და მბზინავია, მოჩვენება გავხდი ფანჯრის ფორმაში. ნება მომეცი ამ მანძილზე, ნება მომეცი, არ ვტიროდე. შენი პირველი შემოხედვა, საიდანღაც სულ სხვა სამყაროდან ამოტივტივდა, გაქცევას ლამობდა და ჩემს მზერას ეჭიდებოდა, ძნელია წარმოიდგინო მიცვალებულთან განშორება, თუ არ გამოგიცდია, ამის გადმოცემა შეუძლებელია, საშინელების ზღვარს მიღწეული აზრი ჩლუნგდება და აი, იქ იწყება ყველაფერი. მივეშურებოდი უცნობი სამყაროსკენ და არც დრო მქონდა, არც სურვილი, წარმომედგინა ეს სამყარო, მე ვსწავლობდი მარტოობას, შეუბრალებელ, უსიტყვო მარტოობას, ყველას გველოდება პატარა თუ დიდი საფლავი, თმის შეჭრა, თმის შეწყვეტა შავი სიგიჟის შესაკრავად და გასახსნელად. რა არის მომავალი? არაუმეტეს ადგილი, სადაც დროში გვსურს ყოფნა, როგორც ტალღასთან ერთად ცურვა  ორაგულის, რომელიც სუფთა წყლებში არის მიბმული, სადაც ციკლი თავიდან უნდა დაიწყოს. არსებობენ ყვავილები, რომლებიც იხსნებიან და იკეტებიან ამოუცნობი სიჩქარით, ეს ამბავიც ლოტოსის ყვავილს ემსგავსება, ის დიდხანს ამოდის ფსკერიდან, ამრავლებს ფესვებს, იზრდება და ბოლოს წყლის ზედაპირზეც გამოჩნდება....

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2013 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები