 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2023 |
ნინო დარბაისელი
ეროტიული ოტავა რიმა
სტრიპტიზ ბარშია- მეტალის ბოძი, თითო დაკვრას ვსვამთ ღამეში, დღეში. სხეულმოქნილი - არ არის ბოზი, ვინ გაუბედავს, იყოს უხეში. ცვივა სცენაზე ფული ნაბოძი. ვინ იცის, იქნებ შორ უცხოეთში მას ეგულება დობილი, დაი: “ხოჩეშ, პაკაჟუ, ტოლკო რუბლ დაი!”
გადმოუფრინა მან ოკეანეს. იღბლიანია, აქაა რადგან. ბევრად გაასწრო თავისწლიანებს. ის ტანვარჯიში - აქ გამოადგა. ხელფასი თუკი დაუგვიანეს, მთლიანად ჩაშლის, რაც სცენა დადგა. ვერავინ ეტყვის ,,მარია, დაი”! - რამე აკლია? ტი უგადაი!
შესცქერი - ვითომ პირდაღებული. აქ ძალიანაც ნუ ავარდები, “ზემლიაკობით “ გალაღებული წარმოსახვებში ენავარდები? შეწერვა გინდა, გჭირდება ფული? შორს მოგისვრიან ბოდიგარდები. ეგ მაჩოობა აქ არ გამოვა, ეს კლიენტურა მაგის გამოა.
იქით გაიწი, ეი, შენ, მაჩო, შენთვისვე გქონდეს შენი რუბლები; ბევრჯერ ნაქაჩი ბევრიც რომ ქაჩო, შენ არ გერგება, რას იღრუბლები! მისი თავმდები არის ბოკაჩო. მის სიტყვებს ახლა მე გეუბნები. ასე უნდობრად რამ გაგაღიმა? ოტავა რიმა, ოტავა რიმა!
***
ლექსში გამოყენებულია იტალიური მყარი სალექსო ფორმა “ოტავა რიმა”, რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს (მ-14 ს) , ,,დეკამერონის” ავტორის სახელს უკავშირდება. (აქედან - თემატური ბმა თანამედროვე ეროტიკასთან) სტროფები - რვასტრიქონედი, ანუ ოქტავა გარითმვის სქემა — ABABABCC დაცულია ასევე ათმარცვლიანობა. - Мария — дай!” - ვ. მაიაკოვსკი, “შარვლიანი ღრუბელი”.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! როცა მყარ სალექსო ფორმას ეჭიდები, არ არის მარტივი საქმე. აქ ვერავინ მოიტყუება, რომ მხრებზე ასხედან მუზა- ანგელოზები და დიად პოეზიას კარნახობენ. ასეთი ტყუილი ან უკეთეს შემთხვევაში ილუზია - შეიძლება გაცვეთილი რიტმის ან ვერლიბრის წერის პირობებში წარმოიშვას. რაც უფრო მყარია, კანონიკურია ესა თუ ის სალექსო ფორმა, ლიმიტებიც შესაბამისად, უფრო მკაცრი აქვს კლასიკის პირობებში. უთუოდ ამ ლიმიტებისგან თავის დაღწევისკენ სწრაფვა დაედო საფუძვლად მათი მოდერნისტული სახეობების გაჩენას. მაგალითად, მოდერნისტული ტანკა და ჰაიკუ უკვე თვით თანამედროვე იაპონურ, მოდერნისტულ პოეზიაში დიდადაა დაშორებული პირველწყაროთა ლიმიტებს, რომ არაფერი ვთქვათ იმავე ლექსის დასავლურ მოდიფიკაციებზე. ერთგან გალაკტიონი ამბობს ,, ოქტავებით ვწერ პოემებს, ესეც საქმეა, თუ არა(“( (“მივარდნილი აივანი”) თავად გალაკტიონმა უამრავი მყარი დასავლური ფორმით გაამდიდრა ქართული პოეზია და კომუნისტებმა იძულებული გახადეს ისიც და სხვებიც, შეეწყვიტათ ამ მიმართულებით შემოქმედებითი მუშაობა, გამოაცხადეს რა ეს ყველაფერი ფორმალიზმად და რეპრესიების ერთ-ერთ მიმართულებად აქციეს. … სამწუხაროდ, ეს ძნელი საქმე ქართული ლექსის ფორმობრივი გამრავალფეროვნებისა - ისევ გასაკეთებელია, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ჯავახაძეს მართლაც ბევრი აქვს ამ მხრივ ნამუშევარი. დღეს გალაკტიონის დღეა, ალბათ იმიტომაც მეფიქრება ამ გენიოსის ღვაწლზე ქართული პოეზიის წინაშე, ოტავა რიმასაც ამიტომ შევბედე. ბოდიშს ვიხდი, ალბათ თავიც შეგაწყინე. მადლობა მუხა! როცა მყარ სალექსო ფორმას ეჭიდები, არ არის მარტივი საქმე. აქ ვერავინ მოიტყუება, რომ მხრებზე ასხედან მუზა- ანგელოზები და დიად პოეზიას კარნახობენ. ასეთი ტყუილი ან უკეთეს შემთხვევაში ილუზია - შეიძლება გაცვეთილი რიტმის ან ვერლიბრის წერის პირობებში წარმოიშვას. რაც უფრო მყარია, კანონიკურია ესა თუ ის სალექსო ფორმა, ლიმიტებიც შესაბამისად, უფრო მკაცრი აქვს კლასიკის პირობებში. უთუოდ ამ ლიმიტებისგან თავის დაღწევისკენ სწრაფვა დაედო საფუძვლად მათი მოდერნისტული სახეობების გაჩენას. მაგალითად, მოდერნისტული ტანკა და ჰაიკუ უკვე თვით თანამედროვე იაპონურ, მოდერნისტულ პოეზიაში დიდადაა დაშორებული პირველწყაროთა ლიმიტებს, რომ არაფერი ვთქვათ იმავე ლექსის დასავლურ მოდიფიკაციებზე. ერთგან გალაკტიონი ამბობს ,, ოქტავებით ვწერ პოემებს, ესეც საქმეა, თუ არა(“( (“მივარდნილი აივანი”) თავად გალაკტიონმა უამრავი მყარი დასავლური ფორმით გაამდიდრა ქართული პოეზია და კომუნისტებმა იძულებული გახადეს ისიც და სხვებიც, შეეწყვიტათ ამ მიმართულებით შემოქმედებითი მუშაობა, გამოაცხადეს რა ეს ყველაფერი ფორმალიზმად და რეპრესიების ერთ-ერთ მიმართულებად აქციეს. … სამწუხაროდ, ეს ძნელი საქმე ქართული ლექსის ფორმობრივი გამრავალფეროვნებისა - ისევ გასაკეთებელია, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ჯავახაძეს მართლაც ბევრი აქვს ამ მხრივ ნამუშევარი. დღეს გალაკტიონის დღეა, ალბათ იმიტომაც მეფიქრება ამ გენიოსის ღვაწლზე ქართული პოეზიის წინაშე, ოტავა რიმასაც ამიტომ შევბედე. ბოდიშს ვიხდი, ალბათ თავიც შეგაწყინე.
1. მომეწონა კარგია, განსაკუთრებით მომწონს განმარტებები,, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდი ხოლმე, რისთვისაც მადლობა. ერთი ამბავიც გამახსენდა "დეკამერონი" მეოთხე კლასელი ვიყავი როცა წავიკითხე , იმიტომ კიარა, რო კითხვა მიყვარდა, არა ჩემი უფროსი ძმა კითხულობდა, მერე ბალიშის ქვემოთ მალავდა, , გამიკვირდა რატომ მალავდა, ნეტა რა ამბავი უნდა ეწერესთქო, და ის როცა სახლში არ იყო, გაფაციცებით ვკითხულობდი, ასე ჩავედი ბოლომდე და ვერაფერი რო ვერ გავიგე, მერე დიდობისას იცოცხლე ძალიანაც მომწონდა,სტუდენტობისას ვთრაბახობდ ხოდა ახლაც წავიტრაბახე. მომეწონა კარგია, განსაკუთრებით მომწონს განმარტებები,, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდი ხოლმე, რისთვისაც მადლობა. ერთი ამბავიც გამახსენდა "დეკამერონი" მეოთხე კლასელი ვიყავი როცა წავიკითხე , იმიტომ კიარა, რო კითხვა მიყვარდა, არა ჩემი უფროსი ძმა კითხულობდა, მერე ბალიშის ქვემოთ მალავდა, , გამიკვირდა რატომ მალავდა, ნეტა რა ამბავი უნდა ეწერესთქო, და ის როცა სახლში არ იყო, გაფაციცებით ვკითხულობდი, ასე ჩავედი ბოლომდე და ვერაფერი რო ვერ გავიგე, მერე დიდობისას იცოცხლე ძალიანაც მომწონდა,სტუდენტობისას ვთრაბახობდ ხოდა ახლაც წავიტრაბახე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|