 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 18 მარტი, 2023 |
#ლექსები #ეროტის_ქურუმნი
ამ ლექსმა ასე, ათი წლის წინ რაღაც ლოკალური პრემია მოიპოვა , რა - სამწუხაროდ, აღარ მახსოვს.
სიყვარულსა ვიქმ - - - - - - - - - - - - - -
,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის, მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი.
-რასა ვიქმ?! ვხარბობ. მე დავიჩემე აღმართები, ვარდნილები, ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები და ეს ჩქოლნარი და ეს პატარა ნაიარევიც, აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო. ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო აწ ვნეტარყუჩობთ; ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან...
რასა ვიქმ?! ვზანტობ. მერე ისევ დავეხარბები. გაივლის ხანი და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო, აი, ეს მხრებიც, - - მათ ჩემი ზიდვა უწერიათ, როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები, (ხმა მომავლიდან: ,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია, პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ") ...ყურის ნიჟარა, მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში, ანდა ეს თმები, თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი, ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს, და რაც უფრო ძლიერ მიყვარს, ძლიერ ვუყვარვარ, მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა, ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს იქნებ და უკვე ვეთხოვები... ორივე ვკვდებით...
რასა ვიქმ?! ვცეტობ! უინტიმურეს წამებშიც კი რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი, ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა. რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს, თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს. და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო, მით უმეტეს თუ პოეტია.
ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო, ქალო სოფიო, აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი. უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით, მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა, თავი ტყუილად მოვიმძინარე. როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! - ,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?! იმის ამბებიც გავიგონე... ჩემი - ეს არის!
დიდედაჩემო, მე ანგელოზებს ველოდებოდი, შენ კი, მანდედან, შე ცეტოო!
რასა ვიქმ და სიყვარულსა ვიქმ!
2015
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა რამდენი ცოდნა -განათლება მომემატა თქვენი კომენტარი-ინფორმაციით ვერ წარმოიდგენ, ძალიან ვისიამოვნე და მადლობას გიხდით. მადლობა რამდენი ცოდნა -განათლება მომემატა თქვენი კომენტარი-ინფორმაციით ვერ წარმოიდგენ, ძალიან ვისიამოვნე და მადლობას გიხდით.
3. მადლობა მუხა! მინდა რამდენიმე სიტყვს ვთქვა ლექსის სათაურზე. ,, სიყვარულსა ვიქმ” - არ შემირჩევია არქაიზაციის ილუზიის შესაქმნელად ან სტილიზაციისათვის. ინტერკურსისთვის ინგლისურ ენაში ორი ძირითადი ტერმინი გამოიყენება. 1. ერთი არის საყოველთაოდ გავრცელებული “(ჰევინგ) სექს” ანუ სექსის ქონა, თუ ზუსტად ვთარგმნით, მასში არ იგულისხმება რაიმე ემოციური პლანი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგულისმება ყველანაირი პლანი, ერთიანდება, ხოლო სახეობრივი დაკონკრტება უკვე სხვა , განსაზღვრებითი, მსაზღვრელი სიტყვის მეშვეობითაა შესაძლებელი. სექსუალიზმის ფორმები ყველამ უამრავი იცის, რადგან პრესისა და მასობრივი ი ფორმაციების წყალობით, დღესდღეობით მაინც ტოტალურ მიმოქცევაშია. ( სოლო-, ჰომო- ჰეტერო- , ბი - ზოო- და აშ სექსუალიზმები საბედნიეროდ, არსებობს სხვა ტერმინი, რომელიც ჩემი ფიქრით გარკვეულ ზღვარს ავლებს უბრალოდ სექსის ქონასა და სიყვარულიანი სექსის ქონას შორის . ეს არის ,, მეიქინგ ლავ” სიტყვადიტყვით ,, სიყვარულის კეთება”. ჩემი ეროტიკული ლექსები ასეთი ხასიათისაა, ანუ გულისხმობს და მხარს უჭერს ემოციურად და სექსუალურადაც სასურველ პარტნიორთან ნებაყოფლობით, თავისუფალ, არაძალადობრივ ურთოერთობას და არა - ძალადობას. ეროტიკა, როგორც ორმხრივი სურვილის სიყვარულის თუნდაც დროებით- წარმავალის გამოხატულება - ეს ჩემი, როგორც ავტორის კონცეპტუალური პრეფერენციაა. მაქვს ადამიანის მიმართ ძალადობის და მათ შორის, ქალის , ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის წონააღმდეგ მიმართული ლექსებიც (მაგ ,, ლოცვა უსირცხვილობისათვის” - შეტანილია ინგლისურ ანთოლოგიაში. დევს აქაც) სიყვარულის კეთება - ჩემი აზრით, ვერ გამოდის მთლად მოქნილი თარგმანი, ,, სიყვარულის ქმნა” - უფრო მომწონს . აქედან - პირველი პირის ფორმა მე ვიქმს, შენ იქმ , ის იქმს სიყვარულს, ანუ ეს ჩემი საკუთარი, პოეტური, ოკაზიონური ნეოლოგიზმია. ემფატიკური ა სიტყვაში სიყვარულს- ა, დამჭირდა იმისთვის, რომ რაკი პოეტური სინტაგმა გავაკეთე “რლსვქმ” თანხმოვანთა სიმჭიდროვეს სიტყვათგასაყართან ა ხმოვნით შერბილება სჭირდებოდა, ჩემი აზრით. დასასრულ მინდა აღვნიშნო, რომ ესეც ისევე, როგორც ჩემი ლეწდების უმრავლესობა, ჩემი მოფიქრებულია, , აგებულია, “დადგმულია” და შეიძლება შეიცავდეს ან არც შეიცავდეს რამეს ჩემი პირსდი ბიოგრაფიიდან. იმის მიხედვით, რა მჭირდება. მე არა ვარ ავტორი - დესკრიპტორი, თუმცა ალბათ ამასაც თავისი ხიბლი, მიმზიდველობა აქვს. მე ვარ ავტორი - კრეატორი. და ალბათ ამასაც თავისი …როგორაა ქართულად მიმზიდველობის ანტონიმი? … ვერ ვიხსენებ! ნაკლებმიმზიდველობა იყოს! მადლობა მუხა! მინდა რამდენიმე სიტყვს ვთქვა ლექსის სათაურზე. ,, სიყვარულსა ვიქმ” - არ შემირჩევია არქაიზაციის ილუზიის შესაქმნელად ან სტილიზაციისათვის. ინტერკურსისთვის ინგლისურ ენაში ორი ძირითადი ტერმინი გამოიყენება. 1. ერთი არის საყოველთაოდ გავრცელებული “(ჰევინგ) სექს” ანუ სექსის ქონა, თუ ზუსტად ვთარგმნით, მასში არ იგულისხმება რაიმე ემოციური პლანი, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგულისმება ყველანაირი პლანი, ერთიანდება, ხოლო სახეობრივი დაკონკრტება უკვე სხვა , განსაზღვრებითი, მსაზღვრელი სიტყვის მეშვეობითაა შესაძლებელი. სექსუალიზმის ფორმები ყველამ უამრავი იცის, რადგან პრესისა და მასობრივი ი ფორმაციების წყალობით, დღესდღეობით მაინც ტოტალურ მიმოქცევაშია. ( სოლო-, ჰომო- ჰეტერო- , ბი - ზოო- და აშ სექსუალიზმები საბედნიეროდ, არსებობს სხვა ტერმინი, რომელიც ჩემი ფიქრით გარკვეულ ზღვარს ავლებს უბრალოდ სექსის ქონასა და სიყვარულიანი სექსის ქონას შორის . ეს არის ,, მეიქინგ ლავ” სიტყვადიტყვით ,, სიყვარულის კეთება”. ჩემი ეროტიკული ლექსები ასეთი ხასიათისაა, ანუ გულისხმობს და მხარს უჭერს ემოციურად და სექსუალურადაც სასურველ პარტნიორთან ნებაყოფლობით, თავისუფალ, არაძალადობრივ ურთოერთობას და არა - ძალადობას. ეროტიკა, როგორც ორმხრივი სურვილის სიყვარულის თუნდაც დროებით- წარმავალის გამოხატულება - ეს ჩემი, როგორც ავტორის კონცეპტუალური პრეფერენციაა. მაქვს ადამიანის მიმართ ძალადობის და მათ შორის, ქალის , ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის წონააღმდეგ მიმართული ლექსებიც (მაგ ,, ლოცვა უსირცხვილობისათვის” - შეტანილია ინგლისურ ანთოლოგიაში. დევს აქაც) სიყვარულის კეთება - ჩემი აზრით, ვერ გამოდის მთლად მოქნილი თარგმანი, ,, სიყვარულის ქმნა” - უფრო მომწონს . აქედან - პირველი პირის ფორმა მე ვიქმს, შენ იქმ , ის იქმს სიყვარულს, ანუ ეს ჩემი საკუთარი, პოეტური, ოკაზიონური ნეოლოგიზმია. ემფატიკური ა სიტყვაში სიყვარულს- ა, დამჭირდა იმისთვის, რომ რაკი პოეტური სინტაგმა გავაკეთე “რლსვქმ” თანხმოვანთა სიმჭიდროვეს სიტყვათგასაყართან ა ხმოვნით შერბილება სჭირდებოდა, ჩემი აზრით. დასასრულ მინდა აღვნიშნო, რომ ესეც ისევე, როგორც ჩემი ლეწდების უმრავლესობა, ჩემი მოფიქრებულია, , აგებულია, “დადგმულია” და შეიძლება შეიცავდეს ან არც შეიცავდეს რამეს ჩემი პირსდი ბიოგრაფიიდან. იმის მიხედვით, რა მჭირდება. მე არა ვარ ავტორი - დესკრიპტორი, თუმცა ალბათ ამასაც თავისი ხიბლი, მიმზიდველობა აქვს. მე ვარ ავტორი - კრეატორი. და ალბათ ამასაც თავისი …როგორაა ქართულად მიმზიდველობის ანტონიმი? … ვერ ვიხსენებ! ნაკლებმიმზიდველობა იყოს!
2. ,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?! იმის ამბებიც გავიგონე... ჩემი- ეს არის! მომეწონა! ,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?! იმის ამბებიც გავიგონე... ჩემი- ეს არის! მომეწონა!
1. ნამდვილად არასოდეს მიფიქრია, ამდენი ეროტიკული ლექსი თუ მქონდა დაწერილი, თან ასეთი მრავალფეროვანი ხერხების გამოყენებით! არც მახსოვდა ზოგიერთი ლექსის არსებობა. მეგობარმა მთხოვა, ვაგროვებო და მისთვის ვეძებ ამ ძველებს. გზადაგზა ახლებსაც ვურევ, ვავსებ იმის მიხედვით, თუ კუდევ რაა გასაკეთებელი, სტუმრების მოლოდინში, ფუსფუსა დიასახლისი რომ ცდილობს , უკვე გაშლილ სუფრას კიდევ რამე შემატოს, სახელდახელოდ. რაკი ვპოულობ, ბარემ აქაც ვდებ. მოცულობით - იმდენი ნამდვილად გამოდის, შემეძლო, ცალკე თემატური კრებულიც შემედგინა და გამომეცა… მაგრამ რაში მჭირდება? ჩემს ოჯახში ქართულად მარტო მე ვმეტყველებ და რად მინდა , შინ მედოს წიგნი, საკუთარი შვილიშვილებიც თუ არ ჩაიხედავენ შიგ წასაკითხად. ნამდვილად არასოდეს მიფიქრია, ამდენი ეროტიკული ლექსი თუ მქონდა დაწერილი, თან ასეთი მრავალფეროვანი ხერხების გამოყენებით! არც მახსოვდა ზოგიერთი ლექსის არსებობა. მეგობარმა მთხოვა, ვაგროვებო და მისთვის ვეძებ ამ ძველებს. გზადაგზა ახლებსაც ვურევ, ვავსებ იმის მიხედვით, თუ კუდევ რაა გასაკეთებელი, სტუმრების მოლოდინში, ფუსფუსა დიასახლისი რომ ცდილობს , უკვე გაშლილ სუფრას კიდევ რამე შემატოს, სახელდახელოდ. რაკი ვპოულობ, ბარემ აქაც ვდებ. მოცულობით - იმდენი ნამდვილად გამოდის, შემეძლო, ცალკე თემატური კრებულიც შემედგინა და გამომეცა… მაგრამ რაში მჭირდება? ჩემს ოჯახში ქართულად მარტო მე ვმეტყველებ და რად მინდა , შინ მედოს წიგნი, საკუთარი შვილიშვილებიც თუ არ ჩაიხედავენ შიგ წასაკითხად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|