ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 მარტი, 2023


Жанна Агузарова - Звезда

https://www.youtube.com/watch?v=8pnppeP1YXc

ჟანა აგუზაროვა - ვარსკვლავი

ცაზე ანათებს ვარსკვლავი დიდი,
მან ჩემ შესახებ არარა იცის,
ღრუბლით მოცული შორეთის მკვიდრი
განმარტოებით განაგრძობს ციმციმს.
მას არ ანაღვლებს კუთვნილი ხვედრი,
გამოუკვლეველ სივრცეებს ელტვის,
გზას გამინათებს გამქრობი სევდის
და მიაქანებს განგების ეტლი.

თუ ვის სჭირდება, არ ნაღვლობს ოდნავ,
არვინ დასცქერის ზემოდან, აზატს,
თუმც მასზე არ მაქვს საკმაო ცოდნა
თვალ-ყურს ვადევნებ, მკრთომარეს ნაზად,
თუნდაც ვერ ვნახო ახედვით მაღლა,
კომეტებს შორის განქარდეს კვალი,
ვიტყვი, არსებობს ვარსკვლავი სადღაც
და მერწმუნება უქრობი ნათლის.

17 მარტი, 2023 წ.


Жанна Агузарова - Звезда

Одна звезда на небе голубом
Живет не зная обо мне
За три-девять земель в краю чужом
Ей одиноко в облачной стране
Но не жалея о судьбе ничуть
Она летит в неведомую даль
И свет ее мой освещает путь
И гонит прочь безвольную печаль

Кому нужна она - ей все равно
Нет никого над ней, она вольна
И я, конечно, следую давно
За ней одной пока светла она
И даже если в небе без следа
Ей суждено пропасть среди комет
Я стану утверждать, что где-то есть звезда
Я верить буду в негасимый свет

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები