ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
2 აპრილი, 2023


Борис Пастернак - О, знал бы я…

ბორის პასტერნაკი - ნეტავ წინასწარ მცოდნოდა ხვედრი

ნეტავ წინასწარ მცოდნოდა ხვედრი,
როცა კალმოსნის დიდება მსურდა,
რომ სისხლიანი სტრიქონის ჩქერი
ხორხს მიასკდება და პოეტს გუდავს.

ვიუარებდი ხუმრობას საშიშს,
ავირიდებდი დაგებულ ხაფანგს,
ჯერაც შორს ჩანდა მწერლობა მაშინ
და მორცხვი იყო პირველი სწრაფვა.

მაგრამ სიბერე ჰგავს რომის ქალაქს,
განა მოითხოვს გამოსვლას სიტყვით
და მსახიობის უაზრო ლაქლაქს,
არამედ ელის უეჭველ სიკვდილს.

როდესაც სტრიქონს კარნახობს განცდა,
სცენაზე იხმობს ყურმოჭრილ მონას,
შემოქმედებას ასრულებს ნაცადს,   
სუნთქავს მიწა და ნასიბი ფრთონავს.

2 აპრილი, 2023 წ.


Борис Пастернак -  О, знал бы я…

О, знал бы я, что так бывает,
Когда пускался на дебют,
Что строчки с кровью - убивают,
Нахлынут горлом и убьют!

От шуток с этой подоплекой
Я б отказался наотрез.
Начало было так далеко,
Так робок первый интерес.

Но старость - это Рим, который
Взамен турусов и колес
Не читки требует с актера,
А полной гибели всерьез.

Когда строку диктует чувство,
Оно на сцену шлет раба,
И тут кончается искусство,
И дышат почва и судьба.

1932 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები