ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2023


***

ისეთი წარსული მინდა ვიყო,
სიტყვაზე დავშენდე, სისხამზე გავლღვე,
ბრაზზე ავმაღლდე.
ისეთი წარსულის ნიშანი გავხდე,
მზეს რომ არ ეყოფა გასანათებლად
და ბნელი ნაწილის კიჩოზე აკონწიალონ ჩემი მომავალი,
რომელსაც ისე ეჩხირება მოუსვენრობა,
როგორც ინდაურის ჩიჩახვს
ღერღილში ჩასრესილი ჭინჭრის გორგალი.
დამსუსხოს ყველა უმეცრებამ რასაც ვერ ვამჩნევ
და შემარიგოს დღევანდელობამ უსიტყვობასთან,
თუ ნიშნისმოგებით უნდა ვიცხოვრო არხეინად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები