#ლიტმცოდნეობით_კრიტიკული_ოპუსები
ნინო დარბაისელი
“არილი” თუ “პურმ-არილი”?
მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება და თუ შეგიძლიათ, ნუ დამამადლებთ! რაღაცას ვწერ და დასკვნა ვერ გამომიტანია. არსებობს ასეთი ლიტერატურული ჟურნალი ,,არილი”, რომელმაც, სხვათა შორის, სწორედ გასულ წელს პრემია “საბა” მოიპოვა. რედაქტორი - მალხაზ ხარბედიაა და მას პრემია “საბას” მესვეურებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდი აკავშირებს, მგონი, პრემიის დაარსების დღიდან. დღიდან ჟურნალ ,,არილის” დაარსებისა - ყველა ავტორმა იცის, რომ მასში მხოლოდ ბეჭდურად გამოუქვეყნებელი და ინტერნეტით გაუვრცელებელი მასალები ქვეყნდება.
ამოცანა გვეკითხება:
ა) დაურღვევია თუ არა თავისივე შემოღებული წესი თავად რედაქტორს? ბ) რა უნდა ეწოდოს იმ პირს - მაგალითად, ირინა ტაბაღუას, რომელმაც, სხვათა შორის, ორიოდე წლის წინ იგივე პრემია “საბა” მოიპოვა, თუ უტყუარი ფაქტები ხელში მიჭირავს, რომ ამ ჟურნალში მისი სახელით გამოქვეყნებული ლექსების ნაკრებიდან - თითქმის ყველა - მინიმუმ, უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით? … რაც დასტურდება აქვე დართული ილუსტრაციებით; “არილში“ გამოქვეყნებისა და და ლიტერატურულ საიტ ,, ურაკპარაკზე” გამოქვეყნების თარიღთა მარტივი შედარებით. (გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება აქ თანდართულ ილუსტრაციებზე დასმულ თარიღებს) ეს - ინტერნეტის ჩვენებაა, ხოლო ბეჭდურ გამოცემებში რა ხდება ამ მხრივ, მე აქედან კარგად ვერ ვადევნებ თვალს.
და რას ნიშნავს ეს ყოველივე? პასუხის ვარიანტები:
ა) იქნებ ირინა ტაბაღუამ შეიყვანა შეცდომაში რედაქტორი მალხაზ ხარბედია? არ იცოდა, დებიუტანტი იყო და გულუბრყვილობით მოუვიდაო - ეს ვერსია გამორიცხულია, რადგან მას კიდევაც რომ არ სცოდნოდა, რედაქცია აუცილებლად აცნობებდა, როგორც ამას წლების მანძილზე, მუდმივად აკეთებს სხვების მიმართ? ბ) იქნებ სხვაფრივ და სხვების მიმართ მარად ფხიზელ ამ რედაქტორს რაიმე მიზეზით მოუდუნდა თვალი? გ) იქნებ ამისი მიზეზი პრემია “საბასთან” აფილირებული ანუ მარტივად, დაკავშირებული პირების რაღაც, არაწერილობითი კონვენციაა, რაიმე მსუბუქი “პურმ-არილი” ან უფრო წონიანი რამ? გ) იქნებ მე - ნინო დარბაისელი სტრონი ტენდენციური, უსამართლო ვარ და მიზეზი სრულიად სხვა რამაა. კერძოდ, - რა? - - - - *არილში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან სამს მე გიდებთ ქვემოთ, თვალსაჩინოებად, როგორც ორი წლით ადრე საიტ “ურაკპარაკზე” უკვე გამოქვეყნებულს. მათგან ერთის სათაური, ღმერთო, მომკალი და, “არილის” პუბლიკაციის სათაურადაც კია გატანილი. დანარჩენი - დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, თავად დააზუსტოთ.
P.S.
პასუხი, რომ ამ ჩემი კრიტიკული ოპუსით უფრო დიდ რეკლამას ვუკეთებ ირინა ტაბაღუას, - არ მიიღება, როგორც რეალობასთან შეუსაბამო, რადგან ჩემი მოკრძალებული, ერთპიროვნული მასშტაბი , ამ მხრივ, როგორც ხვლიკი და ნიანგი (ლორკას ალუზია) ისე შეეფარდება “არილის“, პრემია ,,საბასა“ თუ სხვათა მიერ ამ მხრივ უკვე გამოყენებულ უფართოეს შესაძლებლობებს!
- - - ილუსტრაციების აქ დადება ტექნიკურად - არ მიხერხდება . მათი ნახვა შევიძლიათ ფეისბუქის ამ ლინკზე
https://www.facebook.com/groups/1295405904257620/permalink/1689276638203876/?mibextid=afzh1R
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვისაც აინტერესებს აზრი გივი ალხაზიშვილისა ჩემზე , შეუძლია ჯერ ამ წერილს გაეცნოს, ამასობა ბაში იმედია სხვასაც ვიპოვი.
გივი ალხაზიშვილი
დილისპირული“ და ოცი წლის წინანდელი პროგნოზი
„დილისპირული“ – ასე ჰქვია ნინო დარბაისელის ახალ კრებულს. წიგნში დაბეჭდილ ოცდაერთ ლექსს წინ უძღვის თამარ ბარბაქაძის წერილი „... და მაინც ცისკენ, „ბროლკრიალა მეცხრე ცისაკენ!“ თამარ ბარბაქაძე წვრილად მიმოიხილავს წიგნში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა ლექსს და აღნიშნავს: „დილისპირული“ სხვისთვის, ანუ საკუთარ თავზე ძვირფასი ადრესატისთვის, მკითხველისთვის შედგენილი კრებულია. ისევე, როგორც ხალხური „ძილისპირულები“, ნინო დარბაისელის მიერ შეთხზული ოთხი „დილისპირული“ („ეროტიკული დილისპირული“, „გრაფიკული დილისპირული“, „მაგიური დილისპირული“, „მოჩლექილი დილისპირული“) ქალური, დედური მზრუნველობითა და სინაზით არის ავსებული, სადაც სიყვარულს შეუწყვილებია ერთმანეთთან შიში და ნეტარება“. საინტერესოა თამარ ბარბაქაძის მოსაზრება წიგნის სახელწოდების გენეზისზე. იგი ხალხურ „ძილისპირულთან“ ერთად, თამამად ავლებს პარალელს „დილისპირულისა“ და „ალბას“ მსგავსების თაობაზე და გვაუწყებს: „რადგან ნინო დარბაისელის ლექსების უმრავლესობა (ძველიც და ახალიც) სიყვარულს ეძღვნება და, შუა საუკუნეების ტრუბადური ქალების მსგავსად, ისიც სიყვარულის თანამედროვე ტრუბადურია, რომელსაც ახსოვს და უყვარს შუა საუკუნეების ფრანგული პოეზიის წიაღში გაჩენილი სალექსო ფორმა „ალბა“, ანუ განთიადის სიმღერა, რომელიც XI საუკუნეში წარმოიშვა ტრუბადურების პოეზიაში, მერე კი მთელს ევროპაში გავრცელდა“. ლიტერატურათმცოდნეს ეჭვის გამოხატვის სრული უფლება აქვს, მით უმეტეს, თუ ამის საბაბი, როგორც წიგნის სათაურში, ასევე ლექსების განწყობილებათა მოზაიკაში საგრძნობია. საინტერესოა ერთი მინიშნებაც, რომ „ფრანგი ტრუბადურები ხშირად ხმარობდნენ სიტყვებს: „გამოჭედვა“, „გამოჩარხვა“, დამუშავება“; ამიტომაც ისინი თავდადებით მუშაობდნენ სტილზე, ფორმის დახვეწაზე, ლექსის კეთილხმოვანებაზე, რითმაზე“. ნინო დარბაისელის წიგნებში „ახალდედები“ (1987 წ.) და „ჩემი სიყვარულის პწკარედი“ (1994 წ.) ძირითადად თავისუფალი ლექსები, ეგრეთ წოდებული ვერლიბრებია დაბეჭდილი, რაც ვერლიბრის მაშინდელი ბუმის თუ გატაცების ერთგვარი ექო იყო. თუმცა მისმა ორივე კრებულმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება სითამამით, გულწრფელობით, ორიგინალური ინტონაციით და „არაპოეტური“, ვგულისხმობ „ლიტერატურშჩინისგან“ სრულიად განრიდებული თემატიკით. ეს თვისებები, საკუთარი ხმის დამკვიდრების ტენდენცია ბუნებრივად გადმოდის მის მესამე წიგნში „დილისპირული“ და კიდევ უფრო მძაფრდება უძველეს, კონვენციურ ლექსში სათქმელის ახლებურად გამჟღავნების მცდელობით. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ლექსი „ეროტიკული დილისპირული“, რომლის პირველი, უფრო ვრცელი ნაწილი თავისუფალი ლექსია, ბოლო ექვსსტრიქონედი კი კლასიკური პოეზიის საყურადღებო ნიმუში:
რამ დააწყვილა ასე შიში და ნეტარება, ან გული ჩემი სულ აკრძალულს რად ეტანება, ან ასე მკაცრი რატომ არის ღვთის ნება ნეტა, შენ მოგროვება გიწერია და მე ტარება?
ვერც საკუთარ თავს, ვერც ერთმანეთს ვერ გავექცევით. დავრჩეთ, ძვირფასო, სამუდამოდ თავფეხშექცევით!
ორი სალექსო ფორმის, ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის თანაარსებობა ერთ ლექსში საინტერესო კონგლომერატს ქმნის, ხოლო ბოლო მელოდიური აკორდი, ერთგვარი ნოსტალგიაა დაკარგული ჰარმონიისა. „გრაფიკული დილისპირული“ – ფაქტობრივად შეუმდგარ დიალოგზეა აგებული და სემანტიკური თვალსაზრისით – დიალოგური დინამიკა მოჩვენებითია, რადგან შვილის ყოველი შეკითხვა უპასუხოა, ამიტომაც დედის პასუხები იმ უმწეობის გამომხატველია, რაც შეკითხვებშია ჩამალული. შეკითხვები, რომელთაც პასუხი არ გააჩნია და დედის შიშნარევი სიტყვები, რომელიც მხოლოდ პასუხის ცდაა, სხვა არაფერია, თუ არა შიში, მარად რომ თან სდევს „გაზრდილ ბავშვებს“. ყველა ბავშვს, ადრე თუ გვიან უჩნდება მსგავსი შეკითხვები, რომელთაც ვერასდროს პასუხობს მშობელი და ბავშვის მომავალი ცხოვრებაც სხვა არა არის რა, თუ არა ამ შეკითხვებზე პასუხის ძებნა, ან სულაც ამ „მარტივ“ შეკითხვებზე წაყრუება, ხსოვნის იმ შრეებიდან ამოტივტივება, რომელთა დავიწყება დროდადრო მაინც სჭირდება ადამიანს. „მოჩლექილი დილისპირული“ არა მგონია რაიმე კავშირში იყოს ფუტურისტულ გამოცდილებასთან, როგორც თამარ ბარბაქაძე მიიჩნევს, უფრო დედის წამღერებაა, რომელიც შვილს „ენის მოჩლექით“ ეფერება. საქმე გვაქვს ქაღალდზე გადატანილ „ზეპირსიტყვიერებასთან“, თავის ვერბალურ წარმომავლობას რომ ინარჩუნებს. შემთხვევით არ გამხსენებია სიტყვა „წამღერება“: ასე წაიმღერებენ ხოლმე სიყვარულით გულავსებული დედები თუ დიდედები, ცხადია, განსხვავებულ ტექსტებს და ეს წამღერება, შეძლებისდაგვარად გარითმული, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ დიდი სიყვარულის გამომხატველია, არამედ იმ შიშის უარყოფის ცდაა, რაც მუდამ თან სდევს უსაზღვრო სიყვარულს. შეუძლებელია ამ ლექსში არ ამოვიცნოთ ხალხური ინტონაცია: „დედის თვალებს ფუი, ფუი!“, რომელიც ყოველგვარი ენის მოჩლექის გარეშე ფიქსირდება ლექსში და გაუცნობიერებელი, წარმართობისდროინდელი შიშის ნამცეცია. ამ განცდის პირველწყაროს ძებნა და მისი რელიგიური ბუნების ამოცნობა შეუძლებელია, ისე კი უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს შეგრძნება – ძვირფასი არსების გაუცნობიერებელი დაკარგვის შიში – მეტ-ნაკლებად ყველა დედის საკუთრებაა, რომელიც ნინო დარბაისელმა – პოეტმა-დედამ, თავისებურად გაგვიმჟღავნა ამ ლექსში. ნინო დარბაისელი ამჯერადაც საკუთარ ბუნებას ხატავს, ბუნებას, რომელიც კაცობრიობის ხნისაა. ეს შეგრძნება მრავალგზის აღემატება სიტყვებს: მშობლიური ინტიმი, იდილია, ჩვეულებრივი სიყვარული, რადგან სიყვარული მუდამ რაღაცის დაკარგვის შიშის შემცველია და ამგვარი მოლოდინის ჰორიზონტი თანაგანცდას აღძრავს მკითხველში. შვილის მონატრებით აღსავსე სადა თხრობა მაშინ იძაბება, როცა გაოცებული კითხულობს:
ნეტა რა იქნა ჩემი თეო, ისევ შენშია? როგორც კურკა ხილში, ....................................... ან როგორც ბუტკო – ოდნავ ღია ვარდის კოკორში.
ციტირებულ სტრიქონებში ორად ორი სიტყვა „ოდნავ ღია“ (იგულისხმება „ვარდის კოკორი“) ზედმეტად ამხელს სათქმელს და ჩნდება ეჭვი, რომ „როგორც ბუტკო – ვარდის კოკორში“ – „ოდნავ ღია“-ს გარეშე უფრო ეფექტურია.
კენტო შროშანო, ანგელოზო, ჩემო ფრთოსანო, ფრიადოსანო...
ეს სამი სტრიქონი, გულუბრყვილოდ გარითმული სამსტრიქონედი, იმდენად ნაივურია, რომ შემთხვევითი რითმები, სულაც არაა თვითმიზნური და ვერბლანის არსებობის ილუზია ჩნდება.
მაგრამ რა ვუყო ამ ავ სიზმრებს შიშსა და თვალთვალს, ქვეყნად რამდენი ხიფათია – მუდმივ მოლოდინს.
უკვე ვისაუბრე იმ უნებლიე შიშზე, რაც ამ ლექსში უფრო გამოიკვეთა და გაცხადდა. ამის დასტურია შემდეგი სამი სტრიქონიც, ერთგვარ დიალოგს რომ აგრძელებს დედასა და შვილს შორის და შვილის შეკითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება:
„დედი, მითხარი, რატომ არის ცხოვრება ასე!“ რა გიპასუხო?
დედა-ავტორი, განა თვითონ არ აღიარებს, რომ:
მე არაფერი აღარ ვიცი, დედობის გარდა, მაგრამ განა ვიცი დედობა?
როგორც მოგახსენეთ ნინო დარბაისელის „დილისპირული“ იმითაც განსხვავდება წინა ორი წიგნისაგან, რომ აქ თავი იჩინა კონვენციური ლექსის სასურველ დონეზე ფლობამ. სამაგალითოდ, „ეროტიკული დილისპირულის“ ბოლო ექვსსტრიქონედთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ „თხილამურები“, რომელიც მშვენივრადაა შესრულებული:
როგორ გარიდო ეს ქროლვის ჟინი, ეს თავგანწირვა და აღტაცება, და ვიდრე ასე გვერდით გიდგავარ, მინდა გასწავლო, უნდა გასწავლო!.. როგორ გასწავლო სწორად დაცემა?
რატომღაც მეზედმეტება ციტირებულ სტროფში „ჩატეხილი“: „მინდა გასწავლო, როგორ გასწავლო!..“ ჩემი აზრით, ეს ოთხი სიტყვა იგივე შიშის გაცხადებაა, რაზეც ვსაუბრობდით, თუმცა ზედმეტადაა განმარტებული და უსაზღვრო გულუბრყვილობა ანელებს მოულოდნელობის ეფექტს, თანაც „ჩატეხილი“ სტრიქონი მხოლოდ დედობრივ სურვილს ამჟღავნებს და შეფარულ შიშზე ხაზგასმა ბოლომდე ხსნის სარკმელს, რომლის სანახევრო ღიაობა, ან არსებული მინიშნება – სრულიად საკმარისი იქნებოდა. აქ, ქვეტექსტს „სქოლიო“ არ სჭირდება. „მკერავები“ („აკვარელი მარინე კეკელიძეს“) იმდენად ბუნებრივადაა შესრულებული, რომ ლექსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, და არა თვითმიზანი, – განცდის „გადადების“ ხარისხი ისე მაღალია, თითქოს ამ ლექსის დამწერი არც კი არსებობს და თუ არსებობს, იგი მხოლოდ ჩამნიშვნელია, უნებლიეთ, თავისით გაჩენილი სტრიქონებისა, რომელთა ზეგავლენისაგან თავის დაღწევა მხოლოდ მათი „გამოდევნითაა“ შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ნინო დარბაისელის სალექსო ენის თავისებურების შესახებ: იგი მთლიანად მინდობილია პროსოდიულ მეტყველებას და თვითვე არის ამ ტექსტების მთქმელიცა და ჩამწერიც, მაგრამ ტექსტად ქცევის შემდეგაც, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის – „მთქმელი“ – პროსოდიული მეტყველების პირველწყარო, უფრო საჩინოა, ხოლო „ჩამწერი“, სადღაც, შორიახლოს დგას. ამგვარი შერწყმა დაცლილია სიყალბისაგან და თუ რამ სათუოა, მხოლოდ იმ ბეწვის ხიდზე სიარული, რასაც ჭარბი გულუბრყვილობა ჰქვია, რითაც აღსავსეა თითქმის ყოველი მისი ლექსი და, რაც ღირსეული, ანუ საინტერესო პოეზიის დონეზეა აყვანილი. სწორად შენიშნავს თამარ ბარბაქაძე, რომ „სიყვარული წარმოუდგენელია დიალოგის სურვილის გარეშე, დიალოგი კი თხოულობს ფორმას, ჩარჩოს“. ეროტიკული პოეზიის ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშია – „შუაღამის სიზმარი“, ამ ლექსში დიონისური ვნებები განფენილია წყვილს შორის გამართულ დიალოგში, სადაც „უკუნეთსა“ და „სიცივეს“, რაც ჩვენთვის მეტად ნაცნობია, სიყვარული მრავალგზის აღემატება. ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ როგორ ახერხებს ავტორი, ამ, თითქოსდა, ერთი შეხედვით, ბანალური სცენის გაცოცხლებას და ნაკლებად მაინტერესებს, რას აღწერს იგი. „შუაღამის სიზმარი“ იმის დასტურია, რომ ნინო დარბაისელი „ბროლკრიალა მეცხრე ცისაკენ“ მიწიერი, ე.ი. ადამიანური, მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე თვალებით იმზირება. ამის თქმის უფლებას ისიც მაძლევს, რომ მის ლექსებში, თითქმის ვერ წავაწყდი რაიმე განყენებულს, ადამიანის გარეშე დარჩენილ ზოგად განცდას (თუ შეიძლება ასე ითქვას). ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ავტორისეული ტექსტი გვერდს უვლის წიგნიერ ცოდნას და იგი შეგრძნებათა პირველწყაროს კარნახით, ანუ გულის კარნახით წერს. ნინო დარბაისელის პირველ პუბლიკაციებს, მის პირველ ნაბიჯებს ტარიელ ჭანტურიამ მიაპყრო ყურადღება. მისი ოპუსი, „პირველი ინტერვიუ ნინო დარბაისელთან“, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გამოქვეყნდა და შემდეგ ავტორმა თავის წიგნშიც („დინოზავრიდან დიზაინამდე“) შეიტანა. ტარიელ ჭანტურიას შეეძლო ეს „სათუო პროგნოზი“ – მაშინ ბევრისთვის ასე ჩანდა, გვერდზე გადაედო და წიგნში მაინც არ დაებეჭდა. რა რჯიდა, ასე უფრო იოლი არ იყო? დასჯერებოდა ერთხელ გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც აუცილებლად ჩაიკარგებოდა გაზეთებისა და ჟურნალების, ალმანახების გროვაში და დაზღვეულადაც იგრძნობდა თავს; ვინ იცის, იქნებ პროგნოზი არ გამართლებულიყო?! ტარიელ ჭანტურია არ ეკუთვნის იმ მწერალთა რიცხვს, წიგნში რომ ყველაფერი შეაქვთ, რაც კი დაუწერიათ. ნინო დარბაისელის ახალი, მესამე პოეტური კრებულის კითხვისას გამახსენდა თითქმის ოცი წლის წინანდელი „პროგნოზის“ ამბავი, მოვიძიე ტარიელ ჭანტურიას წიგნი „დინოზავრიდან დიზაინამდე“ და სასურველ ოპუსსაც მივაგენი, რომელიც ერთ გვერდს ოდნავ აღემატება და გადავწყვიტე მისი ციტირება:
„პირველი ინტერვიუ ნინო დარბაისელთან
– რამდენი წლის ხართ, ნინო? – თექვსმეტის, მეჩვიდმეტეში! – რითმიან ლექსებს არა წერთ? – როგორ არა! რითმიანი ლექსებიც მოვიტანე, მაგრამ მათი დაბეჭდვა არ მინდა. ისინი ისე მოვიტანე – ასე ვთქვათ, საბუთად: რატომღაც ყველას, ვინც თავისუფალ ლექსს წერს, ეჭვით უყურებენ – შეუძლიათ თუ არა კონვენციური ლექსის დაწერა. – ეს იმიტომ, ეტყობა, რომ, საყოველთაო მიღებული აზრის თანახმად, რითმიანი ლექსის წერა უფრო ძნელია. – პირადად მე, პირიქით მგონია. ბავშვი ფეხის ადგმას რომ იწყებს, ჭოჭინაში სვამენ. რითმიანი ლექსიც ჭოჭინასავითაა – აქეთ რითმა, იქით რითმა. ხან ამას მოეჭიდები, ხან იმას, და აღარ დავარდები. მაგრამ პოეზიამ დიდი ხანია უკვე აიდგა ფეხი და ჭოჭინა, ვფიქრობ, აღარ უნდა სჭირდებოდეს. – რაღაც ამის მსგავსი აქვს ნათქვამი რობერტ ფროსტსაც: თავისუფალი ლექსი უბადოდ ჩოგბურთის თამაშსა გავსო. მოკლედ, ბადეზე საბოლოოდ თქვით უარი, არა? – რატომ! თავისუფალი ლექსი, ჩემი ფიქრით, კონვენციური ლექსის ყველა მონაპოვარს უნდა გულისხმობდეს, მათ შორის რითმასაც, სხვათა შორის. რამდენადაც ვიცი, დასავლური ვერლიბრისათვის არც შიდა რითმებია უცხო, არც ალიტერაცია, არც სხვა სალექსო კომპონენტები. – ერთი შეკითხვაც, ნინო, სავალდებულო შეკითხვების რიგიდან: რაზე მუშაობთ ამჟამად? – ისტორიის სახელმძღვანელოზე! არა, კი არ ვწერ, ვკითხულობ: წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო მისაღები გამოცდები და ისტორიის განსაკუთრებით მეშინია. – გისურვებთ, რომ სექტემბერში, როცა კრებული „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ბაზარზე გამოვა, უკვე სტუდენტი ყოფილიყოთ! – დიდი მადლობა!
ეს მინი ინტერვიუ კრებულ „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დებიუტანტ ნინო დარბაისელს მაშინ ჩამოვართვი, როცა იგი სახელმწიფო უნივერსიტეტში შესასვლელად ემზადებოდა. დღეს ნინო ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ლიტერატურაშიც ბევრს მუშაობს. ყველას, ვისაც ეს ინტერვიუ ჩაუვარდება ხელში, ვურჩევ, თვალყური ადევნოს ნინო დარბაისელის პოეტურ ზრდას – იგი, ჩემი ფიქრით, უაღრესად ნიჭიერი გოგონაა“ (ტარიელ ჭანტურია).
ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ვადევნებ თვალს ნინო დარბაისელის „პოეტურ ზრდას“ და გულწრფელად მიხარია, რომ პროგნოზი მაქსიმალურად გამართლდა.
ლ ვისაც აინტერესებს აზრი გივი ალხაზიშვილისა ჩემზე , შეუძლია ჯერ ამ წერილს გაეცნოს, ამასობა ბაში იმედია სხვასაც ვიპოვი.

ლ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|