| ავტორი: ტინნე ჟანრი: პროზა 11 აპრილი, 2023 |
იგივე სახლი და იგივე მზრუნველობა. რაციონალური აზროვნებისგან დამოუკიდებლად მოსული, სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნება. მშიერი და გადაღლილი კვლავ ძველ ოთახში აღმოვჩნდი. ფოტოსურათი ისევ არსად ჩანდა. თავის მოწესრიგებისა და ორიოდე ლუკმის გაღეჭვის შემდეგ, საწოლზე დავეცი და მყისიერად გავითიშე. მკვდარივით მეძინა, უსიზმროდ. საუბარმა გამომაღვიძა, მისაღები ოთახიდან ისმოდა. ორნი იყვნენ. მარკო მაშინვე ვიცანი, მაგრამ თანამოსაუბრის ხმა პირველად მესმოდა. იტალიურად საუბრობდნენ და როგორც დასაწყისშივე მივხვდი, დიალოგი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. კართან უჩუმრად მივედი და მივაყურადე. - მარკო, დანამდვილებით ვიცი, ხვდები, რამხელა საფრთხეში აგდებ ოპერაციასაც და საკუთარ სიცოცხლესაც. კარგად იცი, რამდენხანს მზადდებოდა და რამხელა რესურსია მასში ჩადებული. ისიც კარგად მახსოვს, რომ მონაწილეობას შენივე სურვილით იღებ და ახლა, როცა მიზანთან ამდენად ახლოს ხარ, გინდა გარისკო ვიღაც ჩვეულებრივი, რიგითი გოგოს გამო, რომელიც უბრალოდ ძალიან ჰგავს ელენას. მესმის, ემოციებს აჰყევი მაგრამ თავის ხელში აყვანა უნდა შეძლო, რადგან შენ აქ მისი სიცოცხლისთვის შურის საძიებლად იმყოფები და ამ ერთი მსხვერპლის გაწირვა ღირს, სხვა ათობით ადამიანის სიცოცხლედ. ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაყარო, მითუმეტეს რომ დიდი დონის სიკვდილმა საქმე ძალიან გაგვირთულა. ეს ოპერაცია ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ნებისმიერ ფასად!.. - ყველაფერი მშვენივრად ვიცი. მე მას აქედან უსაფრთხოდ გაყვანას დავპირდი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ, თუნდაც აღარასოდეს ვნახო. სანამ თვითმფრინავისკენ მიმავალს არ დავინახავ, ვერანაირი ძალა ვერ შემაჩერებს. - მასთან ერთად აღარ უნდა დაგინახონ! დონმა გაპატია, უკან მიგიღო და გამოიყენე ეს შანსი. - ხმა ჯიუტად იმეორებდა, თუმცა რამდენიმე წამში შემრიგებლური ტონით დაამატა. - რადგან ასე ნერვიულობ, შეგვიძლია სხვას გავაყოლოთ. სანდო ადამიანის მონახვა, ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს. - სანამ მის თვითმფრინავს ცაში არ დავინახავ და დანამდვილებით არ მეცოდინება რომ თავადაც იქაა, ვერ დავმშვიდდები და ვერც ვერავის ვენდობი. ეს ასე იქნება და აზრი აღარ აქვს ამ საუბრის გაგრძელებას, რადგან გადაწყვეტილებას არ შევიცვლი! ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ სკამის იატაკზე გაჩოჩების და კარის ხმა მომესმა. მაშინ კი გავბედე და საძინებელი დავტოვე. ჩემს უკანასკნელ კითხვას, რომლის პასუხსაც ისედაც ვხვდებოდი, საბოლოოდ მოეძებნა ლოგიკური ახსნა. ის უკან ჩემს გამო დაბრუნდა... მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ამით საკუთარი სიცოცხლით რისკავდა. წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, ეჭვიანობისგან გაშმაგებული და შეურაცხყოფილი, შეყვარებული ქალი რას მოიმოქმედებდა მისი დანახვისას. მხოლოდ ეზოში დანახული სცენა და მათი კოცნაღა მიტრიალებდა გონებაში. მიუხედავად ამ წუთას მოსმენილისა, ამის ყოველ გახსენებაზე სუნთქვა მეკვროდა. გულის კუნჭულში ვხვდებოდი, რომ ახლა ყველაფრის დაჯერებას უფრო მარტივად შევძლებდი, ვიდრე იმის აღიარებას რომ უბრალოდ ვეჭვიანობდი. ის ღია ფანჯარასთან იდგა და მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა, რომ მივუახლოვდი მკვეთრად შემობრუნდა. - მზად ხარ გარეთ გასასვლელად? რაღაც მინდა გაჩვენო. თავი უსიტყვოდ დავუქნიე და უკან გავყევი. მანქანა დაძრა და მელბურნისკენ წავედით. ხმა არცერთს ამოგვიღია. ცოტა ხანში უზარმაზარმა აბრამ მამცნო რომ ვესტგეითის პარკში შევედით. მარკომ მანქანა ჩრდილში დატოვა და გზას ფეხით გაუყვა. მივყევი. ირგვლივ წარმოუდგენლად ლამაზი ხედები გამოჩნდა, მაგრამ ეს სიამოვნების შეგრძნება მოულოდნელად საშინელმა სუნმა გადაფარა, თითქოს ერთდროულად მილიონი გაფუჭებული კვერცხი ამ ადგილას მოეტანოთ. სანამ ამის მიზეზს გავარკვევდი, მწკრივად მდგომი ხეების კოლონა დასრულდა და ჩემს თვალწინ ვარდისფერი საოცრება გადაიშალა. "მარწყვის რძესავით" მოლივლივე ტბის რეალურად დანახვამ, იმაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვიდრე წარმოვიდგენდი. მყისიერად გაუფერულდა მანამდე ნანახი, ინტერნეტით მოძიებული თუ მსოფლიო "ინფლუერსერთა" ფოტოები. წამიერად მივხვდი ამ საშინელი სუნის გამომწვევ მიზეზსაც. მე ვესტგეითის პარკის ვარდისფერი ტბა-საოცრების წინაშე ვიმყოფებოდი, ტურისტულად ერთერთ ყველაზე პოპულარულ ლოკაციაზე. მარკო იდგა და ეშმაკური ღიმილით მიყურებდა. კარგად იცოდა, ჩემი ყურადღება რაზე გადაეტანა და გამოუვიდა კიდეც. მადლობა უსიტყვოდ გადავუხადე და ნაპირისკენ წავედი. ამ ხელოვნურად შექმნილმა ტბამ 2013 წლიდან "გაფერადება" დაიწყო. ის ყოველი წლის გაზაფხულიდან, მეწამულ ვარდისფერ შეფერილობას იღებს და ასე რჩება შემოდგომის ბოლომდე. იქამდე, სანამ დაბალი ტემპერატურა კვლავ არ გაალურჯებს. თავდაპირველად, შეფერილობის ცვლილება მომწამლავ ქიმიურ ნივთიერებებთან დააკავშირეს, თუმცა ექსპერტებმა მალევე დაადასტურეს რომ მოვლენა ბუნებრივი იყო, რაც მარილიან ტბაში წყალმცენარეების ზრდითაა განპირობებული. ამ დროს მიმდინარეობს ფოტოსინთეზი და გამოიყოფა წითელი პიგმენტი, რომელსაც ბეტა-კაროტინი ჰქვია. ავსტრალიის მთავრობა, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ბანაობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან მაღალი კონცენტრაციის მარილმა, შესაძლოა კანი დააზიანოს. ვარდისფერი ტბის ფენომენი ასევე ფიქსირდება კანადაში, ესპანეთში, სენეგალსა და ავსტრალიის სხვა ტბებში. ,,მარწყვის რძის" წყალსატევი იმდენად ზღაპრულად ლამაზი იყო, რომ მისი არასასიამოვნო სუნი სულაც აღარ მანაღვლებდა. როდესაც "მხედველობითი შიმშილი" დავიკმაყოფილე, მარკოს მივუბრუნდი. ხასხასა ბალახზე ფეხმორთხმით ჩამჯდარიყო. მეც მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი. ქალური ინტუიცია მკარნახობდა, რომ აქ მხოლოდ ტბის სანახავად არ მოვუყვანივარ. საუბარი უნდოდა, თუმცა დაწყება უჭირდა. ამიტომ ვამჯობინე, მისთვის ეს ტანჯვა შემემსუბუქებინა და ვუთხარი რომ სოფისგან ყველაფერი ვიცოდი და მხოლოდ ის მაინტერესებდა თუ როგორ მომაგნო ვილიდან გაქცევის შემდეგ. ვუთხარი და ერთბაშად ამოვისუნთქე. ცარიელი ადგილების ამოვსების დრო დამდგარიყო. უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე, პასუხის გაცემის დრო... ჩაეცინა და სრულიად მოულოდნელი რამ ჩაილაპარაკა. ჩემი ვილაში ყოფნა და შემდეგ გაქცევის მიმართულება, მისთვის საყურიან ახმახს ეთქვა. ის უკან დაბრუნებულ, საღსალამათ მარკოს სავარაუდოდ არ ელოდა. ასევე არ ელოდა დონის სენტიმენტალურ გადაწყვეტილებას, რომელმაც საყვარელ მამაკაცს ჩადენილი აპატია. "საკონტროლო გასროლა" გააკეთა და მეტოქის მოცილება ამ გზით გადაწყვიტა. ჩავარდნილი ხმით, ისიც დაამატა რომ რამდენიმე თვის უკან, თითქმის დასრულებულ ოპერაციას, ხელი მთავარი დონის უცაბედმა სიკვდილმა შეუშალა. მანამდე შეგროვებული, მაკომპრომეტირებელი მასალის დიდი ნაწილი გამოუსადეგარი გახდა და მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. დონის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი, წესისამებრ ბოსმა დაიკავა, მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა. მარკო კი იძულებული გახდა, დაწყებული ბოლომდე მიეყვანა. ამიხსნა რომ, ის ადამიანი ვისი ხმაც ამ დილას მოვისმინე, იგივე პიროვნება იყო, ვისთან საუბრის გამოც პირველად გავიქეცი მისი სახლიდან, და ის ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. დასასრულს, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა რომ მამაჩემი აქ იმყოფებოდა და ხვალ, აეროპორტში მისვლისას მის ნახვას შევძლებდი. უცაბედმა სიხარულმა დამამუნჯა და ცრემლები წამომცვივდა. დაჯერება გამიჭირდა რომ რამდენიმე საათში, ჩემს სისხლსა და ხორცთან ჩახუტებას შევძლებდი. მასთან ერთად კი, ქვეყნიერებაზე აღარაფრის შიში აღარ მექნებოდა. როდესაც შედარებით დავმშვიდდი, სახლისკენ წავედით. ახლა სრულიად გასაგები გახდა, თუ ვისი წყალობით მოვახერხე ვილიდან ასე მარტივად გაქცევა. ფაზლის გამოტოვებული, ცარიელი ადგილები ბოლოს და ბოლოს შეივსო. ხვალინდელი მოსალოდნელი შეხვედრის გარდა, იმის გააზრებაც უზომოდ მაბედნიერებდა, რომ არანაირი "სტოკჰოლმის სინდრომი" არ მჭირდა და ჩემი ქვეცნობიერი დასაწყისშივე მიხვდა, მარკო ბოროტმოქმედი რომ არ იყო. სახლში დაბრუნებულს მეხსიერების ბარათი გამახსენდა. მარკოს კომპიუტერი ვეთხოვე, საძინებელში შევიკეტე და მის შესწავლას შევუდექი. დონის მყარი დისკიდან ჩამოტვირთული, არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა, მასალა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა და მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ბარათი ვერც დაცვის იქნებოდა და მითუმეტეს, ვერც მაფიის დონის. უცებ დეტალურად გამახსენდა, სოფის განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი კედებისადმი. ეს მან დამიტოვა სამხილები, მან დააგდო ჩემთვის პალატიდან გაყვანის წინ, როდესაც მიხვდა რომ აქედან თავს ვეღარასდროს დააღწევდა. დაჯგუფების ლიდერის კომპიუტერთან წვდომა არც მარკოსთვის იქნებოდა რთული ამოცანა, ამიტომ ჩემს მიერ ჩამოტვირთულ ინფორმაცია დროებით გვერდით გადავდე და ძირითადი ყურადღება სოფის ფაილებზე გადავიტანე. თავი სასარგებლოდ ვიგრძენი, რადგან ის დეტალები, რაც იქ აღმოვაჩინე, მარკოს საკმაოდ წაწევდა წინ და ჩემი მეგობრისთვისაც რაღაცის გაკეთებას შევძლებდი. დაჯგუფების განადგურება მისი გამარჯვებაც იქნებოდა და ვინ იცის, იქნებ ეგრძნო კიდეც იქ, სადაც ამჟამად იმყოფებოდა. დოკუმენტებთან ერთად, რამდენიმე აუდიოჩანაწერიც ვიპოვე და მონაცვლეობით მოვისმინე. საუბარი ძირითადად ნარკოტიკების გადაზიდვაზე, მარშრუტებსა და უკვე მათ ხელთ არსებულ დონორებზე მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო ხმოვანმა შეტყობინებამ ძარღვებში სისხლი გამიყინა. კომპიუტერის დინამიკებიდან გარკვევით ისმოდა ახალი დონის მტკიცე ხმა, თუ როგორ ცივსისხლიანად იძლეოდა სპეცრაზმის ხაფანგში შეტყუებისა და განადგურების ბრძანებას. უეცრად მოწოლილმა ადრენალინმა ფეხზე წამომაგდო. ჰაერის ჩასუნთქვას ამაოდ ვცდილობდი და კედლებს დამწყვდეული მხეცივით ვაწყდებოდი. რატომღაც დარწმუნებულმა, რომ ამის შესახებ მარკომ არაფერი იცოდა, იმაზე დავიწყე ნერვიულობა თუ როგორ მეთქვა მისთვის ეს შემზარავი სიმართლე. ჩემს ვარაუდს იმაზე ფიქრი მიმტკიცებდა რომ, ამ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ის ვერასდროს შეძლებდა სარეცელი საკუთარი საცოლის მკვლელთან გაეყო, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო შურისძიების წყურვილი. მართალია, მასალა ძირითადად ძველ დონზე იყო შეგროვებული და შესაბამისად, თითქმის უსარგებლო, თუმცა რამდენიმე დოკუმენტი მაფიის ახალ მმართველზე მიუთითებდა. სულაც რომ არაფერი ყოფილიყო, მხოლოდ ჩანაწერიც კი საკმარისი იქნებოდა, მის გისოსებს მიღმა მრავალი წლით გამოსაკეტად. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და დამშვიდებას შევეცადე. არ ვიცი, ამას რა დრო დაჭირდა მაგრამ მეგონა, საათი ერთ ადგილას გაიყინა. შემდეგ უბრალოდ წამოვდექი, კარი გამოვაღე, მარკო მოვიხმე და ჩანაწერი ჩავრთე. მას ამის შესახებ უნდა სცოდნოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა სახით შეიტყობდა სიმართლეს. მისი რეაქციით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კრიტიკულ სიტუაციებში თავის ფლობის შესანიშნავი უნარი გააჩნდა. შინაგან მდგომარეობას, მხოლოდ მაგრად შეკრული მუშტებით და დაჭიმული ყბის ძვლით გამოხატავდა. ცოტა ხნის შემდეგ იკითხა, თუ საიდან მქონდა ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გამაოცა, ხმა საოცრად მშვიდი ჰქონდა. მე ბარათისა და მასში მოთავსებული ინფორმაციის შესახებ მოკლედ მოვუყევი. მადლობა გადამიხადა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა. აეროპორტისკენ მიმავალი გზა, ყველაზე გრძელი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გარეგნულად თითქოს არაფერი მემჩნეოდა, მაგრამ შინაგანად ნამდვილი გრიგალი მიტრიალებდა სხეულში. ჩვენს საპირისპიროდ მოძრავი საგნები, სივრცეში გადნა და გაიფანტა. კვლავ საშინელების მოლოდინში, ყოველ წამის მსვლელობას მტკივნეულად აღვიქვამდი. მამაჩემის სახის წარმოდგენას ვცდილობდი და არ გამომდიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მშობლიური სახლი რამდენიმე წლის უკან დამეტოვებინოს და საყვარელი ადამიანების სახე, დროს გაეუფერულებინოს. მიუხედავად მარკოს ოლიმპიური სიმშვიდისა, ეს მტანჯველი მდგომარეობა მოსვენებას არ მაძლევდა. აეროპორტის საპარკინგე მოედანი სავსე დაგვხვდა. თავისუფალი ადგილი გაჭირვებით ვიპოვეთ და მანქანიდან გიჟივით გადავფრინდი. ირგვლივ მიმოხედვისას, ტერიტორიის მასშტაბებმა მიმახვედრა რომ მარკოს წინ გასწრებით, საჭირო გასასვლელის ძებნისას, უფრო დიდ დროს დავკარგავდი, ამიტომ ნაბიჯი შევანელე და უკან გავყევი. მივდიოდი და ვცდილობდი, უზარმაზარ ფილებს შორის მდებარე, შეუმჩნეველი ხაზებისთვის ფეხი ამერიდებინა. ბავშვობისდროინდელმა ჩვეულებამ საშუალება მომცა, საკმაოდ დიდი მონაკვეთი შეუმჩნევლად გამევლო. თავი სწორედ მაშინ ავწიე, როდესაც ჩემს მოსაცდელ სივრცეს მივუახლოვდით და მიუხედავად არეული მზერისა, თვალებმა, საოცრად ნაცნობი ფიგურა, სინათლის სიჩქარით მოძებნა. ადგილს მოვწყდი და მისკენ გავქანდი. მშობლის ოჯახივით მყუდრო და ფართო მკერდში ჩავიკარგე, ცრემლები შეთანხმებულივით მოწყდნენ თვალებს. სიმშვიდის საოცარმა შეგრძნებამ, რამდენიმე წამით რეალობასაც კი მომწყვიტა. მარკო შორიახლოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და სევდანარევი, მომღიმარი სახით გვიყურებდა. როდესაც საყვარელი სურნელით ფილტვები ბოლომდე ავივსე, გვერდით გავდექი. მამაჩემმა მარკოს ხელი ძლიერად ჩამოართვა და შვილის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა. მან კი, თითქოს პასუხად, ჩემი საბუთები გაუწოდა, თვალი ამარიდა და უსიტყვოდ გაბრუნდა. დიდი მანძილი არ ექნებოდა გავლილი რომ მოულოდნელად შეჩერდა, უკან შემობრუნდა, სწრაფად მომიახლოვდა და ღონიერი მკლავებით მაგრად ჩამიხუტა. და სწორედ მაშინ, როცა სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა ერთიანად გამთანგა, ყურთან ქართულად ნათქვამი, - გიპოვი!.. - მომესმა.
ეძღვნება ყველა ემიგრანტს!
დასასრული
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნიკი, მადლობა კიდევ ერთხელ. აუცილებლად გავითვალისწინებ გადახედვისას :* ნიკი, მადლობა კიდევ ერთხელ. აუცილებლად გავითვალისწინებ გადახედვისას :*
8. უბრალოდ ის კი არაა გაურკვეველი, ვინ ვინ იყო და ვინ რა იყო ვისთვის უბრალოდ ასე 2-3 ნაწილში რომ მოგვიხდა ამის აღქმა ეგაა რთული. არადა მანამდე ნელა-ნელა მიდიოდა განვითარება თანდათანობით და უცებ ელვის სისწრაფით განვითარდა
ზოგადად კარგად და საინტერესოდ წერთ ეგ ფაქტია :) უბრალოდ ის კი არაა გაურკვეველი, ვინ ვინ იყო და ვინ რა იყო ვისთვის უბრალოდ ასე 2-3 ნაწილში რომ მოგვიხდა ამის აღქმა ეგაა რთული. არადა მანამდე ნელა-ნელა მიდიოდა განვითარება თანდათანობით და უცებ ელვის სისწრაფით განვითარდა
ზოგადად კარგად და საინტერესოდ წერთ ეგ ფაქტია :)
7. ნიკი, მადლობა თქვენ, დროს რომ მითმობთ. გადავხედავ კიდევ ერთხელ, რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი გასაგებად ავხსენი. არც მთლად დაღეჭილი ლუკმა მინდოდა გამომსვლოდა, მომწონს მკითხველსაც რომ რჩება ცოტა ფანტაზიის ადგილი ნიკი, მადლობა თქვენ, დროს რომ მითმობთ. გადავხედავ კიდევ ერთხელ, რატომღაც მეგონა რომ ყველაფერი გასაგებად ავხსენი. არც მთლად დაღეჭილი ლუკმა მინდოდა გამომსვლოდა, მომწონს მკითხველსაც რომ რჩება ცოტა ფანტაზიის ადგილი
6. წავიკითხე თავის დროზე და ახლა ვდებ მხოლოდ კომენტარს ბოლო სამმა თავმა ძალიან ამრია სულ აირია ყველაფერი და ცოტა არ იყოს გაუგებარი დარჩა რაღაცეები ჩემთვის მითუმეტეს ბოლო თავში აირია ჩემთვის
ამდენი ხანი კარგად და ნელა-ნელა მივიწედით წინ და უცებ აირია და თან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უცებ მოამთავრეს ყველაფერი, რადგან დაეზარათ ან რაღაც სხვა მიზეზით ფაქტია, რომ მეც ამრია და კიდევ ალბათ სხვებიც ისე კი მთლიანობაში საკმაოდ საინტერესოდ მიდიოდა ყველაფერი
მე წარმატებას გისურვებთ და სიამოვნებით დაველოდები თქვენს ახალ მოთხრობას მადლობა აქვე წავიკითხე თავის დროზე და ახლა ვდებ მხოლოდ კომენტარს ბოლო სამმა თავმა ძალიან ამრია სულ აირია ყველაფერი და ცოტა არ იყოს გაუგებარი დარჩა რაღაცეები ჩემთვის მითუმეტეს ბოლო თავში აირია ჩემთვის
ამდენი ხანი კარგად და ნელა-ნელა მივიწედით წინ და უცებ აირია და თან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უცებ მოამთავრეს ყველაფერი, რადგან დაეზარათ ან რაღაც სხვა მიზეზით ფაქტია, რომ მეც ამრია და კიდევ ალბათ სხვებიც ისე კი მთლიანობაში საკმაოდ საინტერესოდ მიდიოდა ყველაფერი
მე წარმატებას გისურვებთ და სიამოვნებით დაველოდები თქვენს ახალ მოთხრობას მადლობა აქვე
5. მზია, დიდი მადლობა მზია, დიდი მადლობა
3. დიდი მადლობა, მუხა! თქვენი რჩევები ყოველთვის ყურადსაღებია დიდი მადლობა, მუხა! თქვენი რჩევები ყოველთვის ყურადსაღებია
2. კარგია რომ დასრულდა, კრიტიკულ სიტუაციებში თავის ფლობის შესანიშნავი უნარი გააჩნდა. ვისაც ასეთი უნარი აქვს ავტსრალიაში კი არა, სად არ წავა. მთლიანობაში პროზა ძალიან საინტერესო იყო თავის ემოციური განცდებით, ნამდვილი კინო ნაწარმოებია, ისეთი ლამაზი, საინტერესო ამბებია გადმოცემული .-გიპოვი!.. და როდესაც იპოვის ეგება ,ნაწარმოებიც გაგრძელდეს? დაფიქრდი და კიდევ ერთ პატარა შენიშვნას არა რჩევას მოგცემ წერის დროს ნუ გამოიყენებ ფრაზას თუ მისი ფუნქცია სრულყოფილი არაა, მაგალითად ეს
"ჩემი ქვეცნობიერი დასაწყისშივე მიხვდა, მარკო ბოროტმოქმედი რომ არ იყო. " ინტუიცია მიხვდა ალბად , რადგან ქვეცნობიერი, შემეცნებითი პროცესია, დაწერისას სიფრთხილე დაკვირვება გმართებს. წარმატებები კარგია რომ დასრულდა, კრიტიკულ სიტუაციებში თავის ფლობის შესანიშნავი უნარი გააჩნდა. ვისაც ასეთი უნარი აქვს ავტსრალიაში კი არა, სად არ წავა. მთლიანობაში პროზა ძალიან საინტერესო იყო თავის ემოციური განცდებით, ნამდვილი კინო ნაწარმოებია, ისეთი ლამაზი, საინტერესო ამბებია გადმოცემული .-გიპოვი!.. და როდესაც იპოვის ეგება ,ნაწარმოებიც გაგრძელდეს? დაფიქრდი და კიდევ ერთ პატარა შენიშვნას არა რჩევას მოგცემ წერის დროს ნუ გამოიყენებ ფრაზას თუ მისი ფუნქცია სრულყოფილი არაა, მაგალითად ეს
"ჩემი ქვეცნობიერი დასაწყისშივე მიხვდა, მარკო ბოროტმოქმედი რომ არ იყო. " ინტუიცია მიხვდა ალბად , რადგან ქვეცნობიერი, შემეცნებითი პროცესია, დაწერისას სიფრთხილე დაკვირვება გმართებს. წარმატებები
1. ჩემი ნაწარმოების დასრულებას გილოცავთ! :D ჩემი ნაწარმოების დასრულებას გილოცავთ! :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|