ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2009


კამელია

ძაღლური ამინდია კამელია,
შენ ეხლა ალბათ იტირებდი,
იცი, გრძნობები დამელია
არადა სიტყვები მეძალება.

ძაღლური ცხოვრებაა კამელია,
შენ ალბათ მეორედ მოკვდებოდი,
იცი, სათქმელი რამდენია,
მიჭირს, მეგობრების მოპოვება.

ძაღლური ამინდებით ცხოვრებაში
(ვთქვი ხომ, ცხოვრებაც რომ ძაღლურია?)
იცი სიარული რა ძნელია
მუხლიც როცა აღარ მეპუება.

ძაღლური ამინდია კამელია,
კამელია ამინდი ძაღლურია,
ამინდი? ძაღლურია კამელია
(და ეს დასასრულიც რაღაც მსგავსი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები