ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2023


* * *

როგორ გავს ერთმანეთს
გაწვიმდა და შემიყვარდა.
თითქოს უნდა ითქვას
"რა დიდებულად გაწვიმდა,"
მაგრამ ეგ არაფერია.

ბიჭები სხედან მოწყენილობაში
და თავს ფილოსოფიით ირთობენ
ეს არც გამოსავალია და არც თხოვნა.
ეს ემართებათ ადამიანებს
გაჩერება კი უბრალოდ გზას ჩახერგავდა.

ლექსების წერა სინამდვილის დასიზმრებაა
ანგელოზები და სხვა ერთი სიზმრიდან დათამაშობენ
აზრი უმიზნებს კიდევ ერთ დიდ გამოღვიძებას.

არც ნამდვილი ვარ და არც ნიშანი
არც ყალბი და არც გაუცხოებით ვიამაყებდი
როდესმე უნდა ინახოს აზრი
და უფსკრულებზე გადაბიჯებაც გამარტივდება.

ვიყავი წყალი და ყველანაირი რამის შინაარსი
Ქვებსა და ბალახს ჩემ მსუბუქ ტანს ვასრიალებდი და ვციმციმებდი მთვარის შუქზე გულდანისლული.

და იმდენს გეძებ, გიპოვნი კიდეც
ვიპოვნი და ისევ დავკარგავ
რომ მე ვიხილო ტირილი და სიცილი ნაღდად.

მე ცეცხლის ხმა და ცეცხლის სუნი
მაყვარებს ახალ საზღვრებს
და საზღვრებს ხელით ვეპოტინები
- სად არიან - სტეპებშიც და ბოლო ვაგონში
ზღვებში და ოკეანეებშიც
ტყეებში და უდაბნოებში
რომ ყველა მათგანის  აღმოჩენაზე
ამბავი გადავიკითხო
და ყველას ვუამბო, თითქოს ხმა დადის რომ ჩემს თავზე რამე ახალი გამაგებინეს.

მე კი მიტომაც ვწერდი, რომ დამენახა
და თვალში თითი ამომესვა.

და იმიტომაც, რომ პატიება ჭირდებათ ვარსკვლავებს.

*
ამ გაზაფხულზეც აპრილის ხმებს კვლავ ააყოლა პეპელამ ტანი
ამას მე ვხვდები
ასეთივე გულით დადიხარ
ოცი დღის საკმარ სიყვარულზე მე ვასხამ წვიმას
და ღმერთს დავეძებ ღრუბლებიდან ხელისგულებზე.

რა მსუბუქია ეს კალამი -
მე ავიღე ახალი ჩემი უჯრიდან
რადგანაც ძველი იმ მწერალზე წერისას გაცვდა
მე რომ წლებია, ვერ ვამთავრებდი
და თაროს უკან დავდე მისი წიგნის ბმულები.
რა მსუბუქია ეს კალამი
ეზოში ბავშვი
მერცხლის საბუდეს ეღიმილება

მე კი დავაგდე ფეხის საწმენდად
ჩემივე ზმნის მომავალი ფორმა
და საწვიმარი დამაქვს ძველი დროისა, ჯარის
რომ წარსულიც დილით დაიწყოს და არ გაცდეს დღევანდელ დღეს.
ვიწყებ ახლიდან.

ლექსს ვწერ კი არა, ჩემივე თავს
სასაუბრო გამოვუტანე
მღვრიე მინანქარს მზე ანათებს და მის სხივებში
ვხედავ, სიცილია შემოსაყვანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები