#მემორია
ნინო დარბაისელი
პითაგორა და გაზონი (კიდევ ერთი მოგონება აკაკი გაწერელიაზე)
ქალბატონი ნინოო - ასე პირველად აკაკი გაწერელიამ მომმართა და რამდენი წლის ვიყავი მაშინ?! - ასე ოცდაოთხი- ოცდახუთისა. მას რომ უნდოდა, ვინმე, ერთი კარგი ლექსმცოდნე- კრიტიკოსი-პოლემიკოსი გამოეზარდა და ეძებდა, ეს ადრე მოვყევი. ახლა როგორ მოგატყუოთ, გამესაუბრა თუ არა, ჩემით აღტაცდა და პირველი და ერთადერთი ვიყავი-მეთქი… ჩემამდე ჩემივე ცოტა უფროსი მეგობარი - თემურ ქორიძე ჰყავდა შეგულებული, მაგრამ ეს ის წლებია, თემურმა ლიტერატურას პოლიტიკა რომ არჩია და უკვე ვეღარ იცლიდა ისე ლექსმცოდნეობისთვის. ხშირად მოკითხვის შემოთვლის მეტი არაფერი შეეძლო, არადა ბატონ კაკოსთან ინახებოდა ერთი სამლიტრიანით შავი ღვინო, სამტრედიიდან ჩამოტანილი, კარგად დახუფული და ერთ დღესაც ამ შავ ღვინოზე ერთად კარგი ქეიფი ჰქონდათ დაგეგმილი როლანდ ბერიძესთან ერთად და მე ვპირდებოდი, ჩემთან სახლში ხინკალი გავაკეთოთ და იქ წამოიღეთ- მეთქი. არ მგონია, ბატონ კაკოს ხინკალზე ძალიან სხვა რამ კერძი ჰყვარებოდა, ყოველ შემთხვევაში, ხშირად ახსენებდა. ახლა, შავი ღვინო დიდად არ უხდება, ხინკალს, მაგრამ ვფიქრობდი, ეგეც იყოს და ლუდს და რაღაცეებს მე დავამატებ - მეთქი. რამდენჯერაც დავგეგმეთ, სულ რაღაცა ჩაგვეჩხირა! სხვათა შორის, ძირითადად თემურის მხრიდან. მერე ქვეყანაც აირია და არ გამოგვივიდა…. ჩვენი ურთიერთობა კი როგორც დაიწყო დისტანციურად, ასევე დისტანციურად გრძელდებოდა. ბატონ კაკოს არ უყვარდა ვინმეს მაინცა და მაინც ახლოს მიშვება. ჩემთაობელებიდან არავინ დაიბრალოს, იმაზე ახლო ვიყავიო, რასაც მე მოვყვები. სხვა თაობებისას - ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ფიქრით, არც ჭაბუკობისას იქნებოდა დიდი თაფლი და შაქარი ჩვენი ლიტერატურულ- კულტურული საზოგადოებისთვის. საუკეთესო მთხრობელი იყო. კი გვიამბობდა მახვილგონივრულ, მახვილსიუჟეტიან ისტორიებს თავისებური, ირონიაში შერეული ემოციურობით, მაგრამ ეს მაინც მონოლოგები უფრო იყო და შენ - მეორე მოდიალოგე მხარედ, მსმენელად გგულისხმობდა. ეს ისტორიები ისეთი იყო, რომ კი გამახსოვრდებოდა სამუდამოდ, მაგრამ შენ რომ გაგემეორებინა, არაფერი რჩებოდა. ალბათ იმიტომ, რომ მასსავით უნიკალურ აქცენტებს მაინც ვერ დასვამდი. ერთ დღეს ჩვეულებრივ მივედი და რაღაც, ხასიათზე ვერ დამხვდა. ჩემი ქებით დიდად არც მანამდე შეწუხებულა, მაგრამ იმ დღეს მის ოთახში შევედი და სკამზე დავჯექი თუ არა, რაღაც არ მოეწონა, მისი წიგნიდან ,,ქართული კლასიკური ლექსი” ერთი მონაკვეთი უნდა დამემუშავებინა და მგონია, მზად ვარ! ძლივს ლაპარაკი დავიწყე და - შუა სიტყვაზე გამაჩერა - ასეთ რამეს სხვა დროს არაფრის დიდებით არ იზამდა. უკვე ვფიქრობ, სად რა შემეშალა ისეთი, რომ ეს დავიმსახურე. ან ვინმესთან რამე ზედმეტი ხომ არ ვთქვი, რა ვიცი! წინ თაროებიანი კედელი იყო და მზერა წიგნებზე გადავიტანე უხერხულობის გასაფანტად. უცებ ირონიულად მეუბნება, ტყუილად უყურებთ მაგას, თქვენ მაგისი წამკითხავი და გამგები მაინც არა ხართ და ისევ საკითხი განაგრძეთო. როგორია! მიდი და განაგრძე! არადა სათქმელი მახსოვს. რაც არის, არის- მეთქი ვიფიქრე და ავრატრატდი. დრო ამოიწურა, ახალი დავალება მომცა, ჩვეულად, ცივი თავაზიანობით დამემშვიდობა და შინ წავედი. წესად მქონდა, ყოველი შეხვედრის მერე მის უახლოეს ლექსმცოდნე-მეგობართან - როლანდ ბერიძესთან ვყვებოდი ყველაფერს და ვარჩევდით. მივედი ბატონ როლანდთან და ვერა ვარ ხასიათზე მაინცა და მაინც, ის კი გაცინებული მხვდება და მეუბნება. ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ! კაკოს ველაპარაკე და მითხრა, გუშინ პითაგორას მეთოდით გამოვცადე და გამოდგება, კარგი გოგოაო. პითაგორა ხომ იცი, რას აკეთებდაო, გაიყვანდა მოწაფეს ყველას წინ, მისცემდა ძნელ ამოცანას და დანარჩენებს უნდა რაღაცეები ეძახათ და რამენაირად მოთმინებიდან გამოეყვანათ, მას კი ყურადღება არ უნდა გაფანტვოდა და ამოცანა მაინც ამოეხსნაო.
*** ზემოთ როგორ მოკრძალებულ და გულმოდგინე ადამიანად წარმოვსახე ახალგაზრდობაში თავი, არა! არც მთლად ეგრე იყო. “გაზონი” იცით რა არის? როგორც ბატონი კაკო იტყოდა, ,,ააარ იციიით!” ეს ჩვენი შინაურული სლენგი იყო, სამმა, ….არა, ოთხმა, ბატონი როლანდის გარდა, თემურმაც იცოდა. მე თავისებური დაიჯესტების მომზადება მევალებოდა იმდროინდელი ახლადგამოქვეყნებული ლიტმცოდნეობით-კრიტიკული მასალებისა. ლექსმცოდნეობა, ალბათ ისევე, როგორც მეტ-ნაკლებად, სხვა რამ მცოდნეობები, რეალურად რუტინული დარგია. ციფრებთანაც გიხდება ურთიერთობა… არადა, რამეს რომ გამოაქვეყნებ, მკითხველიც ხომ გინდა, არა? ვის ეხალისება შენი მახვილიანი და უმახვილო მარცვლები და სქემები, შენ რომ ტვინი გაქვს შიგ ჩაწურული. ლექსმცოდნეები დამეთანხმებიან, რომ ჩვეულებრივ, ჯერ ლექსმცოდნეობით კარკასს ვაგებთ, რამე კვლევით მეთოდს ვუსადაგებთ საკვლევ მასალას , შენობას ,, ვდგამთ” და მერე, ლამის ბოლოს ვცდილობთ, კრიტიკა-ესეისტიკის სილბილე “დავადოთ”, მკითხველთან გაღწევის, კომუნიკაბელურობის თვისება შევძინოთ ტექსტს. იმთავითვე ჩამომიყალიბდა აზრი, რომ იდეალური ლექსმცოდნეობითი წერილი უნდა იყოს მეთოდურად გამართული, აზრობრივად ლოგიკური, მაგრამ მკითხველისთვის გასაგები, აღსაქმელად - ადვილი. შეიძლება, ჯერ გაზონი ახარო და მერე სახლი დადგა? არ გამოვა! მარტო გაზონი - უსახლოდ, იქნებ ლამაზია, მაგრამ მთავარი არა აქვს. მინდვრის ყვავილებიც რომ ახარო, ცარიელი სიტყვაკაზმული რიტორიკაა, ტრიალი მინდორი. ერთხელ გაზაფხულია და პოეტმა ბადრი გუგუშვილმა მის სახლამდე ლაპარაკ-ლაპარაკით მიმაცილა. სოფელ დიღომში დიდი სახლის აშენებაზე ლაპარაკობდა ჩვეული მგზნებარებით და სულ კარკასი-გაზონი, გაზონი-კარკასი იძახა. ეტყობა, ტვინში გამეჭედა და კრიტიკულ წერილზე საუბრისას წამომცდა, კარგია, მაგრამ შიგ არაფერი არაა, ცარიელი გაზონებია-მეთქი. ვაიმეე, რა გულით გაიცინა ბატონმა კაკომ! … და იმის მერე პირდაპირ გაზონებს ვუწოდებდით უშინაარსო, მაგრამ შესახედავად კარგ ლიტერატურულ წერილებს, რომელიც უხვად იყო და დღემდეც უხვადაა ჩვენს ლიტერატურულ გარემოში. თუ რაღაც თეორია კი იყო მოხსენიებული, მაგრამ ავტორს მეთოდი ბოლომდე ვერ გაჰყავდა, დასკვნებს ვერ აყალიბებდა, უკვე ვამბობდი, რომ გაზონი და კარკასია. მეტი არაფერი!- (ეს გაზონზე უარესია, სხვათა შორის). იყო რამდენიმე კრიტიკოსი, რომელზეც გვითქვამს, სახლიც დგას და გაზონიც კარგია. დღემდე ასე შემომრჩა, რამეს რომ ვკითხულობ. ახლა დავფიქრდი და დავღონდი: აღარც აკაკი გაწერელიაა, აღარც როლანდ ბერიძე, აღარც თემურ ქორიძე და ბადრი გუგუშვილი ხომ ყველაზე ადრე წავიდა ამქვეყნიდან, თვითმკვლელობით… ნათელი დაადგეთ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წავიკითხე ეს თავის დროზე ოღონდ გარედან საინტერესოა ხოლმე ასეთი მოგონებები ძველ ამბებს და ძველ კორიფეებს რომ აცოცხლებენ
წარმატებები ქალბატონო ნინო წავიკითხე ეს თავის დროზე ოღონდ გარედან საინტერესოა ხოლმე ასეთი მოგონებები ძველ ამბებს და ძველ კორიფეებს რომ აცოცხლებენ
წარმატებები ქალბატონო ნინო
6. მეამა ამის მოსმენა.არ ვიცი,ვისთვის დაწერა,ბადრი გუგუშვილმა,მაგრამ,ახლა გამახსენდა, რატომღაც.
"მას ვესიზმრებით ვისაც ექვსი დღე უშრომია დაუზოგავად. ათასობით წელი მხოლოდ ჩვენთვის გასულა. მას კი დაღლილს ჩასძინებია... მას ვესიზმრებით, შრომისმოყვარეს!" მეამა ამის მოსმენა.არ ვიცი,ვისთვის დაწერა,ბადრი გუგუშვილმა,მაგრამ,ახლა გამახსენდა, რატომღაც.
"მას ვესიზმრებით ვისაც ექვსი დღე უშრომია დაუზოგავად. ათასობით წელი მხოლოდ ჩვენთვის გასულა. მას კი დაღლილს ჩასძინებია... მას ვესიზმრებით, შრომისმოყვარეს!"
4. თქვენთან რა ხელი მაქვს, უბრალოდ ამ პუბლიცისტიკამ ჩამაგდო ფიქრში და ამომათქმევინა. ჰო, მისი უდიდებულესობა ფულია ყველაფერი ( თითქოს აქამდე არ ვიცოდი :) ) განა გედავებით, მშვენიერი საშუალებაა მარტივი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მარტივი ადამიანებისთვის. :)
წერილი კი არა, დაწუნებულ წიგნებს რა მოთვლის?! ასეთ წყლის ნაყვას რა აზრი აქვს?! ნეტა მე რა მადარდებს, ისედაც დიდიხანია ვიცი, ჩემი პოეზიითურთ, ოლიმპიადაზე გასული ქუმარიტაშვილივით შევასკდები ყინულის კედელს. არაჯანსაღად მეჩვენება ბევრი რამ ჩვენთან და ჰე... აქაურობასაც შეველეოდე ნეტავ.
თქვენთან რა ხელი მაქვს, უბრალოდ ამ პუბლიცისტიკამ ჩამაგდო ფიქრში და ამომათქმევინა. ჰო, მისი უდიდებულესობა ფულია ყველაფერი ( თითქოს აქამდე არ ვიცოდი :) ) განა გედავებით, მშვენიერი საშუალებაა მარტივი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, მარტივი ადამიანებისთვის. :)
წერილი კი არა, დაწუნებულ წიგნებს რა მოთვლის?! ასეთ წყლის ნაყვას რა აზრი აქვს?! ნეტა მე რა მადარდებს, ისედაც დიდიხანია ვიცი, ჩემი პოეზიითურთ, ოლიმპიადაზე გასული ქუმარიტაშვილივით შევასკდები ყინულის კედელს. არაჯანსაღად მეჩვენება ბევრი რამ ჩვენთან და ჰე... აქაურობასაც შეველეოდე ნეტავ.
3. ძალიან საინტერესო და კარგი რამეების წერა იცი ნინო.
აღარც აკაკი გაწერელიაა, აღარც როლანდ ბერიძე, აღარც თემურ ქორიძე და ბადრი გუგუშვილი ხომ ყველაზე ადრე წავიდა ამქვეყნიდან, თვითმკვლელობით… ნათელი დაადგეთ! მართლა სხვა დრო დადგა ახლა... სადღა არის გერონტი ქიქოძის ტიპი? სადღა ნახავთ სიმონ ყაუხჩიშვილის ტიპს, სადღა არის მიხეილ ჯავახიშვილი და სხვები? იცით ალბად მიხეილ ჯავახიშვილის საუბრები ქართულ გრამატიკაზე, მან დააკანონა "დნენ და არა "დენ".
XX საუკუნის ქართული კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერუდიტი, ნოვაციების დიდოსტატი და უდიდესი ანალიტიკოსი აკაკი გაწერელიამ, რომ შეგაქოთ " პითაგორას მეთოდით გამოვცადე და გამოდგება, კარგი გოგოაო. "- ამაზე მეტი სიხარული და დაფასება შეიძლება?! გაამართლა კაკოს სიტყვებმა. ჩვენ ურაკპარაკელია ნინო დარბაისელი ჭეშმარიტი კრიტიკოსი.
აკაკი გაწერელიამ მე-20 საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფალი ანა ახმატოვა გენიალურ საფოს შეადარა. ანა ახმატოვა. მართლაც ძალიან გაახარა დიდ ელინურ პოეზიასთან ქართველი კრიტიკოსის ესოდენ ორიგინალურმა პარარელმა, მაგრამ ანამ წერილობითი მადლობის გადახდა ვერ მოასწრო. ძალიან საინტერესო და კარგი რამეების წერა იცი ნინო.
აღარც აკაკი გაწერელიაა, აღარც როლანდ ბერიძე, აღარც თემურ ქორიძე და ბადრი გუგუშვილი ხომ ყველაზე ადრე წავიდა ამქვეყნიდან, თვითმკვლელობით… ნათელი დაადგეთ! მართლა სხვა დრო დადგა ახლა... სადღა არის გერონტი ქიქოძის ტიპი? სადღა ნახავთ სიმონ ყაუხჩიშვილის ტიპს, სადღა არის მიხეილ ჯავახიშვილი და სხვები? იცით ალბად მიხეილ ჯავახიშვილის საუბრები ქართულ გრამატიკაზე, მან დააკანონა "დნენ და არა "დენ".
XX საუკუნის ქართული კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერუდიტი, ნოვაციების დიდოსტატი და უდიდესი ანალიტიკოსი აკაკი გაწერელიამ, რომ შეგაქოთ " პითაგორას მეთოდით გამოვცადე და გამოდგება, კარგი გოგოაო. "- ამაზე მეტი სიხარული და დაფასება შეიძლება?! გაამართლა კაკოს სიტყვებმა. ჩვენ ურაკპარაკელია ნინო დარბაისელი ჭეშმარიტი კრიტიკოსი.
აკაკი გაწერელიამ მე-20 საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფალი ანა ახმატოვა გენიალურ საფოს შეადარა. ანა ახმატოვა. მართლაც ძალიან გაახარა დიდ ელინურ პოეზიასთან ქართველი კრიტიკოსის ესოდენ ორიგინალურმა პარარელმა, მაგრამ ანამ წერილობითი მადლობის გადახდა ვერ მოასწრო.
2. ნიკე , კარგი ლიტერატურული კრიტიკოსი - ეს არის პიროვნება, რომელშიც გაერთიანებულია მოაზროვნე- ინტელექტუალი, ერუდიტი და შემოქმედი და რაც მთავარია, ლიტერატურის სიყვარული, მისდამი ინტერესი და ზნეობა … რომელიმე ეს კომპონენტი თუ აკლია, ან მცირე აქვს, უკვე სხვის , დაბალი ხარისხის ნაზავს ვღებულობთ. ასეთები- გვყავს, მაგრამ თვით ანგაჟირებული კრიტიკოსის - ასეთი პიროვნების არსებობა , ჩამოყალიბება ჯერ კარგ დროში ჭირს, ტალანტთან ერთად წლების შრომა უნდა და ვერც ბევრი იქნება . არც ოდესმე ყოფილა ჩვენში. რატომღაც , განსაკუთრებით დღეს, კომპზე ყველამ რომ ისწავლა თითების კაკუნი და თავი შემოქმედად მიაჩნია, როცა ჯერ არათუ შემოქმედებითი დონისთვის არ მიუღწევია, გრამატიკულად, - ვ - პირველი პირის ნიშანი სად იწერება, ისიც არ იცის, მაგრამ გარემოა იმდენად კორუმპირებული, რომ რაღაც მანქანებით ყველას თავზე წამოასვამენ, ვინ რა გააწყოს? მუქთად წეროს, მშიერ- მწყურვალმა იაროს, მტრები აგროვოს…. კრიტიკოსი, თქვენ წარმოიდგინეთ, - ადამიანია. გარდა იმისა, რომ ამ ზღვა მასალაში ორიენტირება ძნელი და უმადური საქმეა, ადამიანს - რომ იარსებოს, სახსარი სჭირდება, თუნდაც მინიმალური. ახლა სულ ისეთი ამოწყვეტილი ვინაა, რომ ოჯახი ან ახლობელი არ ჰყავდეს საპატრონო. ანაზღაურებაზე ლაპარაკი სასაცილოა, როცა ყოველი მხრიდან, ვისაც არ ეზარება, თავდი ჩაჩაჩქუნებას არ იზარებს. აქებ ვინმეს - მისი სათვალმჩენოდან, მეტსაც იმსახურებს და რაღაც , დაგენანა უკეთესის თქმა, არც მაინცა და მაინც მადლიერია, სამაგიეროდ, მისნაირ დანარჩენებს ვერ დააჯერებ, რომ არანაირი ანგარება არ გამოძრავებს. არ ასრულებ იმათ სურვილს, ვისაც უნდა საკუთარი მიზნებისთვის ბრმა იარაღად გამოგიყენოს?- ცუდი ხარ და ისეთ რამეს დაგწამებენ, თმა ყალყზე დაგიდგება. ღმერთმა ნუ ქნას და ვინმეს რამე დაუწუნე წერილობითად… მთელი თავისი არმიით რომ წამოგესევა, ისე შეგამკობს, ისე დაგბლოკავენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ, თუ ქვა და რკინა არა ხარ, გულიც გაგისკდება. და ეს ყველაფერი - უფასოდ. ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მოკლედ მაინც მომეხაზა, მეჩვენებინა რა სიძნელეების წინაშე დგომა უხდება ადამიანს, თუ კრიტიკოსობის სურვილი დაებადება ან აქვს შერჩენილი. ავტორებისთვის კი მარტივია. კარგი კრიტიკოსია ის, ვინც მე მაქებს ცუდია ის - ვინც არ მაქებს, მაიგნორებს ან ღმერთო გვიშველე და რაიმე შენიშვნას ამბობს ჩემ მიმართ. სადაა გამოსავალი? არსად! და ასე იქნება მუდამ! ვთქვა , ვინმემ გადაუხადოს რამე კრიტიკოსს, რომ მუქთა შრომა არავინ მოსთხოვოს მეთქი, ვინც გადაუხდის, მუსიკის დაკვეთაც ნას მოუნდება. ნიხრი რომ დაწესდეს, მაგალითად, ერთი ნაბეჭდი გვერდი კრიტიკული გამოკვლევისა - 50 ლარი ღირდეს, ვინაა გადამხდელი. იმ ერთი გვერდის დასაწერად კი კარგ კრიტიკოსს დღე და ღამე მუშაობა სჭირდება და პასუხისმგებლობაც აკისრია… ჰოდა, ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, ყელამდე! ამას წინათ ერთ ახალგაზრდას, (ამასობაში აღარც ახალგაზრდაა) უნიჭიერეს კაცს, რომლის დიდი იმედიც მქონდა, რომ კარგ კრიტიკოსად ჩამოყალიბდებოდა, ვკითხე, რაღაც არ ჩანხარ კრიტიკოსად და რაშია საქმე- მეთქი და თავი დავანებეო. გული დამწყდა, მაგრამ კარგად მესმის მისი! ღმერთმა ხელი მოუმართოს! ნიკე , კარგი ლიტერატურული კრიტიკოსი - ეს არის პიროვნება, რომელშიც გაერთიანებულია მოაზროვნე- ინტელექტუალი, ერუდიტი და შემოქმედი და რაც მთავარია, ლიტერატურის სიყვარული, მისდამი ინტერესი და ზნეობა … რომელიმე ეს კომპონენტი თუ აკლია, ან მცირე აქვს, უკვე სხვის , დაბალი ხარისხის ნაზავს ვღებულობთ. ასეთები- გვყავს, მაგრამ თვით ანგაჟირებული კრიტიკოსის - ასეთი პიროვნების არსებობა , ჩამოყალიბება ჯერ კარგ დროში ჭირს, ტალანტთან ერთად წლების შრომა უნდა და ვერც ბევრი იქნება . არც ოდესმე ყოფილა ჩვენში. რატომღაც , განსაკუთრებით დღეს, კომპზე ყველამ რომ ისწავლა თითების კაკუნი და თავი შემოქმედად მიაჩნია, როცა ჯერ არათუ შემოქმედებითი დონისთვის არ მიუღწევია, გრამატიკულად, - ვ - პირველი პირის ნიშანი სად იწერება, ისიც არ იცის, მაგრამ გარემოა იმდენად კორუმპირებული, რომ რაღაც მანქანებით ყველას თავზე წამოასვამენ, ვინ რა გააწყოს? მუქთად წეროს, მშიერ- მწყურვალმა იაროს, მტრები აგროვოს…. კრიტიკოსი, თქვენ წარმოიდგინეთ, - ადამიანია. გარდა იმისა, რომ ამ ზღვა მასალაში ორიენტირება ძნელი და უმადური საქმეა, ადამიანს - რომ იარსებოს, სახსარი სჭირდება, თუნდაც მინიმალური. ახლა სულ ისეთი ამოწყვეტილი ვინაა, რომ ოჯახი ან ახლობელი არ ჰყავდეს საპატრონო. ანაზღაურებაზე ლაპარაკი სასაცილოა, როცა ყოველი მხრიდან, ვისაც არ ეზარება, თავდი ჩაჩაჩქუნებას არ იზარებს. აქებ ვინმეს - მისი სათვალმჩენოდან, მეტსაც იმსახურებს და რაღაც , დაგენანა უკეთესის თქმა, არც მაინცა და მაინც მადლიერია, სამაგიეროდ, მისნაირ დანარჩენებს ვერ დააჯერებ, რომ არანაირი ანგარება არ გამოძრავებს. არ ასრულებ იმათ სურვილს, ვისაც უნდა საკუთარი მიზნებისთვის ბრმა იარაღად გამოგიყენოს?- ცუდი ხარ და ისეთ რამეს დაგწამებენ, თმა ყალყზე დაგიდგება. ღმერთმა ნუ ქნას და ვინმეს რამე დაუწუნე წერილობითად… მთელი თავისი არმიით რომ წამოგესევა, ისე შეგამკობს, ისე დაგბლოკავენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ, თუ ქვა და რკინა არა ხარ, გულიც გაგისკდება. და ეს ყველაფერი - უფასოდ. ამდენი იმიტომ ვწერე, რომ მოკლედ მაინც მომეხაზა, მეჩვენებინა რა სიძნელეების წინაშე დგომა უხდება ადამიანს, თუ კრიტიკოსობის სურვილი დაებადება ან აქვს შერჩენილი. ავტორებისთვის კი მარტივია. კარგი კრიტიკოსია ის, ვინც მე მაქებს ცუდია ის - ვინც არ მაქებს, მაიგნორებს ან ღმერთო გვიშველე და რაიმე შენიშვნას ამბობს ჩემ მიმართ. სადაა გამოსავალი? არსად! და ასე იქნება მუდამ! ვთქვა , ვინმემ გადაუხადოს რამე კრიტიკოსს, რომ მუქთა შრომა არავინ მოსთხოვოს მეთქი, ვინც გადაუხდის, მუსიკის დაკვეთაც ნას მოუნდება. ნიხრი რომ დაწესდეს, მაგალითად, ერთი ნაბეჭდი გვერდი კრიტიკული გამოკვლევისა - 50 ლარი ღირდეს, ვინაა გადამხდელი. იმ ერთი გვერდის დასაწერად კი კარგ კრიტიკოსს დღე და ღამე მუშაობა სჭირდება და პასუხისმგებლობაც აკისრია… ჰოდა, ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, ყელამდე! ამას წინათ ერთ ახალგაზრდას, (ამასობაში აღარც ახალგაზრდაა) უნიჭიერეს კაცს, რომლის დიდი იმედიც მქონდა, რომ კარგ კრიტიკოსად ჩამოყალიბდებოდა, ვკითხე, რაღაც არ ჩანხარ კრიტიკოსად და რაშია საქმე- მეთქი და თავი დავანებეო. გული დამწყდა, მაგრამ კარგად მესმის მისი! ღმერთმა ხელი მოუმართოს!
1. თანამედროვე კრიტიკოსებს მე ვერ შევაფასებ, (ძველებს მითუმეტეს) მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ შეშინებულები ჩანან. ეჭვით დატანჯულები ( სრულიად ლოგიკურად) ავტორის რაობას ჩაცქერებულები. თითქოს ეს იყოს მთავარი. იცდიან, იცდიან, იცდიან... ქიტესას ელოდებიან. :) თითქოს კარგი ნაწარმოების ავტორს მატარებელი ვერ გაიტანს, ან კიბო ვერ მოერევა, ან მთლად უარესი - უკეთესს ვეღარაფერს დაწერს. და თითქოს კარგის "ქება", ან ცუდის "ძაგება" დანაშაული იყოს. ნეტა რატომ აიკიდეს ამხელა პასუხისმგებლობა: აკვირდებოდნენ, ზომავდენ და პლიუს განჭვრეტა შეძლონ ავტორის, რომ ხვალ არ "შერცხვეთ" გუშინდელი ნათქვამის.
ტუტუცური კომენტარი კი გამომივიდა, რადგან შიგნიდან არ ვიცნობ დარგს და ზედაპირულად ვმსჯელობ, მაგრამ არ მრცხვენია, გამაყრუებელი სიჩუმეა ამ მიმართულებით, ურაკზეც და საერთოდაც. თანამედროვე კრიტიკოსებს მე ვერ შევაფასებ, (ძველებს მითუმეტეს) მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ შეშინებულები ჩანან. ეჭვით დატანჯულები ( სრულიად ლოგიკურად) ავტორის რაობას ჩაცქერებულები. თითქოს ეს იყოს მთავარი. იცდიან, იცდიან, იცდიან... ქიტესას ელოდებიან. :) თითქოს კარგი ნაწარმოების ავტორს მატარებელი ვერ გაიტანს, ან კიბო ვერ მოერევა, ან მთლად უარესი - უკეთესს ვეღარაფერს დაწერს. და თითქოს კარგის "ქება", ან ცუდის "ძაგება" დანაშაული იყოს. ნეტა რატომ აიკიდეს ამხელა პასუხისმგებლობა: აკვირდებოდნენ, ზომავდენ და პლიუს განჭვრეტა შეძლონ ავტორის, რომ ხვალ არ "შერცხვეთ" გუშინდელი ნათქვამის.
ტუტუცური კომენტარი კი გამომივიდა, რადგან შიგნიდან არ ვიცნობ დარგს და ზედაპირულად ვმსჯელობ, მაგრამ არ მრცხვენია, გამაყრუებელი სიჩუმეა ამ მიმართულებით, ურაკზეც და საერთოდაც.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|