ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2024


კალეიდოსკოპი

მეფის ადგილი დაიკავა თურმე მასხარამ,
უთქვამს: ამ ტახტზე უნდა ვიჯდე, სხვაგან კი არა,
ნუ მივენდობით ნურც მეფეებს და ნურც მასხარებს,
ვეღარ გავარჩევთ და ჩვენს თავებს გავიმასხარებთ.
--
რაც არ უნდა მაღლა ახტე,
ხომ მიწაზე უნდა დახტე?
--
სიცოცხლე სავსეა პასუხებით,
რომლებსაც ვერ შევეპასუხებით.
--
სოლომონ მეფის სიბრძნე, თითქოს, გარს გვივლის,
თან ჩაგვჩურჩულებს ყურში „ესეც გაივლის“.
--
გვეთამაშება ცხოვრება ჭადრაკს
და ყველას გვიგებს -
ნორჩსა თუ ჭარმაგს.
--
შენ აუხსენი ქალს სიყვარული,
მას მოერია თვალებზე რული.
--
ყველაზე კარგი „მიცინი“
არის ბავშვების სიცილი.
--
მთაში აყვირდა სიყვარულით მთვრალი ირემი,
რქებმა იკვირტა, გამოისხა ლურჯი იები.
--
როდესაც დგება ფერი ბინდის,
ვინ როგორ მიდის ამ ქვეყნიდან,
ვინ როგორ მიდის....
--
გალაკტიონს

გალაკტიონის წვერში უკვე თეთრი თოვლია,
მარტოსულია, მისი ტოლი ვერ უპოვია.
ეცადა, მაგრამ ვერვის გული ვეღარ მოიგო.
ინატრა მხოლოდ საყვარელი ცოლი - ოლიკო.
ვერვინ გაუგო, ამ სოფელში ის ობოლია
და აჰა, წავა, სადაც ყველა თანასწორია.
--
შარიშურია ეს ქვეყანა, შარიშურია.
შენ მეგობრობა რომ გეგონა, თურმე შურია.
--
ო, როგორ მიყვარს ენა ქართული,
მწყობრი ანბანი - წელგამართული.
--
ყოველთვის იყო იმ ადგილას, დროსა და ჟამში,
სადაც ფორტუნა არიგებდა ბედ-იღბალს წამში.
--
ხან ლამაზია, ხან უშნო,
მაინც მოხიბლა, ჰქონდა შნო ...
--
მეხმა გააპო მუხა,
ხეთქა და ვერ ჩამუხლა!
--
თუ არ დასცინებ სხვას,
არ გადაგხდება თავს.
--
რასაც თვალი ვერ განახებს,
იმას გული დაგანახებს.
--


მზია თვალაბეიშვილი

დაწერილია სხვადასხვა წლებში.

         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები