შენ ამ ქალაქში არსად არ ხარ, არ უნახიხარ მწვანე ღვიებს, როცა ნაღვლიანს დაგინახავ, ყველა კანონი დაარღვიე და როგორც რკინას ანდამატი, გულს ხელისგული მიაგებე. თქვი, რომ გავწყდებით აღდგომამდე, აღდგომას აღსდგებიან მიხაკები, ფანჯრებს ხეები ადგებიან. ამოისუნთქა სახლმა შვებით, ჩვენი მამებიც ადგებიან - თუთუნითა და ულვაშებით. თქვი , რომ ვიქეცი კაცის ხორცად; თქვი, რომ ამ კაცის ხორცად ვლპები; რომ შუაზღვაში დაიხოცა ხმელთაშუაზღვის ვეშაპები. როცა შეგესევა ორბი , სვავი, როცა გესტუმრება ნათესავი, მე შენ უარგყოფ პეტრესავით, ჯვარზეც გამაკრავენ პეტრესავით. ჩემი ნათლობის შუადღეა, უკვე მილაგია ჩემოდანი, თავისთან მიხმობს იუდეა, აყროლებული იორდანე. ცაზე დავითვლით ვარსკვლავს ულევს, დავანთებთ მაყლებს, ბრძმედებს, ქურებს. წევხარ და მიხსნი ღრუბლის ქულებს, თორმეტჯერ იხსნი მოციქულებს, ღვიძლი გაცოცხლებს- უძლებ ამდენს- დარდებს გადამდებს, ხმებს და ლანდებს, შენ რომ გყვარებოდა სიკვდილამდე, რაღა დაგრჩებოდა სიკვდილამდე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიანი მომწოს პალატამერვე და მისი პოეზია. ძალიანი მომწოს პალატამერვე და მისი პოეზია.
1. რანაირი დაბრუნებები იცი ხოლმე კაცო შენ...
აღდგომის მისტერიაა ეს.
რანაირი დაბრუნებები იცი ხოლმე კაცო შენ...
აღდგომის მისტერიაა ეს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|