ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: იუმორისტული
24 აპრილი, 2023


მტრის არა მშურს უხვი სუფრაც


მტრის არა მშურს უხვი სუფრაც
და არც აუგს ვიტყვი,
მწარედ ცდება, არ ვთხოვ უფალს
მის დატანჯვას სიტყვით,

დაე, ჭამოს მიწყივ მწვადი,
დააყოლოს ნიყვი,
თუმც მსურს გახდეს ქვეყნად ცხადი
სიბოროტე ბრიყვის!

24 აპრილი, 2023 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები