ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2023


* * *

თბილისი გაზაფხულზე. პოლემიკა.
სხივია თბილისის გაზაფხული.
ისეთი ნამდვილი ვარ, პოეტი ვარ.
ლექსებით. კეთილი დასასრულით.

ეს იმსახურებს თავის ადგილს
რომ მიყვარს მარტო სიარული
იქ, სადაც ჩემიანი ბიჭიც დგას და
ჩრდილებიც, ხეებთან მიპარული.

და თვალებს ცრემლები მოედება
გავივლი პარკებთან, მოედნებთან
ხელშესახები მონატრება
სენია პორტის და პოეტების.

მე კი ჩემებურად ვიწყებ წერას.
შენთან საუბარი მიძნელდება
მუდამ ის ერთი ზმნა იძებნება
რომელმაც უნდა თქვას ყველაფერი.

რომ ვამბობ, ჩრდილებს ვუჩენ ადგილს;
ნანახს და განცდილს კი არ ვხატავდი,
ვხატავდი და მერე ძლივს ვხედავდი,
რასაც ვხედავდი და არ ვხატავდი.

რომ ეს გაღვიძებაც მირაჟია,
და დიდხანს ნამდვილად მიხაროდა
ქალაქში ნანახი ჟირაფები
მხოლოდ საზღვრები და ტიხარები

ახლა კი სულ ცოტათი გული მწყდება
გული - თავი დახრილ მზესუმზირის
რაც უფრო მწიფდება და ფერადდება,
თავისვე დაღუპვის დღეს უცინის.

ეს მზე ხომ ისევ გამანათებს
არიგებ ღიმილებს, ამანათებს
იქიდან, საიდანაც სინამდვილე
ბუნებას ჩრდილებით ამარაგებს.

ახლა ისევ გზა და ლიანდაგის
მიტოვებაა დაპირება
ჩემი სინამდვილის ჩაფიქრება
აღარასოდეს ჩამიქრება

ვეღარასოდეს ვინახულებ
ამგვარ გაზაფხულზე გურულს
რომელსაც ფუტკრებივით უხარია
სიტკბოთი შევსება გულის

აღარაფერი მიჭირს
და აღარაფერს ვნანობ
მე და თბილისი გაზაფხულზე
ისევ ვწერთ ლამაზ ლექსებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს