ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2023


  ჩამოტვირთვა

* * *

სიცოცხლის მერე, აქეთობისას,
ქვეყანას თოვლის ფარდა ახადე,
ხელში მომეცი ნაკეთობები
და ყვავილები შენი ქაღალდის.
ოირემეში ხმაა თოფების,
იქ, ატმის წვენის, პირველნახადის

გემოს სინჯავენ შუქმკრთალ მარანში
და თეთრ ღვინოში ხმელ პურს ავლებენ.
არის ნადიმი, ტაბლა მარაშნის.
და მარაშნაში დგანან ალვები...

ჩვენი ცოლები ცქერით თვრებიან
და მზის სანაყად მოაქვთ არვანი ,
ალვების იქით ირმის მთებია
და ირმის მთების იქით- არავინ...

ბასრი ფანქრით და ფანქრის სათლელით,
ის გამოვიდა მერვე მიკროდან,
ქალებს მიჰქონდათ უხმოდ სანთლები
და ის ხატავდა, როგორ მიჰქონდათ.

იტყოდა: არის რაღაც რენეში,
ის დამნაშავე თივის ზვინები,
ირმის ბღავილი ოირემეში
და მდინარეში მემოზინები.

მოლურჯო ფსკერი მძიმე ბოთლების
და ბოთლებიდან ზეცა მოლურჯო.
სადარბაზოსთან ყრია ფოთლები
და ისე ყრია, როგორც ბოლოჯერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები