ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2023


დილემა

#ეტიუები

ნინო დარბაისელი

დილემა

დადგა გვალვა და ნოყიერი გულიც  გადახმა.
ვარდს, წიგნს თუ ხეებს  დაუჭკნა და დასცვდა ფურცლები.
რაღაც სხვა ხდება სიყვარულის გაღმა, გადაღმა.
ვნება?! - სულ სხვაა, აივსები და დაიცლები.

სიყვარული და მოწონება  - არის სხვადასხვა.
უკვე გავიდა ეს ცხოვრება და ჩემი წლები.
მიყვარდი, მაგრამ არ მომწონდი
და არც მომწონხარ
და უკვე ვიცი, ამის გამო  - ვერ შეიცვლები!

ნუთუ ამისთვის მთლად ცხოვრება უნდა ეწამო,
დადინჯდეს  გული და  როგორმე მიხვდეს ეგება:
-  ტყუილად წვალობ, ვინმე ცვალო, შენ დამხვეწავო!
სხვისი თარგები არცერთ ჩვენგანს არ მოერგება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები