ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2023


რა ს ი ც ი ვ ე ა


გაციებულა ეს კ ე რ ა სრულად
ავტ: ნექტარი

აქ სიცივეა, ისე სიცივე,
იანვრის თვეში მთაში რომ იცის,
მხოლოდ დღე–ღამე არც აქ შეცვლილა,
ფერით რომელიც მსგავსია ციცრის,
არაფერია გასაკვირვალი,
ნაკუწნაკუწად მცოცავი ფიქრის,
რადგანაც ხშირად წვიმს და წვიმის ხმა
ნემსის წვერივით ქვაფენილს წიწკნის,
მე ვარდობის თვის ვარ მადლიერი
ქარი კი იწყებს ქროლვისას წიწინს,
ფიქრები  ამ ბნელ კუთხეს სცილდება
და სადღაც ახლოს სირცხვილით იწვის,
ნექტარი. 2023-05-17 20:43:28

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები