მთას იქით კი არა, მთის აქეთ იდგა, ქაშვეთთან, ასაკით ყვითელი პეპლის და ალვისტანა. -წმინდაო, წმინდა ირინე! მტრედივით გადმოიფრინე, ზეთისხილის რტო მომიტანე!
კედლის მეორე მხარეს კი, ვიდექი ნამუსგარეცხილი, სამეცნიერო ხარისხით, ქარში გამშრალი სარეცხივით. -წმინდაო, შენს თვალებს უწმინდესს, უთხარი -ქალაქში სულ წვიმდეს, რომ არ გამოვყო გარეთ ცხვირი.
მე ერთმა მცნებამ, იმ ათი მცნებიდან, მაქცია გამხმარ ნაძვად და განთიადები იმათი, გველის ტყავივით, ძვალზე გამძვრა. ის კი ამბობდა -თინათინ, წმინდაო, წმინდაო თინათინ! იხსენი ჩემი და-ძმა!
გულში დაჭრილი ხარის ხმა ჩამესმის, რთულია აიტანო. კედლის მეორე მხარეს კი, ასაკით პეპლის, ალვისტანა, ამბობდა: წმინდაო,ირინე! მტრედივით გადმოიფრინე, ზეთისხილის რტო მომიტანე!
ისე, მე თუ მკითხავ, შენ, რაღაც შენი, მეგრულ-აფხაზურ-ლაზური მითოლოგია გაქვს მოფიქრებული, რომელიც რაღაც კონკრეტულ საუკუნეთა პერიოდიკაში არ არის მოქცეული, ძველიცაა და თანამედროვეც და დღითი-დღე ანვითარებ და ანვითარებ :)

ყვითელ პეპელას სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს და თუ მხოლოდ ფერის მისანიშნებლად არ გიწერია, მაშინ რაღაც მინიშნება უნდა გქონდეს, კონკრეტულად რომელი კულტურის, რომელი მითოლოგიის მნიშნელობით გაქვს ნაგულისხმევი.
ჩანართები კი გაქვს ქრისტიანული (მათ შორის ზეთისხილის რტოც ეგაა) რელიგიისკენ რო წაგიყვანს, მაგრამ მგონი მხოლოდ ქრისტიანულ კულტურაში არ აქვს, ფერის მიხედვით, პეპლებს, არანაირი დატვირთვა :)