ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2023


22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა, 60 წლის გახდებოდა.


22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა, 60 წლის გახდებოდა.

ლევან აბაშიძე - 1992 წლის 7 სექტემბერს დაიღუპა აფხაზეთის ომში.

...........................................................................................................................................................................................................

საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: „დედა, მე მივდივარ სოხუმში!“ გავშეშდი... „იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო?“ - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე. ''

მანანა ხიდაშელი

..............................................................................................................................................................................................................

ლევან აბაშიძის მოსაგონრად

როს ვიდექი შენს საფლავთან ლევან,
მიმშვენებდა გვერდს პატარა ქალი.
ახლა ვწურავ ფეხით ყურძნის მტევანს,
მკერდში ცეცხლის მიგიზგიზებს ალი.

გულზე ქრისტეს რომ გესვენა ხატი -
თავგანწირვას ნატრობდაო მითხრეს,
იქნებ ერთ დღეს განგვიქარდეს დარდი,
ღმერთმა ქნას რომ მეც მოვესწრო იმ დღეს,

როცა ერი მის სოხუმში შევა
და იმღერებს „ვარადას“ ან „ლილეს“...
გამარჯვებას იზეიმებს ლევან,
დააფასებს მისთვის გარდაცვლილებს!!!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები