- ერთი ქალი მაინც მანახა, ღია გულის, ჩამოვსხდეთ ორღობის ჩრდილში, მიწაზე ჭუკები ვითვალოთ, ხეზე - მაისის ხოცსავსე ბალი, ცაში - ,,შარვლიანი ღრუბლები". - მოვუყვები ამბებსაც, შერყეულ ნერვებზე, შერღვეულ კაბასა და უშნოდ ჩაღლილ ტერფებზე.
მოვუყვები: - დადიანი თუ არა ვარ, დარდიანი ხომ ვარ, დედიანიც ხომ ვარ? ბავშვობიდან - დღემდე, ზეთიანი მარლით გაყრონჭილს რომ დამარბენინებს. ვგრძნობ, რომ მაინც მეწვის ყელი, მაგრამ ხმა მაქვს, მეხს დაახშობს შუა ველზე. განა ვმღერი, ანდა ვგალობ... - რა ესაქმება ამდენ დარდს ჩემთან, ან ჩემი საფლავის ქვაზე მამაჩემის სახელს? მაპატიებს ვიცი, მამა. - ყოველი ამბის წერისას, თითქოს ახალ ბედში შემქონდეს თავი. დიდად ბედის აღარც მჯერა, არც შეყრის და არც გამოყრის. არადა, ქალებს რაღაც ხომ უნდა გვიხაროდეს ახალი? თუნდაც კაბა, იყოს პლისის, ფერი კატის ჩხაკა თვალის, საყელოზე გიშრის მძივი ებას, როგორ ჭიშკარს გამძლე ნალი, ავი კაცის დასაფრთხობი. - აქვე ჩვენი მდინარეა, ,,ქალების საბანაო", ჩავშივლდეთ და წამოვუწვეთ, ნაზამთრალი უბეები ჩავიგრილოთ ჩქერში. - რა ტკბობაა მდინარისპირს წახემსება, შუშა კიტრთან წიწმატი და ხახვი, ორნახადიც გადავკრათ და ავღიღინდეთ - ამყოლაძეს დაენაცვლოს ტრიფონაც და ხუტაც. - აგე, თვალსაც გავახარებ, რა ქორფაა გაზაფხულში, გამოხნული ყანის მზერა, ნეტავ, ვინმემ დაიჯერა ჩემი კარგად ყოფნა?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რამ გაგახსენათ მაიაკოვსკის „შარვლიანი ღრუბელი“? დაინახეთ?
რამ გაგახსენათ მაიაკოვსკის „შარვლიანი ღრუბელი“? დაინახეთ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|