| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2023 |
რატომ გჭირდები მარტოობავ, ერთი მითხარი, მე რაც მინდოდა, ამას წინათ, უკვე გაუწყე. მგონი, ნიავმა დაუბერა ფიქრის წინკარში, შენი ნებართვით, სიჩუმის ხმას ცოტა ავუწევ... მგონი ორივე გავექეცით დარდს და ფორიაქს. ახლა გვინდა რომ საკუთარ თავს მივაყურადოთ... დრო არ მოსულა, ჩვენ მივედით დროსთან მგონია, ჩვენი ფიქრების გადიდებულ ფოტოსურათით... სიჩუმე მუდამ მაშინებდა, შენ კი მოგწონდა. აღმოვაჩინე, რომ სიჩუმეს ფერიც, გემოც აქვს... და როგორც ჩემი სიბერეში შესვლის მოწმობა, ისე მივიღე შენი ჩემთან ჩუმი შემოსვლა... შენთან ყოფნისას ერთი რამე დავამუღამე, საკუთარ თავის უკეთესად მესმის თითქოს და... ცხოვრებას ყურში ორი "თბილი" სიტყვა ვუთხარი, სულ ეჭვიანობს შენთან ანუ სადღაც იქ რომ ვარ... 21.05.23
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|