https://www.youtube.com/watch?v=gAIIKuSI2Z0&list=RDgAIIKuSI2Z0&start_radio=1
დორის დეი - დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად
ვარსკვლავები ანათებენ ზეცას ღამით, „მიყვარხარო“ - ჩამჩურჩულა ნაზად ბრიზმა, სიკომორის ხიდან ისმის ჩიტთა ჩქამი, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად.
„ძილი ნების“ მისურვე და მიამბორე, ჩამიკონე, „მოგინატრებ“ - გთხოვ რომ მითხრა, მანამ, ვიდრე გაგრძელდება სიმარტოვე, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად.
ცის ვარსკვლავებს მკრთალი ფერი დაედება, ისევ ძლიერ მომწყურდება შენი კოცნა, შენ გვერდით მსურს მანამ, ვიდრე გათენდება, თუმცა მაინც უშფოთველ ძილს დაგილოცავ.
ძილი ნების, მზე ამოვა ვიდრე დილით და გისურვებ მწუხარების გადახიზვნას, გევედრები საყვარელო ოღონდ ძილში, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად.
ცის ვარსკვლავებს მკრთალი ფერი დაედება, ისევ ძლიერ მომწყურდება შენი კოცნა, შენ გვერდით მსურს მანამ, ვიდრე გათენდება, თუმცა მაინც უშფოთველ ძილს დაგილოცავ.
ძილი ნების, მზე ამოვა ვიდრე დილით და გისურვებ მწუხარების გადახიზვნას, გევედრები საყვარელო ოღონდ ძილში, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად, დამისიზმრე, თუნდ მცირე ხნით მნახე სიზმრად.
24 მაისი, 2023 წ.
Doris Day - Dream A Little Dream Of Me
Stars shining bright above you Night breezes seem to whisper "I love you" Birds singin' in the sycamore trees Dream a little dream of me
Say "Night-ie night" and kiss me Just hold me tight and tell me you'll miss me While I'm alone and blue as can be Dream a little dream of me
Stars fading but I linger on, dear Still craving your kiss I'm longing to linger 'til dawn, dear Just saying this
Sweet dreams 'til sunbeams find you Sweet dreams that leave all worries behind you But in your dreams, whatever they be Dream a little dream of me
Stars fading but I linger on, dear Still craving your kiss I'm longing to linger 'til dawn, dear Just saying this
Sweet dreams 'til sunbeams find you Sweet dreams that leave all worries behind you But in your dreams, whatever they be Dream a little dream of me Dream a little dream of me Dream a little dream of me
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|