ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2023


დავლოცოთ დედაშვილობა

დილა მშვიდობის მამულო,
მუდამ გქონოდეს მშვიდობა,
შვილთა ცრემლებით ნამულო
დავლოცოთ დედაშვილობა.

ჩვენი კეთილი დედები
მეც მომმართავენ ,,შვილო“-თი,
მესმის ღუღუნი მტრედების,
ვთვრები ეშხით და ღვინოთი.

მწამს: დღემდე ცრემლშეუშრობელს
ჩვენთვისაც გამოიდარებს,
წყალობას შევსთხოვ ღვთისმშობელს,
ქრისტეს და ქართველ წმინდანებს.

გულს ნუ გაიტეხ, მამულო,
შეგვიხორცდება ჭრილობა,
შვილთა ცრემლებით ნამულო
დავლოცოთ დედაშვილობა.

ოთარ რურუა

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები