| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 მაისი, 2023 |
4746 (ამონარიდი კვლევიდან ,,გრაკლია ნი გორაზე აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერის წაკითხვის შესახებ“) პირველ რიგში ჩვენ ბოდიშს ვიხდით მისი სულის წინაშე, რადგან მის ღვაწლს აქამდე სათანადოდ არ ვაფასებდით. მიზეზი ამისა საქართველოს ისტორიის ორაზროვნებიაშია - ,,მართალია, მარამა, არ არის მართალი“ -ში და ასევე ჩვენს მწირ ცოდნაში, ამ საკითხთან მიმართებით.
ვინ იყო ქართლოს? რა ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე? ... ამ კითხვებისთვის ნათლისმოფენა იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ორივე ტექსტის ამონახსნი, სარწმუნოდ მივიჩნიოთ.
,,იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. გომერის ძენი: აშქენაზი, რაფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ალიშა, თარშიში, ქითიმი, დოდანიმი (დაბად. 10; 2-4. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა 1989 წ.)
იგივე ტექსტი: ,,ძენი იაფეთისნი: ღამერ და მაგოგ, და მადაიმ და ავან და ელიოსან და თობალ და მოსოქ და თირას.
და ძენი ღამერისნი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.
და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის, კიტენი, როდენი. m(დაბ. 10 2-4. ბაქარის ბიბლია).
გავიხსენოთ, რომ იაფეთის ძის, ღამერის ძემ - თორღამამ (თარგამოსი) კავკასიელთა ეთნოსს დაუდო სათავე.
მაშასადამე, ამ მემკვიდრეობითი ,,ჯაჭვის რგოლთა“ თანმიმდევრობა შემდეგია: ნოე, იაფეთ, ღამერ (გომერი), თორღამა და ა.შ.
ლეონტიმროველი შემდეგ მემკვიდრედ ასახელებს ქართლოსს! თეიმურაზ ბატონიშვილიც ამასვე ეთანხმება, მაგრამ აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი იჩენს თავს, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს. ზოგიერთმა მემატიანემ ბიბლიის ზემოთ მოცემული სამემკვიდრეო თანმიმდევრობა თავის სასარგებლოდ დაარღვია და იავანის ძე - თარშისი (თარში), გაასაღა ღამერის (გომერის) შვილად, გადმოიტანა რა, იგი ავანის ძეთა ჩამონათვალიდან, ღამერის ძეებში. ამით მან მიანიჭა თარშისს კავკასიელთა წინაპრის სტატუსი, რითაც ირღვევა ბიბლიის ტექსტი და ასევე ისტორიული რეალობაც.
აი, რას წერს ამ ინფორმაციის შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი: ,,თარგამოს იყო საღმრთოსა წერილისამებრ ძველსა აღთქმისა მოსეს მიერ მოთხრობითა, ძეი ღამერისა, ძისა იაფეთისა (დაბ.თავი 10, მუხლი 3; ნეშტთა თავი, მეხლი 6);ხოლო ვიეთგანთა ვიდრემე მწერალთა ცდომილებითა თარგამოს მოიხსენების ძედ თარსისისა, ძისა იონანისა (იავანისა. ხაზგასმა ჩვენია), ძისა იაფეთისა. თარსის იყო ძეი იონანისა ანუ ფარსის, რომლისაცა ნათესაობა საღმრთოსა წერილსა ძველსა აღთქმასა შინა შვილითი შვილად არა მოხსენიებულ არს და იოსიპოს ფლავია მოუთხრობს ისტორიასა შინა თვსსა იუანონისაგან, იონიაი და ყოველნი ელინნი იქმნებიან. (კვალად იოსიპოსვე) თორღამას უკვე თორღამელნი (კავკასიელები. ხაზგასმა ჩვენია) დაამკვდრნა, რომელნი თნებისაგან ელლინთასა ფრიგვიად იწოდეს; ხოლო თარსოის თარსთა, რამეთუ ესრეთ იწოდებოდა ძველთა ტარსო - კილიკიად“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. ზემოთ აღნიშნული წიგნი. გვ. 25-26).
შემდეგ ის განაგრძობს: ,,ხოლო წინასწარმეტყველთა შორის დიდი ეზეკიელ აღწერს წინასწარ-მეტყველებისა თვსისა წიგნსა შინა თავსა ლ (ოცდა მეათვრამეტესა) და მუხლსა ვ. (სხვათაცა ნათესაობათა მომთხრობელი), ვითარმედ ,,გომერ (ესე იგი ღამერ) და ყოველნი გარემოისნი მისნი სახლი თერგამოსა დასასრულისაგან ჩრდილოისა და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მისთანა, მუხლი ზ. განმზადენით, განმზადე თავი შენი. შენდა ყოველმან შესაკრებელმან შენმან შემოკრებულთა შენდამი და მექმნენით მე წინა-დასაწველად“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. ზემოთ აღნიშნული წიგნი. გვ. 25-26). ამის შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს ეზეკიელის მონათხრობს და ამბობს: ,,ცხად იქმნების წინასწარმეტყველისა სიტყვითა თარგამოს მოხსენიებად ძედ გომერისა (ესე იგი ღამერისა) და სახლი მისი დასასრულსა ჩრდილოსასა, რომლისა ნიშანისა ძლითცა სარწმუნო იქმნების ქვეყანაი ძეთა თარგამოსისთა და სახლისა მათისა შთამომავლობისა, მრავალ - ნათესაობასა და სიმტკიცეთა ადგილისა და სამკვიდრებელისა მათისათა გვაუწყებს წინასწარმეტყველი. დასასრული ჩრდილოეთისა არს ქვეყანა ივერიისა და სიმტკიცენი კავკასიისანი, მაშასადამე მამაიცა ქართლოსიანთა არს ქართლოს ძეი თარგამოსისა ძისა ღამერისა, რომლისაცა ძლითი მიზეზისა შეუდგების ისტორიაი ესე ჩემი, წინა-პართა ნათესაობისა ჩვენისათა მოხსენებად ამად უკუ შთამოსილვათაგან და არა დატევებად, გინა შცვალებად ნათესაობისა ამის შთამომავლობათასა, ვინაიდგან უწინარეს ჩემსა აღმწერელნიცა იტყვიან თარგამოსს მამასა ქართლოსისასა და ძმათა მისთასა; მაგრამ წინასწარმეტყველისა მოთხრობასა ვირწმუნებ და ვიტყვი თარგამოსს ძედ - ღამერისა ძისა იაფეთისა, ძისა ნოესსა, რომელსაცა გვიმტკიცებენ ესრედ ყოვლად დიდი იგი წინასწარ-მეტყველი და ღუთის - მხილველი მოსე და ეგრეთვე დიდი იგი წინასწარმეტყველი ეზეკიელ და მივაწერ ცცთომილებასა, რომელნიცა თარგამოს იტყვიან ძედ თარსისა, ძისა იონანისა“ ((თეიმურაზ ბატონიშვილი. ზემოთ აღნიშნული წიგნი. გვ. 25-26).
მაშასადამე, სამემკვიდრეო ჯაჭვი - ნოე, იაფეთ, ღამერ, თორღამა, ქართლოს, ჩვენთვის წარმოადგენს არა სავარაუდო ინფორმაციას, მყარ მტკიცებულებას, რადგან არ ვენდოთ მოსეს წიგნს და ეზეკიელს არც საფუძველი გაგვაჩნია და ამის უფლებას არც ჩვენი რელიგია მოგვცემს.
ვიდრე განვაგრძობთ ქართლოსზე თხრობას, ზემოთ დაპირებულ ციტატას მოვიტანთ, რომელიც არამარტო ლეონტი მროველის ცნობებს ადასტურებს, არამედ თეიმურაზ ბატონიშვილის დასკვნასაც გვაუწყებს ქართული ენის შესახებ: ,,(კვალად იგივე ვახტანგ)ფარნავაზ პირველისა მეფისა მთხრობისა შინა ,,ამან ფარნავაზ პირველმან მეფემან განსწმინდა და გაამშვენიერა ენა ქართული და პურველივე მდგომარეობასა ზედა აგო და შექმნაცა მხედრული წერილი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 34)
ის აქვე აკეთებს შემდეგ დასკვნას: ,,ქართლოს, რომელიც წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესავთ-მთავარი, იგი თვთ და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალნი და ერნი მისნი მომზრახვ იყვნეს ივერიელად ისე იგი ქართველად ზრახვითავე ამგვარითა, რომელთაცა ვმეტყველებთ აწ“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 34).
ჩვენი აზრით, ეს ინფორმაცია სარწმუნოა, მართალია ენა განიცდის დროში ცვლილებას, მაგრამ არც ისეთს, რომ წარსულს მომავალმა ვერ გაუგოს. ჩვენს ამ დადასტურებას, ვიცით ქილიკი მოჰყვება და მავანი მოითხოვს რომელიმე წყაროს მითითებას, აგერ, ბატონო! ... ქართული ენა მართლაც არ განიცდიდა დიდ ცვლილებას რადგან განკითხვა ამ ენაზე უნდა მოხდეს, როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ქართულ ენაზე? ...
რადგან ფარნავაზმა განწმინდა და გაამშვენიერა მისი წინაპრების ენა (ქართლოსის შთამომავალი გახლდათ) და ამ ენაზე ამეტყველდა იბერია, ხოლო ფარნავაზის ეპოქის ქართული ენა ჩვენთვის გასაგებია, არც ისე დიდი ცვილება განუცდია ჩვენს მშობლიურ ენას ოცდაოთხი საუკუნის მანძილზე.
ასეთი დასკვნა კვლევაში შეიძლება მეამიტურად ჟღერს, მაგრამ ,,მარტივი ლოგიკა“ ხშირად არის წონადი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვერდით არ გიდგას სამიათასი წლის წინანდელი წინაპარი და წარსულზე არ მოგითხრობს.
ალგორითმმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ კვლევის დაწყებამდე, უდაოდ სწორი მიმართულებით წაგვიყვანა. მაშინ თეიმურაზ ბატონიშვილის ეს ცნობა ენის განწმენდის შესახებ, ჩვენთვის უცნობი იყო, მაგრამ რაღაც გუმანით მივხვდით, რომ ,,გრაკლიანის წარწერის“ ასოები გვიანდელ ქართულ ანბანებში (ასომთავრული, მხედრული) უნდა მოგვეძია (აქ აღარ განვმეორდებით, ამ ნაშრომის პირველ გვერდებზე აღნიშნულ ანბანთა მიმართებით უკვე ვისაუბრეთ), რაც მართლაც მოვიმოქმედეთ და შედეგიც დავდეთ. ჩვენი ვერსია, რომ ქართული ანბანები დიდად არ განიცდიდა ეპოქების მანძილზე ცვლილებას, თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობებითაც გამართლდა.
გასაგებია! ... ლირიულ გადახვევად კმარა. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია საქართველოში ქართლოსის მოსვლის თარიღი, დიდი დრო წაიღო ამან, თუმცა ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მაინც მივაკვლიეთ. ეს კი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს, წარწერასაც, პიქტოგრამებსაც, სტელასაც და ჩვენს დასკვნებსაც, რომელთა უმეტესი ნაწილი მტკიცებით ფორმაშია წარმოდგენილი და ზოგიერთნი ამას ,,მიუტევებელ ცოდვათა“ კატეგორიას აკუთვნმებენ.
რა ტერიტორია მიიღო ქართლოსმა სამემკვიდრეოდ? ... ამის შესახებ ცნობებს თეიმურაზ ბაგრატიონი (ბატონიშვილი) გვაწვდის;
,,ქვეყნისა ამის საზღვარი არს აღმოსავლით ზღვაი პუგანიისა, (რომელ არს ზღვაი კასპიისა.
ბ. დასავლით ზღუა პონტოისა (რომელი იწოდების შავ-ზღვად და ზღვადცა ერიტრეისა. გ. სამხრით სამზღვარი მათიდაწყებულ პონტოს ზღვით მახლობელ ტრაპიზონტისა და მუნით წარმოსული ფანვლის საშუალ არზრუმისა და ბახიანისა და ყოველნი სამზღვარნი სამცხე საათაბაგოისანი ვიდრე დიდისა სომხითისა სამზღვართადმე, მთადმდე მასისისა და მთათა საშუალი ერევნისა და საქართველოისა, რომელნიცა მიიწევიან ვიდრე მდინარემდე არეზისა; ყოველთა ამა მთათა და სამზღვართა მიერ შეცულნი ადგილნი მთიურნი, ვაკენი, გინა ხეობანი მესამზღვრებიან ივერიასა.
დ. ჩრდილოთ კერძო სამზღვარი ივერიისა არს სამზღვრადმდე რუსეთისა და მცირე თათარიისა. სივრცე ქვეყნისა ამისა არს.
სიგრძით 58 ვიდრე 65 (აქ 8-იან ციფრს თავზე პატარა მოლიანი აწერია, ასევეა ყველა მეორე ციფრებთან მიმართებითაც, ეს სავარაუდოდ გრძედისა და განედის კორდინატებია. ავტორ.); სიგანე 38 ვიდრე 46;
მპყრობელი თვს შორის ორას ოთხმეოცისა მილისა; ხოლო ორას ათისა მილისა სიგრძისა“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. გვ. 22).
შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი მილის პარამეტრებს განმარტავს: ,,მილი გერმანული, რომლისა თვთოეული მილი შეიცავს ვერსტსა შვდსა;
ივერიელთა, ესე იგი გიორგიელთა, რომელ ვართ ქართლოსიანნი მატიანეთა ძველთა მიერ და ქართლსცხოვრებათაგან“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. გვ. 22).
აი, რატომ იხსენიება დავითთან დაკავშირებით - ,,ნიკოფსიითგან ვიდრე დარუბანდამდე“ საქართველოს ტერიტორიის გავრცობის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში. ქართველი მეფენი არათუ ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მათ მატერიალური სახითაც კი ჰქონდათ წიგი ,,მატიანე შემეცნებათა“, რომელშიც სავარაუდოდ დასაბამითგან ეწერა ისტორია და წარმომავლობა ქართლოსიანთა ... კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე იყო განფენილი ქართლოსის სამფლობელო. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ შემდგომი თაობის ქართველი მეფეები დაბრუნებოდნენ დადგენილ საზღვრებს. ისინი იმპერიებს კი არ ქმნიდნენ (მაგალითად დავით აღმაშენებელი), იბრუნებდნენ დროთა განმავლობაში წართმეულ ტერიტორიებს.
ამდენ ინფორმაციაში რომ არაფერი გამოგვრჩეს, აქვე მოგაწვდით ერთ ცნობასაც თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან, ,,ივერიელთას“ ეტიმოლოგიის თაობაზე. ის წერდა, რომ აღნიშნული სიტყვა წარმოსდგება მდინარე იორისგან. ეს სახელი მდინარე ალაზანსაც ერქვა. თითქოს ამ ორი მდინარის საარსებო არეალი ერთგვარ მცირე შუამდინარეთს წარმოადგენდა. თანამედროვე არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, იორის ხეობაში მართლაც აღმოჩენილია კონუსური ფორმის ყორღანები და დიდი ნამოსახლარები სხვადასხვა დამხმარე ნაგებობებით (ამის შესახებ ქვემოთაც ვისაუბრებთ).
თეიმურაზ ბატონიშვილს თარგამოსზეც აქვს ცნობა. მას ალბათ წაკითხულიც ჰქონდა ,,მატიანე შემეცნებათა“, რადგან ანტონ კათალიკოსს სანკტ-პეტერბურგში აღნიშნული წიგნისთვის ეწვია (წიგნის დასახელება ტექსტში დაფარულია, ეს იყო ,,მატიანე შემეცნებათა“ თუ ,,ნებროთის წიგნი“. ამას თავისი მიზეზი გააჩნდა.. ქართველი მეფეები და რელიგიის მსახურნი, ასეთი წიგნების არსებობას ასაიდულოებდნენ, იმდენად შეუფასებელი იყო ისინი ჩვენი ერისათვის. ალბათ მტრებს რომ არ ჩაეგდოთ ხელში ან სხვა ამგვარი მიზნით, თუმცა ჩვენთვის ეს არგუმენტები გაუგებარია, თუკი შუმერებმა, აქადელებმა, ებრაელებმა კაცობრიობას შემოუნახეს თავიანთი ,,დიადი წიგნები“ (შუმერულიდან წამოსული, აქადური გილგამეშის ეპოსი, ებრაელთა ძველი აღთქმა და სხვ.), ჩვენ ვის ვუმალავდით ასეთ საგანძურებს)? ... გადაგვეწერა მაინც ხშირად და ტაძრებში გადაგვემალა!
აი, რას წერს თარგამოსზე ბატონიშვილი: ,,თარგამოსისთვის წერილი არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთასა (ალბათ ჩვენს მიერ ნახსენები მატიანეა ან წიგნი ნებროთისა. ავტორ). ,,ოდეს აღაშენა ნებროთმა გოდოლი ბაბილონისა და განყო ენაი ყოვლისა ქვეყანისა ქვეყნისასა, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა, მრავალთა ნათესავითურთ მათთდა ერითა დიდითა დაემკვიდრა არარატისა და მისისა მთათა შინა მაგართა და შეუვალთა და ვინაითგან განმრავლდეს უფროს და უმეტეს ნათესავნი და ერნი თარგამოსისანნი საჭირო იყო გარდსახლებად მათდა სიიწროისა ძლით მუნითგან უშორეს, ამისთვის მისცნა ძესა თვსსა ქართლოს თარგამოს მამამან მათმან სხვანი ძენი თვ ისნი, ძმანი ქართლოსისანი უფლებასა და მთავრობასა ქვეშ მისსა და გარდასახლნა ყოველთა დედაწულებით და ერთურთ მამით ადგილთა სრულად ივერიისათა კასპიის ზღვით ვიდრე პონტომდე ( შავს ზღვამდე) ყოველთა მათ ვრცელთა ადგილთა და დიდთა მათ მთათა შინა კავკასიისათა, იმერ და ამერ სიმაგრეთა შინა ველთა და დაყოფელთა; ხოლო მოვიდა რა ქართლოს, აღვიდა პირის-პირ მცხეთასა, სადაც იყრებიან ერთად ორნი მდინარენი მტკვარი და არაგვი გაღმით მის ადგილსა და თვთ სახლეულებითა თვსითა დაემკვიდრა მუნ“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. სხოლიო. გვ 28).
ქალაქ ქართლოსზე და ჩვენს დიდ წინაპარზე კვლევის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ახლა შევეხოთ თარგამოსის ,,გამოსვლას“ ბაბილონიდან.
ბაბილონის გოდლის აშენების სხვადასხვა თარიღი არსებობს, ამიტომ ჩვენ მათ საერთოდ არ შევეხებით და გვერდით ჩავუვლით. თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან ირკვევა, რო თარგამოს პირველად დასახლდა არარატის მთის შემოგარენში თავის ძეებთან, ოჯახთან და სანათესაოსთან ერთად. შემდეგ კი განიყვნენ.
რა მიმართულებით წავიდა ქართლოსი და სად დასახლდა? ამაზე თეიმურაზ ბატონიშვილი ზემოთ მოყვანილ ცნობას აგრძელებს და წერს: ,,ქართლოს შემდგომად მოსვლისა თვსისა დაამკვიდრებს რა ძმათა და ძეთათვსთა თვთოეულთა ადგილთა ზემოთა ქვემოისა ივერიისათა, და თვთცა პურველ მოსვლისა თვსისა ჟამსა, ვიდრე განიმსტროდენ და განიხილვიდნენ ყველა მათ ადგილთა, თუ რომელი რომელსა ადგილსა დამკვიდრებად ჯერ არიან, იყოფოდეს ხორანთას ქართლოსცა ძმანი და შვილნიცა მისნიერთბამად თვთ საშუალ ორთა მათ მდინარეთა აღაშენნეს ციხე და ქალაქი ერი მათიგარემო შორს და ახლოს სდგეს ველთა და მდინარეთა, გაღმით და გამოღმით მდინარეთა დიდსა და მცირესა ივერა მდინარეთა და მტკვარისა;ხოლო არა მცირედი ჟამი მდაშთეს მუნ და განმმრავლებელლნი შემდგომად მრავალთამროწლეთა და საცხოვართანი გარდასახლნა ქართლოსმან თვთოეულნი ძმანი და ძენი თვსნი თვთოეულთა მათ ადგილთა, რომელნიცა ზემორე მოვიხსენეთ. ხოლო მიზეზი პირველად დამკვიდრებისა ადგილსა მას იყო ესე, ვინაიდგან ნადირნი და ფრინველნი ურიცხვნი იპოებოდეს, ადგილთა მათ და ხილნიცა და მწვანვილნი ველსა შეეწეოდა საზრდოსა მათსა და ესე არს მტკიცე-დამამტკიცებელი ბუნებითისა საჭიროებასათვის, მათ რამეთუ უკეთუ ერი იგი პირველ მოსვლისა ივრისა ჟამსა არა მოიძიებდეს ეგეთსა ადგილსა, რომელ საზრდო თავისა თვისისა მოერეწათ პირველ ვიდრე გამრავლებასა მათ მიერ არვეთა, ცხოვართა და ყოვლისა სახმარების მოპოებისათბილთა შინა ადგილთა ცხოვრებად; ვინადგან ადგილთა მათ ზამთრივცა შეიძლების ცხოვრებად უსახლოდ მცირედთაცა ქოხთა ჩალათათა და ოდეს ყოველი ღონის საძიებელნი ცხოვრებისატვს კაცთასა სამხარნი მოიპოვნეს და შემოიკრიბნეს, მაშინ თვთოეულნი ძმანი და ძენითვსნი დაამკვიდრნა ქართლოსმან მათთვს განსაზღვრითა ადგილთა ზემორე მოხსენებულთა, ხოლო ადგილი იგი ხრნთა და უტევა ძმასა თვსთა ჰერს და თვთ მივიდა და აღვიდა მთასა ქართლოსისასა, რომელსა ვუწოდთ არმაზსა და დასჯდა მუნ. ხოლო ყოველნი ძმანი ქართლოსისანიიყვნეს ყოველთურთ მორჩილი ქართლოსისა და უყვარდათ ურთიერთი ფრიად“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. გვ.40-41).
ქართლოსი პირველად ივრის ხეობაში გამოჩნდა, იქვე დასახლებულა ძმებთან, ძეებთან, სახლეულთან და ნათესავებთან ერთად და დიდი ხანიც გაუტარებია, ვიდრე მცხეთის შემოგარენში გადასახლდებოდა. კონკრეტულად ,,გრაკლიანი გორაზე“.
მდ. ივრის ხეობის ( კოწახურას ქედი) არქეოლოგიურმა დაზვერვითმა სამუშაოებმა, რამდენიმე წლის წინ დააფიქსირა დიდი ნაქალაქარებისა და კონუსური ყორღანების კვალი (ამის შესახებ უკვე გაუწყეთ ). აქ მთავარი ისაა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის დროსაც ეს ადგილები ტყითა და მდელოებით იქნებოდა დაფარული და ის ასეთ დასახლებას საკუთარი თვალით ვერ იხილავდა. ე.ი. მას ეს ინფორმაცია იმ მატიანიდან უნდა აეღო. ეს კი ამ მატიანის (შესაძლებელია წიგნი ნებროთისა) სისწორეს ადასტურებს. ახლა კი მთავარი! ქართლოსის შემოსვლა საქართველოში. ისევ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი გადავფურცლოთ. ის ამის შესახებ წერს შემდეგს: ,, ,,ივერიელთა, ესე იგი გიორგიელთა, რომელ ვართ ქართლოსიანნი მატიანეთა ძველთა მიერ და ქართლისცხოვრებათაგან ჩვენთა ისტორიათასა მოვიღებთ რიცხვთა წელიწადისათა, რომელსაცა წელსა ქართლოს ნათესავთ მთავართა მთავარი მოიწია საქართველოდ, ესე იგი ივერად ანუ გიორგიად წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულისა აღრიცხვითა 2785, ხოლო იულოსს რიცხვთ: 1990, ქართულისა ქორონიკოსა მეექვსისა მოქცევისასა. 221 ორას ოცდა ერთსა“ (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. გვ 28).
ქართული ,,დასაბამითგანი“ იანგარიშება 5604 წლით ქ. შ-მდე, თუმცა ჩვენ გვინდა მცირე დაზუსტება შევიტანოთ მასში. ეს არ გულისხმობს ადამის შექმნის პერიოდს, არამედ წარღვნისშემდგომ დროს, რადგან წინარე ცივილიზაციები განადგურდნენ.
ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ დაახლოებით ძვ.წ. მე-6 ათასწლეულში, ჩვენი აზრით, უნდა მომხდარიყო წარღვნა. ამ პერიოდში მზე იმყოფებოდა ხარის (კუროს) თანავარსკვლავედში (კვლევის დასაწყისში უკვე ამაზე ვისაუბრეთ), ამიტომაც არის ხარის თავი სიკვდილის პიქტოგრამული გამოსახულება. ზეციური ხარის მცირე ქანდაკება, რქებს შორის მზის დისკოთი, აღმოჩენილია მინოსურ კულტურაში, აგრეთვე ეგვიპტურსა და სხვ. შუმერთა დასაბამიც ქართული წელთაღრიცხვის შესაბამისი იყო დაახლოებით 5604 წ. ძვ წ..
ამერიკელმა გეოლოგებმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან უოლტერ ს. პიტმანმა და უილიამ რაიანმა 1998 წელს წარღვნის შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს. მათი ვარაუდით ბოსფორის სრუტის კლდოვანი მასივი ხმელთაშუა ზღვიდან მოვარდნილმა წყალმა გაარღვია, რომელიც წარმოიშვა მსოფლიო ოკეანეების აწევის შედეგად, რადგან რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე მთათა სისტემების ყინულის მასა გადნა და დაახლოებით ძვ.წ. 5600 წელს შავ ზღვაში ჩაიღვარა. დაიტბორა რამდენიმე ათეული ათასი კვადრატული კილომეტრი ხმელეთის ნაწილი. განადგურდა ყველა სულდგმური. ამიტომ ,,დასაბამად“ უნდა მივიჩნიოთ წარღვნის შემდგომი პერიოდი. ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ გახლავთ.
ახლა კი დავუბრუნდეთ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნში მოცემულ რიცხვით მნიშვნელობებს. ჩვენი წინაპრები იყენებდნენ მზე-მთვარის ბრუვის 532 წლიან ათვლის სისტემას (ციკლს), ანუ დიდ ინდიქტიონს.
მაშასადამე, დასაბამითგან სოფლისა, ანუ ძვ.წ. 5604 წ. მოხდა წარღვნა. ხოლო, ქართლოს მოვიდა საქართველოში ,,ქართულისა ქორონიკოსა ( იგივე ქვარონიკოსსა) მეექვსისა მოქცევისასა. 221 ორას ოცდა ერთსა“ . რადგან ვიცით, რომ ერთი მოქცევა უდრის 532 წელს, მაშინ ხუთი მოქცევა იქნება 532x5=2660 ამას ემატება კიდევ მეექვსე მოქცევის 221 წელი და მივიღებთ 2660+221=2881 ძვ. წ. შემდეგ ,,დასაბამითგან სოფლისას" ანუ 5604 წელს გამოვაკლებთ გამოანგარიშებულ თარიღს და მივიღებთ ქართ(ლ)ოსის საქართველოში დამკვიდრების წელს 5604-2881=2723 წ. ე.ი. ძვ.წ. 2723წ ,,რომელსაცა წელსა ქართლოს ნათესავთ მთავართა მთავარი მოიწია საქართველოდ“. იგივე თარიღს მივიღებთ, თუკი ბერძული (ბერძნული) კალენდრით გამოვთვლით ქართლოსის მოსვლას ივერიად. 2785+96=2881წ. ხოლო 5604-2881=2723 წელს ძვ.წ.
თეიმურაზ ბატონიშვილი ასევე ასახელებს მეორეს - ვახტანგ მეფისეულ თარიღსაც: ,,აქადგან ვახტანგ მეფის მოთხრობისგან ,,წელთა დასაბამითგან სოფლისა, ბერძულითა წელთა აღრიცხვითა 2856, ქართულსა ქორონიკონსა მეექვსისა მოქცევისასა 292. იულოსის წელთა აღრიცხვითა დასაბამითგან წელსა 2062“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 41).
ამ შემთხვევაში სხვაობა შეადგენს 71 წელს. ამიტომ ქართლოსის საქართველოში მოსვლის წელი იქნება 2652 წელი ძვ.წ.
თეიმურაზ ბატონიშვილი, აგრეთვე გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობას გიორგი მთაწმინდელზეც, რომელსაც უნახავს ძალიან ძველი ქართული ხელნაწერი ანტიოქიაში, წმინდა სიმონის ეკლესიის წიგნთსაცავში: ,,წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა მნათობისა ათონის ივერიის მამისა და წინამძღვარისა გიორგის მიერ მოთხრობილთა, შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან: ,,ივერია ვინაითგან ქვეყნის სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოქიისა სვმეონ წმიდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენი ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ.34).
არ დავუჯეროთ არც თეიმურაზ ბატონიშვილს და არც გიორგი მთაწმინდელს? თუ როცა გვაწყობს მაშინ და როცა არა, არა? ... ქართული დამწერლობა (ანბანთმწერლობა. ავტორ.) ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ამის აღიარება ჯერ ჩვენ უნდა შევძლოთ, შემდეგ უკვე აღიარებენ სხვები!
ყველივე ზემოთ წარმოდგენილი (I და II განმარტება დანარჩენთან ერთად) კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს გამოთვლებსა და დასკვნებს, მოცემულს ამ კვლევაში.
,,გრაკლიანი გორაზე“ კიდევ აღმოჩნდა ერთი წარწერა, რომელიც შესრულებულია თიხის ჭურჭელზე, სავარაუდოდ ქერის შესანახზე თუ ასაწონზე. ამ ფაქტის ამსახველი ,,ვიდეოს“ დათვალიერებისას შევძელით მხოლოდ ერთი ასოს გარჩევა, რაც იმის უფლებას გვაძლევს, რომ განვაცხადოთ: ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. თუ შევძლებთ ამ წარწერის ფოტოასლის მოპოვებას, ვეცდებით მის გაშიფვრასაც, საინტერესოა დაემთხვევა თუ არა ჩვენს მიერ უკვე გაშიფრული რომელიმე ასო-ნიშანი?
P>S> ქართული სახელწიფოებრიობა მოითვლის 4746 წელს.
ევროკავშირში საქართველოს მიღება, არ უნდა გადაეწყვიტა ,,ქვისტრაკა მერკელს“ (მომიტევეთ, ეს ჩემი ტერმინი არ გახლავთ, ჯერ კიდევ სტალინი მიმართავდა ასე მოლოტოვს). მეტიც, ახლა Политические проститутки (არც ეს არის ჩემი მოგონილი, ლენინმა უწოდა ზინოვიევსა და კამენევს, მოსულა პოლიტიკაში), აგრძელებენ ჩვენს დამოძღვრას.
ჩვენ, ასეთი დიდი ისტორიის მქონე ერი, არავის საპამპულო არ ვართ. 4746 წლის წინ, ევროპაში არათუ ადამიანები, მაიმუნებიც კი არ დახტოდნენ ხეებზე. ეგენი რას მიეჩვიენ იცით? ... ამერიკელ ინდიელებს რომ სთავაზობდნენ ოქროს სანაცვლოდ ბრჭყვიალა სათამაშოებს, ასე სთავაზობენ ჩვენს თავს რუსეთს ..,. ვაჭრობენ ჩვენით ! ... ბებიათქვენისა, არ გინდათ?
პატივი გვეცით!!!! ... ქედი მოიხარეთ ჩვენი ერის წინაშე, ჩვენ კაცობრიობის განვითარებაში უდიდესი წვლილი გტვაქვს შეტანილი, თითზე ჩამოსათვლელებს, თუ არა საერთოდ პირველებს. მხოლოდ ერთს გავიხსენებ ... 1453 წლის 29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის დღეს. სახეცვლილი ევროკავშირი - ,,საღვთო რომის იმპერია“ წავიდა იმაზე, რომ მეჰმედ მეორისთვის მიეცათ ბიზანტიის დაპყრობის შესაძლებლობა, ოღონდ მართლმადიდებლური სახელმწიფო არ არსებულიყო ევროპაში.
რა სამწუხაროა, ასეთი რაღაცეების დავიწყება რომ შეგვიძლი! საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა, დრო დადგა ჩემი წასვლისა, ახლოა ჩემი რიგი და ჩემს გულისტკივილს ხმამაღლა ამიტომ გამოვხატავ, თუმცა კორექტურად, ევროპა მეტს იმსახურებს, ,,დიმპიტაურ-დამპიტაურის“ ჩათვლით.
გილოცავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|