| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 მაისი, 2023 |
აუუ როგორ მიყვარხარ მა... ჯერ შვიდი თვისაც არ ხარ და აუჰ როგორ მჯერა რომ შენზე კარგი ბავშვი არასდროს მინახავს.შენ უბრალოდ,ჭამ,გძინავს,შუალედში კი ბევრს,ძალიან ბევრს წუწუნებ,ტირიხარ და იცინიხარ,ამ დროს კი წარმოდგენაც არ გაქვს როგორ სხვანაირად ვიგრძენი სიყვარული და როგორი ფხა გაუჩნდა ამ სიტყვას,მიყვარხარ ვამბობ და ყელიდან მოაქვს მთელი გული და დიდო ცრემლის ბურთი,რომელიც სადღაც სიცილსა და ტირილს შორის ყელში მეჩხირება და თვალებ აცრემლებული ვიღიმი.შენი დიდი,გაფართოებული თვალებიდან სულ სხვანაირი ჩანს სამყარო,ხელში მიჭერიხარ,ყურთან ჩუმად გეუბნები შენს სახელს-თომაა და ეს თითის ტოლა,ლოყებ დაბერილი ბავშვი ქვემოდან ზემოთ გვერდულად ამომხედავ,შემომანათებ ამ მუქ თვალებს,თითქოს მეუბნები მამაჩემო ჯერ სიტყვების თქმისგამ შორს ვარ მაგრამ ვხვდები რომ გიჟდები ჩემზე და შენც არაგიშავს ცუდი ტიპი არ უნდა იყოვო,მერე ოდნავ ტუჩის კუთხეში ღიმილის მაგვარი გადაირბენს წამით და ლოყაზე თავ მოდებული ისევ გვერდით გაიხედავ ვითომც არაფერი,ვითომ სულ არ გამჩენია სურვილი დიდი ადამიანივით ძლიერად ჩაგეხუტო,შენ კი ამ დროს ქუჩაში მოტოციკლის აღმოჩენით ხარ გაოცებული და დიდი ადამიანივით ჩახუტება კი არა,ისიც ვერ გაგიგია ღიად დარჩენილი პირიდან დორბლი როდის გამოგეპარა,რას იზამ კბილების ბრალიაო,უფრო სწორად უკბილობის,ჯერ ხომ კიდევ მოუთმენლად ველოდებით მე და დედა შენ პატარა კბილებს ნიშნად იმისა რომ დიდი კაცი გვყავხარ უკვე და თან სიმართლე რომ ვთქვათ შენი უხასიათობითაც რბილად რომ ვთქვათ დავიღალეთ,იმდენს ზუზუნებ ჩვენც კი აღარ გვრჩება რამეზე ბუზღუნის დრო.
ხოდა იმას ვამბობდი,აუუჰ როგორ მიყვარხარ მა! როგორ მიყვარხარ და როგორ სხვანაირად ვიგრძენი შიშიც,უფრო სწორად ვისწავლე შიში.თომა არ გადაგორდეა საწოლიდან,თომამ თავი არ მიარტყას რამეს,თომა არ წაიქცეს,თომას არ გადასცდეს ლუკმა,თომა არ გაცივდეს და კიდევ რამდენი მსგავსი შიშები,რომლებსაც აერთიანებს შენი არსებობა ჩვენს გვერდით.ამ შიშთან ერთად სიფრთხილე დამჩემდა,ასე რომ აქამდე მოვფრთხილებოდი ჩემს თავს ამ არც თუ ისე ბებრულ ასაკში წნევაც ხომ არ შემაწუხებდა.მამები ხომ ადრე ტოვებენ შვილებს და ცხოვრებას,არ ვიცი რატომ მაგრამ ხშირად ასე ხდება მამები რაღაცნაირად უცნაურად მიდიან და ტოვებენ შვილებს ბევრი კითხვებით და დიდი,სამყარო ჩატეული თვალებით მხოლოდ დედის ამარა,რომელმაც მერე შვილების თვალებში უნდა აგროვოს მისი მოტეხილი ფრთის ნამსხვრევები.ბევრი წლის წინ ჯერ კიდევ სტუდენტობაში მეგობრები როცა ამ თემაზე ჩვენს მიამიტურ პასუხებს ვცემდით,ყოველთვის ვამბობდი რომ არ მეშინია,ხარ და მერე აღარ ხარ ვსო,რა არის ამაში საშიში?თუ აღარ ხარ ესეიგი ვერაფერა ვეღარ გრძნობ,ისიც არ იცო რომ აღარ ხარ,არაფერი აღარ იცი და ვსო,მაგრამ ახლა შენ გხედავ და ვხვდები რომ უბრალოდ აღარ ხარ არ არსებობს,აღარ ხარ ნიშნავს ვერ ხედავდე შენი შვილის თვალება,ვერ გრძნობდე სუნს,ვერ ეხებოდე,ამაზე საშიში არაფერია,სამი ათწლეული გავიარე და რეალურად ახლა შენგან,ადამიანისგან რომელიც ჯერ შვიდი თვისაც არ გამხდარა ვისწავლე არ ყოფნის შიში,შენ კიდე წევხარ,სათამაშოებს ღეჭავ,წყლიდან რომ ამოგიყვანთ ტირიხარ და აზრიც არ აქვს შენთვის ამ ყველაფრის თქმას,რადგან როგორც მე,შენც ვერაფერა გაიაზრებ სანამ შენ ცხოვრებაშიც არ გამოჩნდება შენნაირი პატარა ადამიანი,დიდი ბრიალა თვალებით და ახლოს მიტანილ სახეზე არ ჩამოგისმევს მის პატარა დორბლიან თითებს,მერე დადგება შენი შიშების,სიყვარულის და ცრემლია ბურთების დრო,რომელსაც შენც ვერ გაანდობ შენს პატარას და ასე უთქმელად გადაივლის თაობებს შიში,სიყვარული,ჩაყლაპული ცრემლი,სიცილი,კივილი და ყველა მომდევნო მამა იფიქრებს რომ ასეთი კარგი ბავშვი არასდროს უნახავს,არცერთს არ ემახსოვრება,რომ როდესღაც თვითონ იყო სამყაროში საუკეთესო ბავშვი.
...და მაინც,შენ ყველაზე კარგი ხარ ვინც კი მინახავს და აუუუჰ როგორ მიყვარხარ მა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პირველი ნაწილი ძალიან მესიამოვნა, ტკბილი სიტყვებია ბავშვის მიმართ. ასეც უნდა ეფერო პატარას, თომა დიდი, კარგი, მხიარული, ბედნიერი, ჯანმრთელი ბიჭი გაიზარდოს თავის მშობლებთან ერთად და ჩვენც გაგვახაროს. პირველი ნაწილი ძალიან მესიამოვნა, ტკბილი სიტყვებია ბავშვის მიმართ. ასეც უნდა ეფერო პატარას, თომა დიდი, კარგი, მხიარული, ბედნიერი, ჯანმრთელი ბიჭი გაიზარდოს თავის მშობლებთან ერთად და ჩვენც გაგვახაროს.
1. შიში აააარა, მე ვფიქრობ გაფრთხილება და მზრუნველობა ისწავლეთ, დაინახეთ და იგრძენით რომ სიცოცხლე გრძელდება და ფასი აქვს ყველაფერს და რომ ღირდა აქ მოსვლა, რომ ჩვენზე უკეთესები მოვიდნენ ჩვენი მეშვეობით, რომ მოშენდეს ჩვენი მამული და მარად იყოს ჩვენი სამშობლო და აყვავდეს მშვენიერ ფერებსა და დაფასდეს კვავაც გონიერთა შექმნილი მორალურ–მატერიალური შედევრებით. შიში აააარა, მე ვფიქრობ გაფრთხილება და მზრუნველობა ისწავლეთ, დაინახეთ და იგრძენით რომ სიცოცხლე გრძელდება და ფასი აქვს ყველაფერს და რომ ღირდა აქ მოსვლა, რომ ჩვენზე უკეთესები მოვიდნენ ჩვენი მეშვეობით, რომ მოშენდეს ჩვენი მამული და მარად იყოს ჩვენი სამშობლო და აყვავდეს მშვენიერ ფერებსა და დაფასდეს კვავაც გონიერთა შექმნილი მორალურ–მატერიალური შედევრებით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|