| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 1 ივნისი, 2023 |
კურდღელმა ბაჭიებს უთხრა, მალე კიდევ და-ძმები გეყოლებათ და ამ ჩირგში ნამდვილად ვერ დავეტევით, ზამთრამდე თვეზე მეტი დარჩა, გადავწყვიტე ბალახი გავთიბოთ, თივის ზვინები გავაკეთოთ, ყველანი დავეტევით, თბილადაც ვიქნებით, თან უსაფრთხოდაც, აქ მომადირეები ვერ გვიპოვნიან, ისინი ხომ ჩირგვებში გვეძენენ ყოველთვის. ბაჭიებს მოეწონათ დედის იდეა, მეორე დილით ინათა თუ არა დაიწყეს თიბვა,გზად ციყვმა ჩამოიარა, ჰკითხა კურდღელს რატომ თიბავდა, მოეწონა კურდღლის იდეა, იფიქრა ზამთარში ცივ ფუღუროში ყოფნას თბილ ზვინში ნამდვილად ემჯობინებაო, გაახსენდა შარ შან როგორ მოჭრეს ის ხე სადაც ფუღურო ჰქონდა, გამოხტომა ძლივს მოასწრო და სამ ახალ ფუღუროს იპოვნიდა ნახევარი ზამთარი გავიდა. მეორე დღეს ციყვმაც დაიწყო თიბვა. ერთ კვირაში ბალახიც გახმა, რადგან მზიამი ამინდები იყო.
მეორე კვირას უკვე ზვინების დაგება დაიწყეს, კურდღლების ზვინი ყველაზე დიდი იყო, ციყვის უფრო პატარა. მიმბაძველები ბევრი გამოჩნდნენ, ოქტომბრის ბოლოს უკვე ზვინების მწკრივი აღიმართა შუაგულ ტყეში.ბეღურებმაც აქ გადაწყვიტეს გამოზთრება.დეკემბერში დათოვლილი ზვინები მთებს დაემსგავსა. შიგ თბილად ეძინათ კურდღლებს, ციყვებს, დილით ბეღურების ჟივჟივიაღვიძებდათ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კეთილია, განსაკუთრებით ფინალი, ღუნღულა, გამეღიმა. ფრიადი
კეთილია, განსაკუთრებით ფინალი, ღუნღულა, გამეღიმა. ფრიადი
1. სასიამოვნო საბავშვოა. მომეწონა. სასიამოვნო საბავშვოა. მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|