ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2023


ნებითა

ო ღმერთო ჩემო განდიდების მიპყრობს მანია,
ო, შუა ღამე ფრთიან ფრაზებს ვებღაუჭები;
თორემ ამ წერას, თუნდაც რითმას რა მუღამი აქ?!
კვლავ შენი ნებით ფერმიმკრთალი ფეთქავს მაჯები.

მე მაინც ვეძებ რაღაც უცხოს, რაღაც იდუმალს
და შენ ხომ იცი - შედეგია ჩემი ფეხები,
შენივე ნებით დაღლილ მზერას თუ არ მივლულავ
და ფეთქვას თუ არ შევაჩერებ წითლად შეღებილს.

ალბათ ვიგემებ კიდეც მრავალ ფერთა სიმწირეს,
ო, ეს სხეულიც ხაფანგია და უღრანია.
ღრუბლების ქვემოთ შენი ნებით დღესაც იწვიმებს...
თუმცა ბათუმში ახლა წვიმას რა მუღამი აქ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები