უპოეზიოდ? - წარმოვიდგენ და, თითქოს ჩასუნთქვა ხავსზე ხავსს მმატებს. თითქოს ლურჯ ცაზე ჟანგბადსიჭარბე, მაგრამ უმზეო სიცოცხლე მანდეს. განა მინდა რომ ცხვირ-პირის მტვრევით მივდიოდე და გზა არ მოჩანდეს? ვერ! ვერ ვეშვები! გულიც კი მიწუხს, როგორც რაღაცა უღირსის ჩამდენს. უჭვრეტ გამებს და უჭვრეტ მოლოდინს განუჭვრეტელში ვერაფრით ჩავდებ. დაე, ცხვირ-პირის მტვრევა ვიგემო, დაე, სისხლიან მიწასაც ვჭამდე.